თბილისის "საბურთალოს" ბრაზილიელი ფეხბურთელი საინტერესო თემებზე საუბრობს
ვაგნერ გონსალვესი 17 წლის იყო, საფრანგეთში, კორსიკაზე რომ წაიყვანეს და "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში ჩარიცხეს.

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 1996 წელს დაიბადა, პერსპექტიული მოთამაშე რომ იყო, ქვეყნის პასპორტი მისცეს და მომავალს დიდი იმედებით უყურებდა...

მაგრამ ტრავმის გამო, საფრანგეთი დატოვა და, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველოში აღმოჩნდებოდა. შარშან ზაფხულში მან "საბურთალოსთან" გააფორმა კონტრაქტი და მალევე შეეწყო გუნდს.

ახლა უკვე "საბურთალოა" მის გარეშე წარმოუდგენელი. წლეულს ის კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეებში შემთხვევით არ ხვდება.

სწრაფი, ტექნიკური, ძალიან ეფექტური და სასარგებლო გარემარბი ჩვენი ლიგის ტოპფეხბურთელებშია და ერთ-ერთი მათგანია, ვის გამოც სტადიონზე მისვლა ნამდვილად ღირს.

ის არაერთხელ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში, ახლახან კი ეროვნული ლიგის ვებგვერდმაც დაასახელა პირველი წრის რჩეულთა შორის. ვაგნერმა ჩემპიონატის პირველ 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

"ლელომ" ვაგნერთან ეს ინტერვიუ "დილასთან" მატჩამდე ჩაწერა...

- მოდით, ჯერ გაგვარკვიეთ, როგორ იწერება და გამოითქმის ზუსტად თქვენი გვარი - გონსალვეში, გონშალვეში თუ გონსალვესი?

- (დამარცვლით) მე ვარ ვაგნერ გონ-სალ-ვე-სი!.

- თითქმის ერთი წელია, რაც "საბურთალოში" ხართ. თქვენი თამაშიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აქაურობას და გუნდს გაუშინაურდით...

- დიახ, ასეა, რადგან ისეთ გარემოში, ისეთ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მოვხვდი, გაშინაურება არ გამჭირვებია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოხარული ვარ, "საბურთალოში" თამაშით და საქართველოში ყოფნით.

- ვიდრე ჩამოხვიდოდით, იცოდით რამე საქართველოზე?

- (იცინის) სიმართლე გითხრათ?

- რა თქმა უნდა?!

- არაფერიც არ ვიცოდი. ჩემმა ბელგიელმა მენეჯერმა საქართველოში თამაში რომ შემომთავაზა, მითხრა - "საბურთალო" პერსპექტიული და ახალგაზრდული კლუბიაო. ამის შემდეგ, ინტერნეტში შევედი და თქვენს ქვეყანაზე, ასევე ჩემს მომავალ კლუბზე, რაღაცები გავიგე. ეს იყო და ეს.

- ინტერნეტში მოპოვებული და არსებული ინფორმაციები, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. რეალურად რა დაგხვდათ საქართველოში?

- დამხვდა ნორმალური პირობები, კარგი გარემო და მშვენიერი საწვრთნელი პროცესი. ახლა რომ ვუკვირდები, მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი. "საბურთალო" კარგი გუნდია და იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც მე მომწონს. ხალხიც ძალიან თბილად და პატივისცემით არის ჩემ მიმართ განწყობილი.

- საფრანგეთში "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში გითამაშიათ და საინტერესოა, ამ ორი ჩემპიონატის დონეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა?

- სიმართლე გითხრათ, იქ ხშირად ვაწყდებოდი არაპროფესიონალიზმს, საქართველოში კი პირიქითაა.

- მოიცათ, საფრანგეთში საქმეს არაპროფესიულად უდგებიან?!

- მე კონკრეტულად "ბასტიას" დუბლები ვიგულისხმე.

- კარგი თამაშის შემდეგ საქართველოში გამორჩეულ მოთამაშეს არავინ დატოვებს და საინტერესოა, რამდენ ხანს აპირებთ "საბურთალოში" დარჩენას?

- ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. დღეს მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო.

- შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდით და ითამაშებდით ჩვენს ნაკრებში?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე მეც მიფიქრია და...

- ...და რა?!

- შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეობა მივიღო. ამაზე იყო ლაპარაკი და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ ხელს იურიდიული პრობლემები გვიშლის. ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hm
ჰუფნაგელზე უკეთესია? ეხლა არ სთქვათ მეორე ბუნდესლიგა საქართველოს ჩემპიონატზე დაბალიაო და პროფესიონალიზმით ჩამოუვარდებაო. ლუკამ ბაიერნის ყველა ასაკობრივი გამოიარა! აი პროფესინალი და თანამედროვე ფეხბურთში განათლებული...მაგრამ რად გინდა ვიღაცას ეხვეწებიან!
Georgian
საინტერესო ფეხბურთელია და კარგი იქნება თუ მისცემენ საქართველოს მოქალაქეობას. წარმატებები ვაგნერ!
besik61
საცოდავი საქართველო,ამის დონის ფეხბურთელი თუ აღარ გვყავს ქვეყანაში,კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...
ქომაგი
მართალია, უნდა მივცეთ ასეთ მონდომებულ და ნორმალური დონის ფეხბურთელებს ჩვენ ბედოვლათ ნაკრებში თამაშის საშუალება. რატომაც არა, იქნებ ცოტა ამოქაჩონ. მითუმეტეს რომ წინა ხაზში მაგარი კრიზისი გვაქვს. აქამდც უნდა გაეკეთებინათ ეს სვლა ნაკრების მენეჯმენტს და ნატურალიზება მოეხდინათ ვინმე მაღალი დონის უცხოელის.
თენგო
ამ სტატიის ავტორმა ჯერ რენე ფერეირას ქება დიდებით წაიღო ტვინი,და ეხლა ამას მიადგა.
zura
რაუნდა ნაკრებში კიარა ზუსტადაც რომ უნდა.. ამის დარი ფეხბურთელი 3-4 თუქინება ქართველი.. საფრანგეთი, ესპანეთი და ბევრი გრანდი ქვეყანა მიმართავას ნატურალზიაციას და ჩვენ რა გავხდით ვითომ ? ძალიან სწრაფი და ტექნიკური ბიჭია.. იმედი მაქვს მისცემენ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსს... ყოველშემთხევაში ჩვენი ფეხბურთელებივით არაპროფესიანალი არაა !!!
ალეკსანდრე
იმ ქართველებს მიხედეთ ჯობს რუსეთში , უკრაინაში და სხვაგან რომ თამაშობენ და ზოგს ქართული პასპორტი არა აქვს! ნახეს რა ვარსკვლავი
besik61
ამათ ხომ არ გაუბერეს,რა უნდა მაგას საქართველოს ნაკრებში???
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
[ექსკლუზივი] გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში მიდის
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალოს" ბრაზილიელი ლეგიონერი დაუბრუნდა
ტრანსფერი: "საბურთალომ" ვაგნერ გონსალვესი ბელგიაში იჯარით გაუშვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"დილამ" ბარბადოსელი შემტევი დაიმატა - გონსალვესი წავიდა
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1 - დანავსულ წრეში [VIDEO]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"