დაბრუნდება ის "ფერარიში"?
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ "მერსედესის" ხელმძღვანელის პოსტიდან როს ბრაუნის სავარაუდო წასვლაზე. ერთი პერიოდი წერდნენ იმის შესახებ, რომ მას წინადადებით მიმართა იაპონურმა კონცერნმა "ჰონდამ" და ბრაუნს "მაკლარენში" გადასვლა შესთავაზა, რათა ის სათავეში ჩადგომოდა ბრიტანული საჯინიბოსთვის ძრავების მიწოდების პროგრამას, რომელიც 2015 წელს დაიწყება. ბრაზილიის გრანპრის დღეებში კი განიხილებოდა ბრაუნის "ფერარიში" დაბრუნების ვერსია.

გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" დაწერა, რომ ბრაუნის "მერსედესიდან" წასვლის საკითხი გადაწყვეტილია და ამის შესახებ ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრიტანელი ინჟინერი ერთწლიან პაუზას აიღებს, 2015 წელს კი "ჰონდას" შეუერთდება, რომელიც ბრუნდება ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლის რანგში. ვარაუდობენ, რომ ბრაუნის წასვლის შემდეგ "მერსედესს" სათავეში ჩაუდგება "მაკლარენის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ, რომელიც გერმანულ საჯინიბოში ამ ზაფხულს გადავიდა.

ადრე "მერსედესის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობდა იმის შესახებ, რომ ძალიან სურს გუნდში როს ბრაუნის შენარჩუნება: "მე არაერთხელ მითქვამს, რომ მსურს ბრაუნთან თანამშრომლობის გაგრძელება. მოვილაპარაკეთ, რომ სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ მშვიდად შევაფასებდით სიტუაციას და განვიხილავდით გეგმებს მომავალზე".

ბრაზილიის გრანპრის შემდეგ, Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრაუნს შეახსენეს, რომ ადრე ის აპირებდა, ხელმძღვანელის ფუნქციების ნაწილი სხვისთვის გადაებარებინა და მომავალ წელს მეტი დრო დაეთმო თავისი საყვარელი საქმიანობისთვის - თევზაობისთვის.

"ვნახოთ, - განაცხადა ბრაუნმა. - მომავალ წელს ჩვენი ძალიან საინტერესო სეზონი გველის. ასე რომ, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

"ე. ი. არ გვემშვიდობებით?" - ჩაეკითხა ჟურნალისტი.

"მე ასეთი რამ არ მითქვამს", - გაეცინა ბრაუნს.

პერესი თითქმის ინდოელია

"მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა აღნიშნა, რომ მექსიკელი პილოტი სერხიო პერესი, რომელთანაც ბრიტანულმა საჯინიბომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოისურვა, ფორმულა 1-ში დარჩება. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მექსიკელი ავტომრბოლელი კარიერას "ფორს ინდიაში" გააგრძელებს.

"მოხარული ვარ, რომ პერესი შეიძლება ფორმულა 1-ში დარჩეს, - მოჰყავს უიტმარშის სიტყვები "ავტოსპორტს". - ის ახალგაზრდაა და საკმარისად გამოცდილი. სერხიომ ჩვენს გუნდში ყველას შეაყვარა თავი. პერესი - ძალიან სასიამოვნო ბიჭია. იმედია, ის დაგვიმტკიცებს, რომ შევცდით, როცა მის ნაცვლად კევინ მაგნუსენი ავიყვანეთ. მას ამის გაკეთება, სავარაუდოდ, "ფორს ინდიაში" მოუწევს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სერხიო ამ საჯინიბოში აღმოჩენილიყო, რადგან ის იმსახურებს ადგილს ფორმულა 1-ში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
ლეგენდარული ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის პროგრესით აღფრთოვანებულია
ფორმულა 1: თასები მანქანის რეცხვის სანაცვლოდ
ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფორმულა 1: რევოლუცია არ იქნება
ᓤᓝᕠᓛᓣᓚᕐ 1: ᕑᓠᓐᓣᓜᓘ "ᓤᓔᓠᕐᓠᓘᓨᕘ" ᓑᓠᕣᓜᓓᓔᓑᓐ?
იმედიანი "მერსედესი"
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ᓑᓐᓰ
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფორმულა 1: სეზონის რესტარტი ბარსელონაში
ხერესის ციფრები და ფაქტები
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ცუდი ხუმრობა: გერმანულმა ჟურნალმა მიხაელ შუმახერი ნიკი ლაუდას შეადარა
"ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა..." - სერხიო პერესი
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში
ფორმულა 1: შუმახერის მაინც სჯერათ