გელზენკირხენში მაგათი გაშიფრეს...

ფელიქს მაგათის "შალკეს" მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის პოსტებიდან გადაყენება ერთი კვირაა, გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ პროცესი საღეჭი რეზინასავით გაიწელა. გუშინ, ბუნდესლიგის 26-ე ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ კვირას საღამოს ფელიქსი გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესს შეხვდა - ერთმანეთის მოძულეებმა მხოლოდ ნახევარი საათი ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ტიონიესმა "ბილდს" უთხრა, ყველაფერზე გულახდილად ვილაპარაკეთ, ოთხშაბათს ფელიქს მაგათს

მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე სიტყვით წარსდგეს და ყველაფერი გაირკვევაო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ ხვალ მაგათი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მიზანი მისი გათავისუფლებაა, საერთოდ არ გამოცხადდება. "ბილდის" ცნობით, ფელიქსის წასვლა ასი პროცენტით გადაწყვეტილია, მაგრამ რაკი "შალკესთან" კონტარქი 2013 წლამდე აკავშირებს და გაგდების შემთხვევაში კომპენსაცია ეკუთვნის, ახლა საქმე მხოლოდ ფულს ეხება. ფელიქსის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენული კლუბისგან 12 მილიონი ევრო ეკუთვნის.

თუკი მაგათი 12 მილიონს სრულად მოითხოვს, "შალკეს" შეფებს შეუძლიათ, ეს ფული მისცენ, მაგრამ 2013 წლის ივნისამდე სხვაგან მუშაობის ნება არ დართონ და უმუშევრობა აიძულონ, რაც მაგათს სავარაუდოდ არ უნდა აწყობდეს. გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ზალცბურგის "რედ ბულის" მფლობელს, მილიარდერ დიტრიხ მატეშიტცს ფელიქსის გადაბირება უნდა და მზადაა, წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს...

"ვალენსიასთან" მიღწეულმა წარმატებამ (შალკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა) მაგათის გაგდება რამდენიმე დღით გადადო, თუმცა შაბათს, "აინტრახტთან" 2:1-ის შემდეგ ფელიქსმა მაინც გაიგო, რომ მისი გაშვება გადაწყვეტილია. გელზენკირხენული კლუბის ბოსების მთავარი არგუმენტები ასეთია: მაგათი ფეხბურთელებს არაადამიანურად ექცევა; სოციალურად არაკომპეტენტურია; 40 ფეხბურთელში, რომელთა უმრავლესობა გუნდს არაფერში გამოადგა, მილიონები გადაყარა.

გერმანული პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ "შალკეს" სეზონის ბოლომდე 72 წლის ოტო რეჰაგელი ჩაიბარებს. და ვინ გაწვრთნის ლევან ყენიას გუნდს მომდევნო სეზონში? ფავორიტად "შალკეს" ყოფილი დამრიგებელი რალფ რანგნიკი მიიჩნევა, რომელიც ბოლოს "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა, საიდანაც იანვრის დასაწყისში წავიდა, თუმცა "პროფესორ რალფს" "ჰამბურგსა" და "ვოლფსბურგშიც" ეპატიჟებიან. გამორიცხული არაა, რომ რანგნიკმა "შალკე" ახლავე ჩაიბაროს.

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა