ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასდასდასდასდ

ასდასდასდასდ

ასდასდასდასდ

გერმანიიდან ბაქომდე

დღეს დილით საქართველოს ტყვიის მსროლელთა ოთხკაციანი გუნდი მიუნხენში გაფრინდა, სადაც 19 მაისს მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი იწყება. მასში ჩვენგან მონაწილეობას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი პირად პირველობაში ნინო სალუქვაძე, მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და ლიზი კილაძე მიიღებენ. ამჯერად სხვების წაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, რადგან ეს უფროსთა შეჯიბრებაა, ახალგაზრდებს კი სულ მალე, ამ ზაფხულშივე თავის ასაკში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ, თუმცა ამაზე ქვემოთ.

გერმანიის ტურნირი სეზონის რიგით მეორე მსოფლიოს თასის ეტაპია, პირველი კი თებერვალში ინდურ ნიუ დელიში გაიმართა და ჩვენებმა რიგი მიზეზების გამო გამოტოვეს. ტრადიციულად, წლეულსაც ორი ამგვარი შეჯიბრებაა დარჩენილი და საქართველოს ნაკრები ორივეში გამოვა. მით უფრო, თასის მომდევნო, მესამე ეტაპი აგერ იმართება, ყურისძირში - 6-14 ივნისს აზერბაიჯანული გაბალა უმასპინძლებს. დასკვნითი, მეოთხე ეტაპი კი ისევ ნიუ დელიში გაიმართება ოქტომბერში.

მიუნხენში ხვალ ოფიციალური ვარჯიშია, ზეგ კი პირველი საშეჯიბრო დღეა, როდესაც მსროლელები სტარტზე რამდენიმე დისციპლინაში დადგებიან. მათ შორის ჩვენებიც იქნებიან: ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში დაიწყებს საკვალიფიკაციო შეჯიბრებას, თუმცა ზეგ შესარჩევის მხოლოდ პირველი ნახევარი ჩატარდება. ზეგ 50-მეტრიან დისტანციაზე ისვრიან ვაჟებიც - ქადაგიძე და მაჭავარიანი, თუმცა მათთანაც ეს შეჯიბრება მეორე დღეს დასრულდება. რადგან ვაჟთა შორის ბევრი მონაწილეა, 19-ში წინა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, რომელიც გამოავლენს შესარჩევის მონაწილეებს, ისინი კი 20-ში დილით ისვრიან და გაირკვევა მედლებისთვის მებრძოლები, რომლებიც შუადღისას, ადგილობრივი დროით 11 საათიდან ნახევარფინალურ ეტაპს დაიწყებენ და გამოავლენენ იმ ოთხეულს, რომელიც მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ ამ კვარტეტიდან ორი საუკეთესო ოქროს, ბოლო ორი კი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ასპარეზობას.

20 მაისს, დილით დაასრულებს საკვალიფიკაციო ეტაპს სალუქვაძეც და ქალებიც ასევე შუადღისას, 13.30 საათიდან დაიწყებენ დასკვნით, საფინალო გასროლებს. მედლისთვის ბრძოლის პრინციპი მათთანაც იგივეა.

ვაჟები სპორტული პისტოლეტიდან 22-ში იასპარეზებენ, ქალები - 23-ში და ამ დღეს სალუქვაძეს გვერდში კილაძეც ამოუდგება. სპორტულისგან განსხვავებით, ეს შეჯიბრება ერთ დღეში ჩატარდება.

ახლა კი ახალგაზრდებზე, რომლებსაც წლეულს მნიშვნელოვანი სეზონი ელოდებათ. როგორც გითხარით, ივნისში გაბალაში მსოფლიოს თასის მესამე ეტაპია, თუმცა იმ თვეში ჩვენს ახალგაზრდებს გაცილებით მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ: მსოფლიოს ჩემპიონატი თანატოლთა შორის, რომელიც 22-29 ივნისს ისევ გერმანიაში, ოღონდ ქალაქ შულში ჩატარდება, სადაც ყოველწლიურად იმართება ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი ასევე ახალგაზრდებში. მასში ჩვენებიც სისტემატურად მონაწილეობენ და, ამდენად, იმ სასროლეთს კარგად იცნობენ.

შულში ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით წარდგება - ბიჭებში სრული გუნდით გამოვალთ, გოგოებში კი ორი მონაწილე გვეყოლება. ეს ქუთაისური დუეტი იქნება - კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე. ვაჟებში მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი და ივა ჭანკოტაძე გამოვლენ. ამ სამეულის წაყვანა უფრო გუნდური ჩათვლის გამო გადაწყდა - ჩვენები გუნდურში (თუმცა მაშინ ჭანკოტაძის მაგივრად ვლადიმერ მაიოროვი გამოდიოდა) ევროპის მესამე პრიზიორები არიან და გამორიცხული არაა, ახლაც გაიწიონ მედლისკენ. კაცმა რომ თქვას, მაჭავარიანის შედეგების პატრონს კი უნდა გვქონდეს ამის იმედი, მას კი მოსულიშვილის საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებელიც ემატება. მთავარია, ჩვენებმა - სამივემ შეძლოს საკუთარი რეკორდის ჩვენება და წარმატება სულაც არაა უტოპიური. მით უფრო, მაჭავარიანს პირადშიც დიდი მოტივაცია ამოძრავებს (გუნდურის ქულები ინდივიდუალურში სამივე მონაწილის მიერ ნაჩვენები შედეგების დაჯამებით გამოითვლება, ცალკე ტურნირი არ ტარდება) - გუნდურში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი კი არის, მაგრამ პირადში ჯერ მედალი არ აქვს. თან წლეულს ბოლო სეზონს ატარებს ახალგაზრდებში, გაისად უკვე დიდებში გადადის და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილეს დიდი სურვილი ამოძრავებს, ახალგაზრდებიდან იქ მედლით ხელდამშვენებული გადავიდეს.

დაახლოებით ამგვარი ამოცანა აქვს კილაძესაც - ის ჯერ არ გადადის უფროსებში და კვლავაც რჩება შანსი ახალგაზრდებში, მაგრამ ამ ასაკში ჯერ მედალი არ აქვს მოპოვებული. არადა, გოგომ 386 ქულამდე გაზარდა თავისი მონაგარი, ამ შედეგით კი ხალხი მსოფლიოს ჩემპიონატს იგებს, ხოლო მას ჯილდო არა აქვს. თუმცა ეს მარტივად აიხსნება - წინა ოლიმპიურ ციკლში კილაძეს სწორედ ასეთი კარგი შედეგების გამო ლიცენზიის მოპოვების იმედით უფროსებში ასროლინებდნენ, თორემ ახალგაზრდებში, ვინძლო, შედეგიც გაეკეთებინა. თუმცა იქაც მხოლოდ ორი ქულა დააკლდა რიოს საგზურამდე. ბედის ირონიით, ის 386 ქულა სალიცენზიო შეჯიბრებიდან სამიოდ კვირაში საშინაო ტურნირში აჩვენა, როცა შედეგი მთელი 8 ქულით გაზარდა - სალიცენზიოში ამის ნახევარიც არ სჭირდებოდა რიოს საგზურის მოსაპოვებლად და 16 წლისა გახდებოდა ოლიმპიელი, რითაც მაჭავარიანთან ერთად, საქართველო მეორე სასწაულს შესთავაზებდა მსოფლიოს ტყვიის სროლაში.

...თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი არაა ახალგაზრდებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება - წლეულსვე მათ არანაკლებ საპასუხისმგებლო ტურნირი ელოდებათ. აზერბაიჯანელები მსოფლიოს თასის ეტაპს ხომ ატარებენ, კიდევ ერთი პრესტიჟული შეჯიბრების მასპინძლობა დაივალეს: 21 ივლისიდან მოყოლებული, ვიდრე 3 აგვისტომდე ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებენ. თუმცა ეს კონტინენტის პირველობა უფროსებისთვის იქნება, ახალგაზრდებისთვის კი მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელსაც გაისად არგენტინის მექა - ბუენოს აირესი უმასპინძლებს. ასაკიდან გამომდინარე, იმ შეჯიბრებაში გამოსვლის უფლება ჩვენგან სამს გააჩნია - მოსულიშვილს, კილაძეს და ხუციბერიძეს. ამიტომ უფროსებთან ერთად ისინიც აუცილებლად იქნებიან ბაქოში.

ირაკლი თავაძე*

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის