ჩვენი ინფორმაციით, უზბეკური კლუბი მართლაც არის დაინტერესებული ქართველი მწვრთნელის სამსახურით
როგორც აზიური ვებგვერდი Championat.asia იტყობინება, შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორისა" და "ბუხარას" მატჩზე შენიშნეს. როგორც ხსენებული საინფორმაციო საშუალება იტყობინება, 42 წლის ქართველი სპეციალისტი "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას შეხვდა.

ალბათ, ამ შეხვედრისას განიხილეს უზბეკეთის ჩემპიონატში დედაქალაქური კლუბის ძალიან ცუდი სტარტი და ჩანს, შოთას მთავარი მწვრთნელის პოსტიც შესთავაზეს.

ამ დროისთვის, "ფახთაქორს" ადგილობრივი სპეციალისტი, იასურ აბდურაიმოვი ავარჯიშებს, არველაძე კი ბოლოს თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი იყო...

ჩვენი ინფორმაციით, "ფახთაქორი" მართლაც არის დაინტერესებული ქართველი მწვრთნელის სამსახურით და შოთაც ნამდვილად იყო ტაშკენტში, თუმცა "ფახთაქორში" მისი დასაქმების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

არველაძეს აქვს სხვა შეთავაზებებიც, რაც კარგად უნდა აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. საფიქრებელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შოთა სხვა წინადადებებსაც მიიღებს და არ სურს, რომ აჩქარდეს.

თავის მხრივ, ტაშკენტის "ფახთაქორიც" საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ამ გუნდში თამაშობდა და კაპიტნის სამკლავურიც ემოსა საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ კახა მახარაძეს, ვისგანაც გვსმენია, რომ "ფახთაქორში" ყველაფერი საათივით იყო აწყობილი და არა გვგონია, ახლა რამე შეცვლილიყო (თუ არ ჩავთვლით სპორტულ მხარეს და გუნდის ცუდ სტარტს, რაც სხვა საკითხია).

რა თქმა უნდა, "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს გუნდის სადღეისო ყოფა. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ტაშკენტელთა შემადგენლობა გაძლიერებას საჭიროებს და ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდში უზბეკეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. ჰყავთ ორი ლეგიონერიც - ჩერნოგორიელი მცველი ადნან ორაჰოვაცი, რომელიც გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და სერბი უკანახაზელი - იურიცა ბულიატი.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე შოთას "ალკმაარში" (ლუი ვან გაალის ასისტენტად), "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში", ბოლოს კი თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
ვალი არა ამბიცია
sos
ხალხნო რა გჭირთ რა უბედურებაა სადაც უნდა იქ წავა რა თქვენი ვალი აქვს თუ რა
dato
ტაშკენტს ვერ გაცდი არა
ar dabloko simartleaa
ამ არველადზეებმა ქარტველ კაცსს პეხბურტი სჰეაზიზგეს კოველ სჰემტხვევასჰი ცჰემს ირგვლივ კველა ამას ამბობსსს..ისე ცოდნისტვის....პეხბურტიე ტამასჰიც არ იცოდააა...
ვარლამი
არველაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც მწვრთნელს არსად შედეგი არ ქონია
ნათია
ახლა ფახთაქორს ააყვავებს :)

ამ ბოღმიან კლავიატურის ლომებს ვუყურებ და მიკვირს, საიდან ამდენი ბოღმა და შური! რა დაგიშავათ შ არველაძემ? ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელია და აკეთებს რაც შეუძლია. მაგის ერთი ოფლიანი მაიკის ფასი რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის ან თქვენი ოჯახებისთვის! ფულზე თუ იბოღმებით, თავისი ნიჭით და ოფლით უშოვია, ისიც არა აქ! თქვენც იშოვეთ გინდათ ტაშკენტში და გინდათ ფხენიანში რამ წაგახდინათ!
arvela
ტასჰკენტის არა ცნორის მილანსჰი ჯობიაააა...ტუ ვინემ მიგასუნია იქაცცც....
კოლი
ბათუმს მწვრთნელი არ ყავს და რატომ არ ეძახიან შოთას ან კახის . თუმცა, ხელფასებია დაბალი და ვის უნდა აქ მუშაობა
გოგა
არველაძე ფეხბურთელი კარგი იყო მაგრამ მწვრთნელი ნული.ამიტომ სხვა საქმეს მოკიდოს ხელი ჯობია.
treneri
ტრაექტორიააქ იცოცხლე..მომდევნო გუნდი ცაგერის ხვამლი..
bajo
არ იჰქარო ტოოო ბარსა გელოდება.რას აპიარებტ ამას ჰამოვიდეს და ქარტული კლუბი ააგორზინოს და ის ჰაეტვლება კაცობასჰი.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება