"დიდი ცირკი" უფრო დემოკრატიული გახდა
ფორმულა 1-ში მფლობელთა ცვლილების შემდეგ, "დიდი ცირკი" სულ უფრო დემოკრატიული ხდება. ირკვევა, რომ ესპანეთის გრანპრის დროს, ბარსელონაში ფორმულა 1-ის სპორტული დირექტორი როს ბრაუნი შეხვდა მოტოგრანპრის აღმასრულებელ დირექტორს კარმელო ესპელეტას შეხვდა - მომავალი თანამშრომლობის განსახილვებლად.

"იმდენად ამაყები არ ვართ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილების ძიებისას, რჩევები არ ვკითხოთ სხვა სერიების ხელმძღვანელებს. ყოველთვის იოლი არ არის სასურველის მიღწევა, მაგრამ დიალოგს ვაწარმოებთ.

მომწონს, რომ Moto3-ში, Moto2-სა და MotoGP-ში არსებობს პილოტების თანმიმდევრობითი წინსვლა. საინტერესოა ის, თუ როგორ სტრუქტურაა გუნდებსა და კონტრაქტებს შორის, როგორ მუშაობენ კლიენტთა გუნდებთან. მოტოგრანპრის ეტაპები იმართება ახალგაზრდულ სერიებთან ერთად ერთ და იმავე უქმეებზე - ეს კარგი მაგალითია იმისა, რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

ფორმულა 1-ში უნდა გამოდიოდეს 22 ან 24 საუკეთესო პილოტი. მაგრამ, დღეს ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან არსებობს პილოტებთან კომერციული ხელშეკრულებები. ეს კომპლექსური პრობლემაა. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გუნდებს არ უწევდეთ კომერციული გადაწყვეტილების მიღება. მათ უნდა აირჩიონ არა ყველაზე მდიდრები, არამედ, ყველაზე ძლიერი პილოტები.

ფორმულა 1-ში რევოლუცია არ იქნება - არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება შევთავაზოთ სწრაფი და სერიოზული ცვლილებებისთვის. ეს მუდმივი პროცესია. სანამ სრულად არ გავერკვევით, რისკენ უნდა ვესწრაფოთ და რა უნდა გავაკეთოთ, სერიოზულ ცვლილებებზე არ წავალთ - ეს ძალიან სარისკოა", - განაცხადა ბრაუნმა.

დადიოდა ლაპარაკი რბოლის დისტანციის შემცირებაზე ან შაბათს სპრინტერული რბოლის ორგანიზებაზე, მაგრამ როს ბრაუნმა ენთუზიაზმის გარეშე მიიღო ეს იდეა...

"მომწონს ჩვენი სარბოლო მემკვიდრეობა, - ახსნა ბრაუნმა. - ჩემი აზრით, საათი და 40 წუთი - შესანიშნავი დროა რბოლის ხანგრძლივობისთვის. ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად. ზოგიერთები გვთავაზობენ რბოლის შემცირებას, რათა შემცირდეს მაყურებელთა ყურადღების კონცენტრაციაც. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შეიძლება სპორტი მაყურებლებს ისე გადავცეთ, როგორც მათ უნდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება