მასიმო ალეგრი-ლაციო - 10:0...
* ტურინის "იუვენტუსმა" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის თასი. აქამდე ეს არც ერთ იტალიურ გუნდს არ გაუკეთებია.

* რაც მასიმილიანო ალეგრი წვრთნის "იუვენტუსს" გუნდმა "ლაციოს" ათივე დაპირისპირება მოუგო, 20 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

* "იუვეს" ფეხბურთელებმა ფინალში შვიდჯერ დაარტყეს კარისკენ და შვიდივე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

"იუვენტუსმა" სეზონის პირველი ტროფეი მოიგო - მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის თასის ფინალში "ლაციო" დაამარცხა და ისტორიული ტრიპლეტისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა - ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელსაც ერთ სეზონში სამი ტურნირი აქვს მოგებული, "ინტერია" და "იუვეს" კარგი შანსი აქვს, რომ ანალოგიურ წარმატებას მიაღწიოს.

იტალიის თასის ფინალი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა - "იუვენტუსი" სტარტზევე დაწინაურდა - ალექს სანდრომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, დანი ალვეში კი ბურთს საჭირო ადგილზე დახვდა და კარში გადაგზავნა - 1:0. ამ ეპიზოდიდან 10 წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც ტურინელებმა კუთხური ჩააწოდეს, ლეონარდო ბონუჩიმ კი ყველას აჯობა და რომაელთა კარში მეორე გოლი შეაგდო - 2:0.

"იუვენტუსმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ნათელი გახდა, რომ გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვედა მართალია, თამაშის დასრულებამდე 70 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ "იუვე" 2-ბურთიანი ფორის გამნიავებელი არ ჩანდა. მასიმილიანო ალეგრიმ სიტყვა შეასრულა - "რომასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, საჭირო ცვლილებებს მიმართა და სულ სხვა "იუვე" ვიხილეთ - გუნდი რომელსაც კლასის ხარჯზე შეუძლია ასეთი მატჩების მოგება.

ალეგრიმ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და თუ ჯანლუიჯი ბუფონს არ ჩავთვლით, ძირითად შემადგენლობაში ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაამწესა - სასწორზე ტიტული იდო და ექსპერიმენტების დრო არ იყო - "იუვეს" სჭირდებოდა ეს ტროფეი და მოიგო კიდეც...

იტალიის თასი მოგებულია - ამ უქმეებზე, "იუვე" "კროტონეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში სკუდეტოსაც დაისაკუთრებს - ეჭვი არაა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის ჩემპიონიც გახდება და რჩება ერთი მატჩი, რომელიც 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება...

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ეს იყო საოცარი პირველი ტაიმი. ბიჭებს დიდი მადლობა ამისთვის და მადლობა მეტოქესაც კარგი თამაშისთვის. გიჟური ტაიმის მერე, მეორეში გადავწყვიტეთ მიღწეული დაგვეცვა, რადგან წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "კროტონესთან".

იუვენტუსი-ლაციო 2:0

გოლები: 1:0 დანი ალვეში (12), 2:0 ბონუჩი (24)

იუვენტუსი (4-2-3-1): ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - რინკონი, მარკიზიო - დანი ალვეში, დიბალა (78 ლემინა), მანჯუკიჩი - იგუაინი

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი (53. ანდერსონი), დე ვრეი (69. ალბერტო), ვოლასი - ბასტა, პაროლო (21. რადუ), ბილია, სავიჩი, ლულიჩი - კეიტა, იმობილე

მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბესო
კარგი გუნდია,მაგრამ რეალთან ძალიან გაუჭირდება...--დანი ალვეში და მარსელო კი ბრაზილიურ კარნავალს მოაწყობენ ერთ ფლანგზე...
ხვიჩა
იუვემ ჩემპიონთა ლიგის ფინალი თუ ასე ითამაშა მაშინ ყველა ვარიანტში წააგებს ფინალს, თამაში უნდა გააუმჯობესოს.
oss
მშვენიერი სათაურია, დანარჩენი 2 იქნება :)
"სუპერ" დასათაურება
მართალია ლაშა წიკლაური (ავტორი). შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ სამში ერთი შერჩეს "იუვეს". კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა "სამში ერთი"-ც არ არის ცუდი შედეგი.
მახა.
ჩერეზ ტრი დნია, დვა.
Juve
"სამში ერთი" სხვა რამეა:)) იუვენტუსმა სამიდან ერთი ტიტული უკვე მოიპოვა... ასე ჯობდა ;)
Milanista
გილოცავთ. მადლობა მილანისგან ;)
vato
ეტა რას!
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა