საქართველოს ჩემპიონმა პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ტურნირზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გავიდა.

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ტურნირი საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ "ლაციოსთან" მარცხით (3:5) დაიწყო, მეორე ტურში ყაზახური "არმანი" 5:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა, რადგან რომის "ლაციო" ინგლისურ "სილეზიასთან" 4:5 დამარცხდა.

გადამწყვეტი იყო მესამე ტური, რომელშიც "ლაციომ" "არმანის" 7:4 სძლია, საქართველოს ჩემპიონი კი სილეზიიდან ემიგრირებული პოლონელებისგან დაკომპლექტებულ ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩემპიონმა ჩინებულად ითამაშა, მეტოქე 7:2 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

"ეს არის ისტორიული გამარჯვება და ისტორიული ფაქტი - საქართველოში ქვიშის ფეხბურთის არსებობის განმავლობაში პირველად, ბათუმის "დინამო" მერვედფინალში გავიდა. მადლობა ბიჭებს და მადლობა მწვრთნელს, მადლობა ყველას! მე დღეს ბედნიერი ვარ!

2010 წლიდან რამდენი პოზიტივი და რამდენი ნერვიულობა გამოვიარეთ, მაგრამ ერთ დიდი ოჯახად ვრჩებოდით. განვლილი 7 წელიწადი და დღევანდელი ბედნიერი წამები ამად ნამდვილად ღირდა", - ამბობს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნათია
სურათი მაინც დაგედოთ ვიდეოს თუ არ დებდით.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა