The Mercury News: ფაჩულიამ ტომპსონი დაჩაგრა, ფარი "გოლდენ სტეიტს" დარჩა
კარიერაში პირველი ფინალი ზაზა ფაჩულიასთვის დიდებულად დაიწყო - სერიის პირველ მატჩში მისმა "გოლდენ სტეიტმა" 113:91 დაამარცხა "კლივლენდი", ხოლო ზაზამ 8 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი 14 წუთში.

- ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "კლივლენდთან" პირველ მატჩში [VIDEO]

- საქართველოსთვის ისტორიული: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

The Mercury News წერს, რომ "გოლდენ სტეიტმა" სერიის პირველ თამაშში "კლივლენდ კავალიერსს" ცენტრისთვის ბრძოლა მოუგო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ტრისტან ტომპსონს დუელში აჯობა:

"ბოლო ორ ფინალში "კლივლენდის" ტრისტან ტომპსონი ყელში ჰყავდა გაჩხერილი "გოლდენ სტეიტს". ის ფარქვეშ ბატონობდა და მოხსნებში ყოჩაღობდა და ახალი სერიის წინაც ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლება "კლივლენდისთვის", რომელსაც ჩემპიონობის გამეორება სურს.

მაგრამ პირველ თამაშში ზაზა ფაჩულიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო, მან თითქმის დაუღალავი ტომპსონი, მოედნიდან "გააქრო". ტომპსონს ქულა არ ჩაუგდია და მას მხოლოდ 4 მოხსნა ჰქონდა და საერთოდ ვერ უძალიანდებოდა მეტოქის შემტევებს. სხვაობა ანგარიშში გაცილებით მეტიც შეიძლება ყოფილიყო.

ერთი-ორი იოლი ბურთის აცილება შეიძლება ეპატიოს ფაჩულიას, რომელმაც ტომპსონის წინააღმდეგ "მაღლების" ნამდვილი ბანდა შეკრა. ზაზას გარდა, მეტოქის განეიტრალებაში თავისი როლი ჯავალ მაკგიმ და დევიდ ვესტმაც ითამაშეს. სამივემ ერთად 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა 28 წუთში ცენტრის პოზიციაზე. არაეფექტურმა ტომპსონმა კი მოედანზე 22 წუთი გაატარა და შემდეგ ტაირონ ლიუ შეეცადა, სხვა გზები გამოენახა.

მაგრამ გადამწყვეტ მესამე მეოთხედში, როცა "გოლდენ სტეიტმა" "ხელი დაუქნია" მეტოქეს, მთავარი გმირი ზაზა ფაჩულია იყო. 6 ფუტისა და 11 ინჩის სიმაღლის ქართველმა ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა. ის აწუხებდა კაირი ირვინგსა და ლებრონ ჯეიმსს და აიძულებდა მათ არაზუსტად ესროლათ. სტეფ კარისთვის "სქრინებს" აყენებდა, ირვინგს პასი ჩაუჭრა, ის კი არა, ერთი საოცარი ორქულიანიც ჩააგდო.

"პირველი, რაზეც ვილაპარაკეთ, ტომპსონის განეიტრალება იყო ჩვენს ფარზე. მან პლეი ოფის სერიებში ყველა და ყველაფერი გაანადგურა შეტევაში და ეს არ უნდა დაგვეშვა. მართალია, ზაზას დიდი ხანი არ გაუტარებია მოედანზე, მაგრამ სწორედ მან მისცა თამაშს ტონი ფარქვეშ", - განაცხადა მაიკ ბრაუნმა.

და მაინც, როგორ შეძლო 33 წლის ზაზა ფაჩულიამ ახალგაზრდა, ათლეტური და სწრაფი ტომპსონის გაჩერება?

"უნდა ითამაშო შენი თამაში, იყო მებრძოლი... როცა ცენტრფორვარდი ხარ, შენი თანაგუნდელები სწორედ ამას ელიან შენგან. უნდა დააყენო კარგი "სქრინები" შეტევაში და მიხედო დაცვაში ფარს. ეს ხომ მარტივია, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლე. მაგრამ ყველაფერი თავგანწირვით და ბოლომდე ბრძოლით უნდა გააკეთო და დღეს სწორედ ასე ვითამაშე. ეს ფინალია, რომელშიც ყველაფერი უნდა გაიღო, რაც გაგაჩნია", - თქვა ჩვენმა თანამემამულემ.

ზაზამ რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩააგდო, რასაც ასე ხსნის: "ფინალში პირველად ვთამაშობ, პლუს, ცხრა დღე კალათბურთი არ მითამაშია, თავში ათასი ფიქრია - ეს ყველაფერი მოქმედებს. მაგრამ ერთი-ორი აცილების მერე ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდი".

ძალიან კარგი იყო მაკგიც, რომელმაც სულ რაღაც 5,5 წუთი ითამაშა, თუმცა ბურთი ორჯერ ჩატენა, 5 მოხსნა, ბლოკი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მიზანიც ის იყო, რაც ზაზასი, დაცვაში ტომპსონის წინააღმდეგ მკაცრი თამაში.

"ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში, რომ ტრისტანი ფარიდან გაგვერიყა. ჩვენ მას შეტევაში მოხსნების საშუალება არ მივეცით", - კმაყოფილია მაკგი.

გამოცდილი ვესტი ამბობს, რომ "უორიორსი" არ უნდა მოეშვას პირველი თამაშის მოგების შემდეგ: "ფიზიკურად ასევე უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს. ტრისტანს უპირატესობა აქვს ისეთი ბიჭების წინააღმდეგ, რომელთაც მისი შიში აქვთ. ზაზა ასეთი არაა. ასე რომ, ტრისტანს დიდი ბრძოლა ელის დარჩენილ მატჩებშიც - ზაზა არაფერს დათმობს, ის ჭკვიანია, მისი ბრძოლის ველიდან მოცილება ძნელია".

golden state champion!!!!!!!!!
ამ თამაშმა ერთი რამე გამოაჩინა ნათლად,რომ არა მხოლოდ ვორიორსი ეხმარება ზაზას ბეჭდის მიღებაში,არამედ ზაზასაც უდიდესი წვლილი შეაქვს ვორიორსის გაჩემპიონებაში.
სოსო
ზაზამ ერთი ორი იოლი ბურთი ააცილაო.ხუთიდან ოთხი ჩააგდო და კიდევ ენდვანის ჯარიმა ააცილა.მე მგონი მშვენიერი პროცენტია.
სოსო
მომდევნო თამაშებში კლივლენდი ალბათ რამეს მოიფიქრებს,მაგრამ არა მგონია რადიკალურად შეიცვალოს რაიმე.ისე ეს დღე, ტომპსონების დღე არ იყო.
123
ასე მგონია დარჩენილ ყველა თამაშს უშანსოდ წააგებს კლივენდ - კავალიერსი.
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 39 სიცხეც და ქულაც
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
NBA. ფინალი. IV მატჩი: "კლივლენდს" ვერც თავგაჩეხილმა ლებრონმა უშველა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ლებრონის გიჟური "ალეი უპი" და "კლივლენდის" 30-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]
NBA: ტრისტან ტომპსონი "კლივლენდმა" დაიბევა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
NBA. რეგულარული: ტომპსონის შედეგიანი მატჩი და უესტბრუკის დაბრუნება სახლში [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს