გაიმეორა თუ არა "სამეფო კლუბმა" ედეგორის შეცდომა?
ერთ-ერთ ინტერვიუში ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლოს ამადეუს 16 წლის ვინისიუს ჟუნიორის დახასიათება სთხოვეს. სამშობლოში ამ ბიჭს მომდევნო ნეიმარს ან ახალ რობინიოს უწოდებენ. ამადეუ დიდი ხანი და დაკვირვებით არჩევდა სიტყვებს.

"თუ ვინისიუსი გაუძლებს საზოგადოების ზეწოლას, ის უმაღლეს დონეს მიაღწევს. პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ ნუ იჩქარებთ. კიდევ ბევრი აქვს გასავლელი. ვფიქრობ, ხალხს ეს ესმის", - განაცხადა სპეციალისტმა. მისი მიმართვა გასაგებია: დააკვირდით ამ ბიჭს, მაგრამ ნუ აჰკიდებთ დროზე ადრე დიდ ტვირთს.

მაგრამ მადრიდის "რეალი" არასდროს არავის უსმენდა. ნორჩმა ჟუნიორმა "უფროსების" დონეზე მხოლოდ 19 წუთი ითამაშა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონს ეს ფაქტი ნაკლებად აღელვებს. Globe-ის ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თინეიჯერში დაახლოებით 45 მილიონ ევროს გადაიხდის. ლუიშ ფიგუ, ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და სხვა ვარსკვლავები მადრიდურ გუნდში უფრო ნაკლებ ფასად მივიდნენ. პრიმერა დივიზიონის 20-დან 18 კლუბს საერთოდ არასოდეს გადაუხდია ასეთი თანხა ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

პრესის ცნობით, ტრანსფერი შედგა, მაგრამ მადრიდულ გუნდში თამაშს ჟუნიორი მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულში დაიწყებს: 2018 წლის 12 ივლისს ვინისიუსს 18 წელი შეუსრულდება და დიდი ალბათობით, 2019 წლის ზაფხულამდე ჟუნიორი "ფლამენგოში" ითამაშებს იჯარის წესით. 45 მილიონი ბიჭისთვის, რომელსაც 2019 წლამდე ვერ ვიხილავთ "სანტიანგო ბერნაბეუზე"? მაინც ვინ არის ეს ჟუნიორი?

10 წლამდე ვინისიუსი ბურთს სან გონსალუს ქუჩებში აგორებდა და დაიმსახურა შეთავაზებები პრესტიჟული ბრაზილიური კლუბებისგან. უკვე მაშინ ჟუნიორი გამოირჩეოდა თანატოლებს შორის. ამიტომაც "ფლამენგოში" ჩარიცხვის შემდეგ ასაკით უფრო დიდ ჯგუფებთან ვარჯიშობდა. 15-წლამდელთა ნაკრებში ის 13 წლისა მოხვდა და ორი წლის შემდეგ გაიბრწყინა სამხრეთ ამერიკის იუნიორთა ჩემპიონატზე, როცა ექვს მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

მთავარი პრომოუშენი ამავე ტურნირზე შედგა, ოღონდ 17-წლამდელთა კატეგორიაში. ბრაზილიელები ჩემპიონები გახდნენ, ჟუნიორმა 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. მისი თამაშის ვიდეოები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და ევროპიდან შეთავაზებები დროის ამბავი იყო.

პირველი "ფლამენგოსთან" კავშირზე "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა, მაგრამ გაოგნებული და იმედგაცრუებული დარჩა მოთხოვილი თანხით. "რეალს" ციფრები არასოდეს აშინებდა, ამიტომაც მაისის დასაწყისში ვინისიუსმა სამედიცინო შემოწმება გაიარა მადრიდიდან ჩასული ექიმების მეთვალყურეობით. იმ მომენტში, ჟუნიორს "ფლამენგოს" პირველ გუნდში ერთი წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები.

დებიუტი 14 მაისს შედგა. საჭირო იყო ბიჭის გასინჯვა. ამიტომაც ჟუნიორი 9 წუთით შეუშვეს მოედანზე "ატლეტიკო მინეიროს" წინააღმდეგ. ამ დროში ბიჭმა ერთი ზუსტი გადაცემა შეასრულა, უსარგებლოდ მიდიოდა ფინტებზე და ბურთს კარგავდა. 21 მაისს, ვინისიუსი ისევ შეცვლაზე შევიდა მოედანზე, მაგრამ ისევ ვერაფრით გამოიჩინა თავი.

World Soccer-ის ჟურნალისტმა ტიმ ვიკერიმ ჟუნიორი ლულინიას შეადარა. 10 წლის წინ ამ ბიჭმაც გაიბრწყინა იუნიორთა ნაკრებში და "კორინთიანსის" მთავარ გუნდში მოხვდა. დღეს ლულინია სამხრეთ კორეაში თამაშობს - მხოლოდ ეს ვიცით მის შესახებ.

"ნეიმარი სწორად მოიქცა. "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლისას, ის აღარ იყო თინეიჯერი. ნეიმარი სტაბილურად თამაშობდა სასტარტო შემადგენლობაში და მას ზურგს უმაგრებდა სამი ჩემპიონობა და ლიბერტადორესის თასი. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები ადრე მიდიან ტოპ-კლუბებში - ეს დიდი შეცდომაა. გამგზავრებამდე ნეიმარმა და რობინიომ თავიანთი შესაძლებლობები ბრაზილიაში დაამტკიცეს. ისინი მზად იყვნენ. აი, ვინისიუსს კი გრძელი გზა ელის", - მიაჩნია სოკრატესის ბიოგრაფიის ავტორს, ენდრიუ დოუნის.

ჟუნიორის ყველაზე ცხადი მინუსი - ასაკია. გარდა იმისა, რომ ბიჭი ვერ დაიკვეხნის გამოცდილებით პროფესიულ ფეხბურთში, ის ყოველთვის არ ფიქრობს - რას ლაპარაკობს. ამას წინათ, Fox Sports Brazil-ის ეთერში ვინისიუსმა აღიარა, რომ ლეო მესის ფანია, ხოლო FIFA2017-ში "ბარსელონათი" თამაშობს. "რეალის" გულშემატკივრებს მოუწევთ ამასთან შეგუება.

"რეალი" ერთხელ უკვე შეცდა, როცა სკოლის მოსწავლე მარტინ ედეგორი მილიონერად აქცია. ყველამ იცის, რა გამოვიდა აქედან: ნორვეგიელი "ჰერენვეენში" ჩაიკარგა. ვნახოთ, რა იქნება ჟუნიორის შემთხვევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის ფანებო თავს ნუ იტყუებთ
ბრაზილიელი რომ არგენტინელის ფანი იყოს ბუნებაში არ არსებობს.მსოფლიოში საუკეთესო გუნდში გადასვლა შეცდენა ვისაც მიაჩნია იმის აზროვნების მე არ მესმის.
jj
რა სათაურია ადმინ. რას ნიშნავს შეაცდინაDDDD
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა
"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ედეგორმა "არსენალში" მედშემოწმება გაიარა
ედეგორი მინიმუმ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება