"ოტავამ" შვიდი გოლისგან სერიოზული შოკი მიიღო
მესამე მატჩის წაგების შემდეგ, "პინგვინების" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სალივანმა სასტარტო მეკარის შეცვლა გადაწყვიტა. მარკ-ანდრე ფლერი, რომელმაც 15 მატჩი ჩაატარა პლეი ოფში, შარშანდელმა ტრიუმფატორმა მეტ მიურეიმ ჩაანაცვლა. ამ სვლამ გაამართლა - "პიტსბურგმა" მოიგო მეოთხე მატჩი, გუშინ კი მიურეიმ "შათაუტი" შეასრულა და მისი გუნდი "ოტავასთან" სერიაში პირველად გავიდა წინ.

მეხუთე მატჩის მთავარი სიურპრიზი აღმოჩნდა "ოტავას" მეკარე კრეიგ ანდერსონი. პლეი ოფის ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო მეკარემ, თავის კარიერაში, ალბათ, ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა.

ანდერსონმა პირველი შაიბა შორიდან დარტყმის შემდეგ გაუშვა - მეკარეს მართებდა მაატას გასროლის მოგერიება. ოთხი წუთის შემდეგ, ანდერსონს ახალი დარტყმა მიაყენეს. "პიტსბურგმა" ბრწყინვალედ გაითამაშა რიცხობრივი უპირატესობა - კომბინაცია სიდნი კროსბიმ დაასრულა. გავიდა კიდევ ოთხი წუთი და ანდერსონმა ისევ გაუშვა- ამჯერად, ბრაიან რასტისგან დამატების დროს.

"ოტავას" სამწვრთნელო შტაბმა ანდერსონი მეორე მეკარით შეცვალა, მაგრამ მაიკ კონდონმა მეორე დარტყმის შემდეგ გაუშვა, მხოლოდ წუთი და 28 წამი ითამაშა და ისევ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ანდერსონი კარში დაბრუნდა და მისი მიმართულებით პირველივე დარტყმა გოლით დასრულდა - თანაც სკოტ უილსონმა უარყოფითი კუთხიდან გაუტანა.

რა თქმა უნდა, "ოტავას" მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. დარჩენილ 40 წუთში "პიტსბურგმა" კიდევ სამჯერ შეძლო სტუმრების კარის აღება. "პინგვინების" შვიდივე გოლი სხვადასხვა ჰოკეისტმა გაიტანა. მასპინძლების კაპიტანმა სიდნი კროსბიმ გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა და პლეი ოფში მისი ქულების მონაგარი ასამდე ავიდა.

პიტსბურგი-ოტავა 7:0

4:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 მაატა-2 (რასტი-1), 2:0 კროსბი-7 (დელეი-2, მალკინი-15), 3:0 რასტი-6 (ბონინო-2, როუნი-1), 4:0 ს. უილსონი-2 (როუნი-2, ბონინო-3), 5:0 კულენი-2 (შტრაიტი-2, როუნი-3), 6:0 კესელი-7 (კროსბი-12, მალკინი-16), 7:0 დელეი-1 (კესელი-11, მალკინი-17).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა