"გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა
"გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მხოლოდ საწყისი 7 წუთი ითამაშა.

ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ საკმაოდ ეფექტურად მეტოქე გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ ჩატენა და შემდეგ კალათზე დაეკიდა, რაც ზაზას კარიერაში იშვიათად თუ გვინახია.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ეფექტური ჩატენვა, რის შემდეგაც ფეხი იტკინა

ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი ცენტრი თამაშში აღარ დაბრუნებულა. მას ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევას, ეგრედ წოდებულ ემ-ერ-აის ოთხშაბათს ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს.

სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "უორიორსს" და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, თავიდანვე გაირკვა, როცა "გოლდენ სტეიტმა" პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტყორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 136:100

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

sabuni-s
ჩემგან კი დიდზე უდსესის მოკითხვა.
sabuni-ss sabonisisgan
ვიღაცაში გეშლები ძმაო, ვის როდის ვუწოდე ფაჩულისტი? რა სიზმარი ნახე? პირველად, რო გამოჩნდა 16-17 წლის ბიჭი ნაკრებში ზაზ იმის მერე მისი ფანი ვარ, ვიღაცაში გეშლები კიდე გიმეორებ.ვაა არ შემჭამეს კაცი კარგად წაიკითხეთ სახელი ზევით წერია კომენტარი ქვევით ალბათ ეს გერევაა. /
nnn
ვახუშტიო ვახუშტიო ოხ რა ბიჭი გაფუჭდიო
miriani
იმდენი ვუკიჟინეთ ჩატენე ჩატენეო რო დაიმტვრა კაცი
შოთა გუგეშაშვილი
ეგ გვინდოდა ზაზა ეხლა ოქროს ბეჯედს ველოდებიტ მტელი საქარტველო
ავლიპას როდის უნდა გაესინჯო იქ?
ფაჩულიას სიყვარული რა პონტია,არ ჯობია კავაი ან ლებრონი გააღმერთო და და მათი ფანი იყო? საინტერსოდ აზროვნებენ ზოგიერთები. ძლივს ქართულმა რამეს მიაღწია ნბა-ში როგორ შეიძლება არ უგულშემატკივრო?
ალექსანდრე
აქილევსის მყესი არ იყოს..საშიშია..როგორც ვიცი უკვე აქვს ერთ ფეხზე ოპერაცია გაკეთებული
mamukas
კოსტა ხეთაგურის და კოკოითის ნათესავი მსქროლავი ტროლია მაგი, დღე და ღამე ქართველების სიძულვილით ბოდავს და არც არავინაა პატრონი აქედან ერთხელ და სამუდამოდ მოაშორონ.
ალეკო
ფაჩულიას სიყვარული რა პონტია,არ ჯობია კავაი ან ლებრონი გააღმერთო და და მათი ფანი იყო? საინტერსოდ აზროვნებენ ზოგიერთები. ძლივს ქართულმა რამეს მიაღწია ნბა-ში როგორ შეიძლება არ უგულშემატკივრო?
mamuka
ეჰ ვახო ვახო "ვახო" მოდი გნახო, რანაირი ქართველი ხარ შენ? ე.ი ფაჩულია რომ გვიყვარს და კაი კაცი და პროფესიონალია "ფაჩულისტები" ვართ ხომ. შენ ვინ ხარ და რა რჯულის ხარ არ გრცხვენია ჩვენს საამაყო ქართველზე და დიდ კაცზე მასეთებს რო წერ
ვახო-ს
ქართველთმოძულე დაგეწერა პირდაპირ, ვახოს ნაცვლად. რამ გაგამწარა ასე და დაგბოღმა?
დაუოკებელ ფაჩულისტს ვახოსგან
ეს ფაჩულთმადიდებლების სექტის გურუ რომ გააჩუმოთ ვინმემ,კარგი იქნება. როგორი დაბალი ინტელექტის პატრონი უნდა იყო,რომ მთელი დღე იჯდე და ყველას რაღაც უაზრი იარლიყებს აწებებდე. ეგ ალბათ ის არჩილ ხოფერია თუ ვიღაცაა,ზაზა თუ ოლსტარში ვერ შევა აქ აღარ დავპოსტავო,რომ "იმუქრებოდა". ეტყობა მაინც ვერ მოუთმინა ზაზას სიყვარულით გამთბარმა გულმა,ვერ მოსცილდა აქაურობას. ცოტაც მოითმინე,იტანჯე,ჯვარს (ფარს) ეცვი და ივნისში აუცილებლად ცხონდები:-)))
sabuni-ss
ნაშა რაშავ, ან ბოლომდე კარგი თქვი ან ბოლომდე ცუდი, გირჩევნია საერთოდ აითესე აქედან, თორემ ადრე თუ გვიან ჩვენთვის ფუჩულისტებად წოდებისთვის მოგეკითხება პასუხი.
ბარკლიმაც თავი გაიგიჟა
დღეს პოპოვიჩის ენაზე დაუცდა ზაზას ფეხი.
dima
ფარს იმიტომ ჩამოეკიდა,სან-ანტონიოს მოთამაშეს რომ არ დაცემოდა,ჩატენვის შემდეგ,მაგრამ მაინც უხერხულად დახტა...
sabonis
კაი რა ზაზუშ, ლამაზი იყო მარა შენი ტრამვა გვინდა ახლა, რმერთმა დაგიფაროს.
tanto
თამაშის დამთავრების შემდეგ შემთხვევით გადავაწყდი ამერიკელების გაკეთებულ ზაზას მხარდამჭერ ვიდეოს იოუტუბეში, პოპოვიჩი მაგრად გააბანძეს ზაზაზე თავდასხმისთვის, აჩვენეს მისი მოთამაშეების ბინძური თამაშის ძველი მომენტენი, ასევე აქცენტი გააკეთეს.. თუ ზაზა ბინძური მოთამაშეა, მაშინ უამრავ ნბა-ს ნამდვილად ბინძურ მოთამაშეებს რაღა დავარქვათო და ძალიან ბევრი უხეში თამაშის მომენტები, რომლებიც ტრავმებით დამთავრდა, მათი კადრებიც ჩადეს ამ ვიდეოში. დროული ვიდეოა ზაზაზე უამრავი თავდასხმებისა და საშინელი წნეხის ფონზე. დღეს კი ჩვენი დათვი კი ძალიან დონდლოდ ჩამოხტა კალათიდან, იმედია სერიოზული ტრავმა არ მიიღო და შემდეგ თამაშებს არ გამოტოვებს, ვინაიდან პაპოვიჩი საკუთარ კედლებში უშეღავათო ბრძოლას გაუმართავს გოლდენს და ზაზას გარეშე დეზების ცენტრები დაჩაგრავენ მაკგის და ვესტს, რაც დღევანდელ თამაშშიც კარგად ჩანდა, მით უმეტეს შემდეგ თამაშშიც კავაიც აპირებს დაბრუნებას.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს