ერთი კვირის წინ "რენს" "ლილის" გადასწრებამდე სულ ცოტა დააკლდა, ახლა კი ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება

ერთი კვირის წინ "რენს" "ლილის" გადასწრებამდე სულ ცოტა დააკლდა, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

"მარსელთან" ჩატარებული საშინაო მატჩი "რენის" წევრებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მწარედ. იმის მიუხედავად, რომ წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირება ელის, "მარსელმა" ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე ხმაურიანი განაცხადი გააკეთა.

"ვიცი, რომ ბევრი არ ელოდა ჩვენს ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, მაგრამ ძალების რაციონალური გადანაწილება შევძელით. "მანჩესტერთან" მოახლოებული მატჩი ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში ყურადღება ერთი წამითაც არ უნდა მოვადუნოთ. ჩვენ საჩემპიონო გუნდი გვყავს და ეს ყოველ მომდევნო შეხვედრაში უნდა დავამტკიცოთ", - თქვა ნამატჩევს გახარებულმა დიდიე დეშამმა. "რენის" თავკაცმა ფრედერიკ ანტონეტიმ კი აღიარა, რომ მისმა გუნდმა უძვირფასესი ქულები დაკარგა და მეტოქესაც მიულოცა, მაგრამ პირობა დადო, რომ ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს.

"ლილს" თითქოს კონკურენტის წაბორძიკებით იოლად უნდა ესარგებლა და არაფრით გამორჩეული "ვალანსიენი" აუღელვებლად დაემარცხებინა, მაგრამ რუდი გარსიას გუნდს ძალიან გაუჭირდა და მეტოქე ზედ საფინალო სასტვენის წინ გატეხა. ედენ ჰაზარდის საგოლე დარტყმამ "ლილი" უახლოეს მდევარს სამი ქულით მოსწყვიტა, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს თუ ჩავხედავთ, სოლიდური უპირატესობაა.

როგორც ხედავთ, სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ჩემპიონობის რეალური შანსი ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს, რაც ფრანგულ ლიგას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

"მარსელისა" არ იყოს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური ორთაბრძოლის წინ ძალები არც "ლიონს" დაუზოგავს და "სოშოსთან" გასვლითი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. კლოდ პიუელმა როტაციას მიმართა და ნაკლებად სავარაუდოა, სამეფო კლუბთან შეხვედრაში გასულ შაბათს გამოყენებული მოთამაშეებიდან ყველა გაამწესოს.

ზეხუთეულის ბინდართაგან ყველაზე მოკრძალებული საჩემპიონო პერსპექტივა ჯერჯერობით, პარიზელებს აქვთ. არადა, გუშინ საღამოს "სენ ჟერმენს" გამარჯვება თითქოს გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში დედაქალაქელები აირივნენ და ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. არადა, 2:1-ზე "მონპელიე" რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა.

ისევ უნდა ვახსენოთ წყალწაღებულ "არლი", რომლის მიერ მოპოვებული თითოეული ქულაც საყურადღებო ამბავია. შაბათს უიმედო აუტსაიდერებმა "ლორიანთან" ბევრი იბრძოლეს და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.

ბარემ ორი სიტყვა შემდეგ ტურზეც ვთქვათ - "ლილს" გამარჯვების არცთუ ურიგო შანსი აქვს, მისი მდევრები კი ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. საინტერესო იქნება "ლიონი"-"რენი", ტური კი "მარსელი"-პსჟ-ის ფრანგული "კლასიკოთი" დაიხურება.

1. ლილი 27 14 10 3 47-26 52

2. რენი 27 14 7 6 31-20 49

3. ლიონი 27 13 9 5 46-25 48

4. მარსელი 27 13 9 5 39-23 48

5. პსჟ 27 12 9 6 41-28 45

6. მონპელიე 27 10 9 8 23-26 39

7. სენტ ეტიენი 27 10 8 9 35-33 38

8. ბორდო 27 9 10 8 35-32 37

9. ლორიანი 27 10 7 10 35-34 37

10. ტულუზი 27 11 3 13 28-29 36

11. სოშო 27 10 5 12 40-33 35

12. ბრესტი 27 9 8 10 27-30 35

13. ნიცა 27 8 9 10 18-27 33

14. ვალანსიენი 27 7 11 9 31-29 32

15. კაენი 27 8 8 11 29-38 32

16. ნანსი 27 9 5 13 29-41 32

17. მონაკო 27 5 14 8 26-28 29

18. ოსერი 27 5 14 8 30-34 29

19. ლანსი 27 5 10 12 24-41 25

20. არლი 27 1 9 17 16-53 12

ბომბარდირები

17 - სოუ (ლილი), 16 - გამეირო (ლორიანი), 13 - ნენე (პსჟ), ელ არაბი (კაენი), 12 - ლ. ლოპესი (ლიონი)

შემდეგი ტური:

19.03 - ოსერი-სოშო, ბრესტი-ლილი, ლორიანი-სენტ ეტიენი, მონპელიე-ლანსი, ტულუზი-ნიცა, ვალანსიენი-ბორდო.

20.03 - ლიონი-რენი, კაენი-არლი, მონაკო-ნანსი, მარსელი-პსჟ.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა