"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ხარაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მთავრდება და, შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწეროს
ბოლო დროს, "საბურთალო" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერის მონაწილე გახდა. კლუბმა ჯერ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი, ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვესი გაუშვა (ერთწლიანი იჯარით ბელგიის პირველი დივიზიონის კლუბ "სერკლ ბრიუგეში" თამაშობს), მერე "საბურთალოდან" ევროპაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე წავიდა - 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ ლა ლიგაში დაწინაურებულ "ჟირონაში" ჩაირიცხა (ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა, მაგრამ განათხოვრებით ითამაშებს და თავიდან დუბლშემადგენლობაში ივარჯიშებს), ბოლოს კი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, რომელიც კარიერას პრაღის "სლავიაში" გააგრძელებს.

ახლა კი "საბურთალოსა" და, შესაძლოა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ მთავარ ტრანსფერზე: ივნისში გავრცელდა ხმები, თითქოს, გიორგი ხარაიშვილის შეძენით ბელგიის ორი საუკეთესო კლუბი - "ანდერლეხტი" და "ბრიუგე", ასევე - ჰოლანდიური "ვიტესი" და "პსვ ეინდჰოვენი" დაინტერესდნენ. დანიური გამოცემების ინფორმაციით კი, ხარაიშვილის შეძენას ამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბრონდბიუც" ცდილობდა. ალექსანდარ ბურშაცი ამტკიცებდა, რომ ხარაიშვილის მენეჯერი იყო და დანიის ამ პოპულარული კლუბის სპორტულ დირექტორთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

სამი წელია, "საბურთალოს" კაპიტანი ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, მაგრამ 20 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება მცირე ხნის წინ გააგრძელა.

ივნისში ხარაიშვილის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაადასტურა, მაგრამ არ უთქვამს, კაპიტანს კონკრეტულად რომელ კლუბში იწვევდნენ.

"ლელოსთვის" კი ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ხარაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მთავრდება და, შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწეროს - დაინტერესებულები არიან ბელგიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კლუბები.

მაგრამ უფრო რეალური ჩანს ხარაიშვილის გერმანიაში გადასვლა, სადაც მას მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი სთავაზობს კონტრაქტის გაფორმებას. ჩვენი ცნობით, საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უკიდურეს შემთხვევაში, ხარაიშვილი გერმანიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავა.

მართალია, "საბურთალოს" ის ძალიან დააკლდება, მაგრამ იმედია, ეროვნული ნაკრები ძლიერ ნახევარმცველს შეიძენს. კლუბს კი საფეხბურთო აკადემია იმიტომაც აქვს, რომ იქიდან შევსება მიიღოს და ახლები დააწინაუროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zgapruli qveyana
"ხარაიშვილს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ორი გუნდი აკვირდება, მაგრამ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. ასე რომ, კონკრეტული ჯერ არაფერი მომხდარა და კლუბების დასახელებასაც მოვერიდებით. ვიცით, რომ 1 სექტემბერს საქართველო-პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებების თამაშზე ჩამოვლენ სკაუტები, მათ შორის, კონკრეტულად ხარაიშვილის სანახავადაც".
vaaa
რას აბოლებთ ამ ხალხს,მინისტრის დავლებაა?
haha
ბატონო მერაბ, გთხოვთ ამიხსნათ თუ ""ლელოსთვის" კი ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ხარაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მთავრდება და, შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწეროს" მაშინ როგორ არიან- დაინტერესებულები ბელგიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კლუბები? კონკურსი გამოცხადდება თუ ტენდერი? მე მეგონა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ვაგნერ გონსალვესი: საქართველოს მოქალაქეობა? იყო ამაზე ლაპარაკი...
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"საბურთალოს" ბრაზილიელი ლეგიონერი დაუბრუნდა
ტრანსფერი: "საბურთალომ" ვაგნერ გონსალვესი ბელგიაში იჯარით გაუშვა
"დილამ" ბარბადოსელი შემტევი დაიმატა - გონსალვესი წავიდა
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1 - დანავსულ წრეში [VIDEO]