"გუნდის პროგრესი აშკარაა და ვფიქრობ, მელბურნში შუმახერს მანქანა მისცემს "რედ ბულთან" და "ფერარისთან" ბრძოლის საშუალებას"
ზამთრის ტესტების შედეგები შეაფასა გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" და ამისთვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ავსტრიელის ნიკი ლაუდას მოსაზრებები გამოიყენა. ჟურნალისტებმა ამ შემთხვევაშიც "მერსედესის" პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველ ტესტებზე გერმანულმა საჯინიბომ მანქანის გამარტივებული ვერსია გამოიყენა, რათა საიმედოობა ჰქონოდა გარანტირებული, ამავდროულად ბაზაზე გრძელდებოდა მუშაობა სისწრაფეზე. მარტის ტესტებისთვის სიახლეები მზად იყო, ინჟინრებმა ისინი მანქანაზე დაამონტაჟეს, რაც მაშინვე აისახა შედეგებზე.

სწორედ ამიტომაც შუმახერი მეტად პოზიტიურად აფასებს თავისი გუნდის შანსებს საწყის ეტაპებზე. მის აზრს იზიარებს ნიკი ლაუდაც.

"გუნდმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია, მიხაელმა კი წრეზე შესანიშნავი დრო აჩვენა. ვფიქრობ, მელბურნში მანქანა მისცემს "რედ ბულთან" და "ფერარისთან" ბრძოლის საშუალებას. თუმცა უნდა მოვიცადოთ - ეს გუნდები მთელი ზამთარი სწრაფები იყვნენ, "მერსედესმა" კი მხოლოდ ბოლო დღეს აჩვენა სასურველი ტემპი", - ამბობს ავსტრიელი.

უფრო ადრე "ბილდმა" დაბეჭდა "მერსედეს მოტოსპორტის" ვიცე-პრეზიდენტის ნორბერტ ჰაუგის სიტყვები. საჯინიბოს ერთ-ერთი შეფი აცხადებს, რომ გერმანული კონცერნი მზად არის განიხილოს 2012 წლის შემდეგ მიხაელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა, თუ რა თქმა უნდა, ლეგენდარულ ვეტერანს ასეთი სურვილი გაუჩნდება.

ბევრი რამ ამ სეზონში მანქანის კონკურენტუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ ყველა ლაპარაკობდა "მერსედესში" არსებულ კრიზისზე, ახლა განწყობა შეიცვალა - ბევრი ამ გუნდს სეზონის პირველი გრან-პრის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად მიიჩნევს. ამით ითვალისწინებენ როს ბრაუნის სტრატეგიულ ნიჭსა და მიხაელის სარბოლო შესაძლებლობებს.

avtuko
მაგას ვამბობ მეცცც :) , თუ მერსედესი კონკურენტ უნარიანი იქნება მიხაელს არ გაუჭირდება კარგი შედეგის ჩვენება
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა