დმიტრი რიბოლოვლევი გუნდში ძალით არავის დააკავებს
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტის, ვადიმ ვასილიევის შემდეგ პრესასთან კლუბის პრეზიდენტმა დმიტრი რიბოლოვლევმაც ისაუბრა. როგორც ჩანს, რუსი ბიზნესმენი ამჯერადაც გვარის გამართლებას და ოქროს თევზების დაჭერას აპირებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას. მან აღნიშნა, რომ გუნდის ინტერესებში წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა სულაც არ შედის, მაგრამ ძალითაც არავის დააკავებენ.

"ლიდერების შენარჩუნება გვინდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების სურვილზე იქნება დამოკიდებული. რალობას თვალს თუ გავუსწორებთ, ჩვენ არც "რეალი" ვართ, არც "ბარსელონა" და არც "მანჩესტერ იუნაიტედი". ყველა ფიქრობს კარიერულ წინსვლაზე და მესმის, რომ ეს კლუბები მოთამაშეებისთვის მიმზიდველია. ვინმეს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ გაჩერება კი არ შეიძლება და არც ვაპირებთ ამას" - აღნიშნა რიბოლოვლევმა.

მონეგასკების მმართველმა იმ შეკითხვასაც უპასუხა, ღირს თუ არა 18 წლის კილიან მბაპე 100 მილიონი ევრო - ფასებს ბაზარი არეგულირებს და ვნახოთ, რა მოხდებაო. იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მონაკომ" მადრიდის "რეალს" 120-მილიონიან შეთავაზებაზე უთხრა უარი. მბაპესა და რადამელ ფალკაოს "მონაკომ" ახალი კონტრაქტები შესთავაზა.

პარალელურად, ესპანური და ინგლისური გრანდები პორტუგალიელ ბერნარდო სილვას ეპოტინებიან. "მანჩესტერმა", "ლივერპულმა" და "პარი სენ-ჟერმენმა" კი ტიემუე ბაკაიოკოს თაობაზე მიმართეს "ლუი მეორის" ბინადრებს. ფაბინიოსთვის ბრძოლაში კი "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. შემცილებელი თანაქალაქელი "იუნაიტედია".

უფროსობამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "მონაკოს" პორტუგალიელ თავკაც ლეანდრო ჟარდიმს წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლეონარდო ჟარდიმს "მონაკოდან" კიდევ ერთხელ უშვებენ
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ
ოთხი ცნობილი მწვრთნელი, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ შეცვლის არსენს? ბრიტანელ ბუკმეკერთა კოეფიციენტები
საფრანგეთი. ლიგა 1. "მონაკო" ჩემპიონია!
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები