ფინალური სერიის მოგებას ფაჩულია ქართველ ფანებთან ერთად იზეიმებს
The Mercury News-თან საუბარში "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ NBA-ს სუპერფინალში ლამის მთელი საქართველო მის გუნდს უგულშემატკივრებს. მეტიც, ბევრი ფანი საქართველოდან Oracle Arena-ზე თამაშებზე დასწრებას აპირებს.

"ისინი უკვე გზაში არიან. ეს ნამდვილი სიგიჟეა, რადგან გზას 17-საათიანი ფრენა სჭირდება, მაგრამ ისინი ამაზე არ დარდობენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახავთ დარბაზში ქართულ დროშებს.

ზუსტად არც ვიცი, რამდენნი არიან, მათთან კონტაქტი მეუღლეს დავუთმე. მე არ მინდა, სხვა რამეზე ვიფიქრო და კონცენტრაცია დავკარგო, თავიდან ბოლომდე პირველ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. თინამ იცის, რამდენნი მოდიან, სად იცხოვრებენ, სად უნდა იშოვონ ბილეთები. მართლა არ ვიცი დეტალები.

მე მათ შევპირდი, რომ ფინალის მოგების შემდეგ ერთად ვიზეიმებთ, მაგრამ საფინალო სერიის განმავლობაში, მხოლოდ თამაშებზე უნდა ვიფიქრო.

არც მეგონა, ამდენი ფანი თუ ჰყავდა "გოლდენ სტეიტს" საქართველოში, მაგრამ სტეფ კარის, კლეი ტომპსონისა და დრეიმონდ გრინის წყალობით ასეა.

ახლა კი დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიდან დაწყებული, ქვეყანაში ყველა ელის ფინალური სერიის დაწყებას. ეს სპეციალური მომენტია საქართველოსთვის და თუ ტიტულს მოვიგებ, გავხდები პირველი ქართველი ისტორიაში, ვინც ჩემპიონის ბეჭედს მოირგებს.

მე უკვე პირველი ქართველი ვარ, ვინც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ მეტი მსურს. მინდა, პირველი ქართველი ჩემპიონიც გავხდე.

ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანაში ჩემს ოჯახს წარმოვადგენ, ხოლო მის გარეთ - ქვეყანას. ამიტომ ყოველ ნაბიჯს მოედანზე და მის გარეთ ამ კუთხით ვუყურებ. მინდა, ყოველთვის სწორად მოვიქცე და ქვეყანა არ შევარცხვინო.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ დიდი გულის ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს", - განაცხადა ზაზამ.

ჩვენებური ამბობს, რომ ერთი წუთით არ ნანობს, რომ საჩემპიონო შანსისთვის ორწლიანი, 20-მილიონიანი კონტრაქტი დაკარგა და "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონზე თამაშს დაყაბულდა:

"ის გამოცდილება, რაც უკვე მივიღე კონფერენციის ფინალში, უკვე ღირს ამად. წინ ფინალია და, როგორც უნდა დასრულდეს ის - ყველაფერი ღირს იმად, რომ არ ვიფიქრო მაშინდელ გადაწყვეტილებაზე. არც ვფიქრობ.

ეს იყო საოცარი გამოცდილება და საოცარი ისტორია. ასე მგონია, რომ უკვე მესამე წელია, რაც "გოლდენ სტეიტში" ვთამაშობ".

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდ კავალიერსის" პირველი ფინალური მატჩი ოკლენდში საქართველოს დროით 2 ივნისს, დილის 5 საათზე დაიწყება.

ირაკლი
ძალიან მიკვირს იმ ადამიანების ვინც კლივლენდს გულშემატკივრობს, მაშინ როდესა გოლდენში ზაზა თმაშობს და სულ ახლოს არის ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერასთან.
ჯემალი
ვულოცავ ზაზას პირველ გამარჯვებას
ჯემალი
ზაზას ვულოცავ პირველ გამარჯვებას და ბრწყინვალე თამაშს. მალე ჩემპიონის ბეჭედი მოერგოს ღვთის წყალობით და თავისი თავდადებით!
სოსო
თამაში ვიასატ სპორტზე გადაიცემოდა.ორივე ტომპსონისათვის უიღბლო დღე იყო.კლივლენდის ცენტრმა მგონი ქულაც ვერ აიღო. სასურველია ადმინისტრაციამ სრული სტატისტიკა დადოს ხოლმე,მე მგონია ყველას დააინტერესებს.
რომანი
1-0 და მალე ჩემპიონობა უნდა ვიზეიმოთ
begia
ბრავო გოლდენ სტეიტი...ეს ერთი და სხვა მრავალი..+22 ეს ხუმრობა საქმე არაა)))))მიდი ზაზა მიაწექი))))))
სოსო
წუხელ შევეცადე მესწავლებინა როგორ შევიდეთ მატჩ ფუტბოლის დახმარებით მატჩის უფასო ლაივ ტრანსლაციის პოვნაზე,რადგან არ ვიცოდი,რომელი არხი აჩვენებდა.მაგრამ პოსტი არ დაიდო,ახლა მატჩი დამთავრდა და რეპორტაჟი იყო ვიასატ სპორტზე,გოლდენ სტეიტმა მოიგო.
თემო
ოქროს მეომრები - ეს ოცნებაა, ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, გოლდენ სტეიტი-ჩემპიონია. ზაზა ყველა შენთან ვართ.
ბმბ
ისე ვნერვიულობ, თითქოს დინამო ან საქართველოს ნაკრები თამაშობდეს.
გიგა
მთელი საქართველო შენს გვერდით ვართ ზაზა.აჩვენე ყველას ვინ ვართ ქართველები.შენს გარდა ჯეიმს ვერავინ გააჩერებს.
გია
შენ გენაცვალე მაგარო ქართველო, რა თქმა უნდა შენს გვერდში ვართ და გოლდენ სტეიტს ვგულშემატკივრობთ.
gizog
ზაზა ძალიან გახარებული გახარებული ვართ შენი წარმატებებით და ვამაყობთ, რომ ქართველებს გვყავს ნბა-სი კონფერანციის გამარჯვებული და ფინალში მონაწილე თანამემამულე, დიდი იმედებით და სურვილებით ველოდებით ნბა-ს ქართველ ჩემპიონს. ზაზა უფალს ვთხოვ მოგცეს მადლი და ძალა, რომ შესარჩევ თამაშებზე საქართველოში ჩემპიონის რანგში ჩამოხვიდე.
saakadze
სილკსპორტმა უნდა აჩვენოს უეჭველი, ჩვენი დროით დილის 5 საათზე იწყება.
data tutashxia
ეს სენსაცია ქართველი ნბას ფინალში ასეთი რამ შეიზლება 100 წელი არ განმეორდეს..საგოზ ზაზა და გოლდენ სტეიტტ....ზაზა ს თამადობით გაუმარჯოს გოლდენ სტეიტს
aburjga
ადამიანი რომელიც მხოლოდ ჯიგარისგან შედგება!
სად ვუყუროთ?
სად ვუყუროთ ლაივს? გაქვთ რამე ლინკები?
jiji
ამაღამ ვათენებთ
odala
ზაზამ თავისი საქმე უკვე ხუთიანზე შეასრულა - გუნდი ფინალში გაიყვანა #alakawhileonard
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს