სტუმრების კოშმარული სამი წუთი, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა
"პიტსბურგ პინგვინზმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტენლის თასის ზედიზედ მეორედ მოგებისთვის. პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც "პინგვინებმა" 5:3 მოიგეს, "პიტსბურგი" ძალიან გააკრიტიკეს შეტევაში ზედმეტი პასიურობის გამო. იმ შეხვედრაში მართლაც უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა - მასპინძლებმა მხოლოდ 12 (!) ზუსტი დარტყმა შეასრულეს და მაინც შეძლეს მოგება.

ამჯერადაც, "ნეშვილმა" მეტოქეზე მეტი დარტყმა შეასრულა (38 27-ის წინააღმდეგ), მაგრამ "პინგვინზი" ეფექტური იყო შეტევებში და მესამე პერიოდში აიძულა მეტოქის მწვრთნელთა შტაბი, შეეცვალა მეკარე პეკა რინე, რომელიც პლეი ოფის MVP-ის ტიტულის მთავარი მაძიებელია. რინე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება ფინალურ სერიაში - ორ მატჩში 36 დარტყმაში მან უკვე რვა გოლი გაუშვა.

პირველი ორი პერიოდი თანაბარი თამაში მიდიოდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როცა პონტუს აბერგმა ინდივიდუალურად ბრწყინვალედ ითამაშა. თუმცა მისი გოლი ჯეიკ გიუნტცელმა გაქვითა. მეორე პერიოდმა უგოლოდ ჩაიარა, ხოლო მესამე 20-წუთეულის სტარტი ნამდვილ კოშმარად გადაიქცა "ნეშვილისთვის". პერიოდი 18 წამის დაწყებული იყო, როცა გიუნტცელმა დუბლი შეასრულა. პლეი ოფის დებიუტანტს უკვე 12 გოლი დაუგროვდა და სტენლის თასის ყველა დროის რეკორდამდე ორი გოლი უკლია. სწორედ ამდენი გაიტანა 1981 წელს პლეი ოფში დინო სისარელიმ, რომელიც მაშინ დებიუტანტი იყო.

გიუნტცელის გოლიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, "პიტსბურგმა" 15 წამის ინტერვალით ორი შაიბა შეაგდო - უილსონმა ფიდლერს საკუთარი კარში გაატანინა, ხოლო ევგენი მალკინმა წერტილი დასვა - 4:1. "ნეშვილმა" რინე სათარიგო მეკარით იუუსე საროსით შეცვალა, რომელსაც ბევრი სამუშაო არ ჰქონია - "პიტსბურგს" თავი არ მოუკლავს და კარგად გააკონტროლა დარჩენილი დრო. მასპინძლებმა კიდევ ერთი შაიბა გაიტანეს, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩათვალეს და ახლა, კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ სერიაში - 2:0.

ახლა, "ნეშვილს" საკუთარი მოედნის იმედი აქვს, რომელზეც პლეი ოფში რვიდან შვიდი მატჩი მოიგო.

პიტსბურგი-ნეშვილი 4:1

1:1, 0:0, 3:0

გოლები: 0:1 აბერგი-2 (არვიდსონი-9, ფიშერი-3), 1:1 გიუნტცელი-11 (შირი-5, კუნიცტი-6), 2:1 გიუნტცელი-12 (რასტი-2, ჰეინსი-5), 3:1 ს. უილსონი-3 (კესელი-13, კულენი-7), 4:1 მალკინი-9 (კუნიცტი-7, ი. კოული-8).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gia
ეუფ, დღეს ექვსი ივნისია, ამ თამაშის მერე უკვე ორი ჩატარდა, ნეშვილმა ორივე მოიგო, სერია გაათანაბრა... საქმე მალე ფინიშისკენ წავა... სპორტალზე კი ჯერ ორი თამაშია ჩატარებული)))
კახა ქირია
3პერიოდში აშკარად დაჯაბნა მეტოქე "პიტსბურგმა".კლასით და მოთამაშეებით აღემატება "ნეშვილის".თან პლიუს მეკარის ძალიან სუსტი თამაში...ისე სახლში ძლიერად კი თამაშობს, მაგრამ...
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა