ზაზამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის.

სწორედ ამ წელს, პირველად ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა.

დღეს, 2 ივნისს, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთარი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფინალური სერია 22-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინგისა და კევინ ლავის "კლივლენდს", რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ - 113:91.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. "გოლდენ სტეიტმა" კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-მდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერებმა - კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ ისე ითამაშეს, როგორც შეეფერებოდათ. დურანტმა პირველ ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, შეხვედრა კი 38 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. დრეიმონდ გრინს ორმაგამდე მცირედი დააკლდა - 9 ქულა, 11 მოხსნა.

სწორედ ამ მოთამაშეების შემდეგ პროდუქტიულობით ზაზა ფაჩულია მოდის, რომელმაც შეხვედრა "გოლდენ სტეიტის" სნაიპერზე - კლეი ტომპსონზე (6 ქულა, 4 პასი) შედეგიანად დაასრულა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი, რომელიც მის კურიოზულ ორქულიანს ჩაროზად მოჰყვა, ააცილა.

იხილეთ ვიდეო: ფაჩულიას ორქულიანი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია

რაც შეეხებათ მოქმედ ჩემპიონ კლივლენდელებს, მათ ძალიან ცუდად ითამაშეს. ოკლენდელთა დაცვამ სტუმრებს ბურთი 20-ჯერ დააკარგვინა. "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა კი ბურთი მთლიანობაში მხოლოდ 4-ჯერ დაკარგეს. ლებრონ ჯეიმსმა 40 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. 25 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს, კევინ ლავმა კი 15 ქულა, 21 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი - კლივლენდი 113:91

"გოლდენ სტეიტი" 1:0 დაწინაურდა, ფინალური სერია კი 4 გამარჯვებამდე გრძელდება. მორიგი მატჩი კვლავ ოკლენდში - ჩვენი დროით 5 ივნისს, დილის 4 საათზე დაიწყება.

წყარო: gbf.ge

ბიბლიმაგარა
ყოჩაღ, უკვე შედგა საქმე. ეს უკვე მომწონს. ეცადე ინტერნკაცუნას არ დაემსგავსო.
tanto
ვახ, რა მაგრა გყვანან ოფოფები და კოდალები, თავის ჩიტი გვრიტებით. ვითომ მხარდამჭერების გამოჩენაც რაღა პონტია, პლიუს თვითგანდიდების მანიაც გაწუხებს? )))
თითი გაჰყავ, ჰქუუხს?!
Tanto-ია, თუ იცი მაინც რას ჩადიხარ?
oscar
პანტალონ tanto, ჩამოდი მატარებლიდან!
ბიბლიმაგარა
ბატონო Tanto, არ გეკადრება შემოგევლე უზრდელობა. შენი უხამსობით მე ვერაფერს დამაკლებ იცოდე.
tanto
რა მაგრად უბერავ ბატონო ბიბლიმაგარავ, რა გინდა აქ? აქ ჯდომას და უმისამართო და უაზრო კომენტარების წერას, გირჩევნია სასწრაფოდ ნერვოლოგს და ფსიქიატრს გაესინჯო და მერე ასევე სასწრაფოდ მკურნალობას შეუდგე.
ბიბლიმაგარა
ბატონი TANTO თუ ფიქრობს რომ მარტო მან იცის რას ნიშნავს QUOD LICET JOVI, NON LICET BOVI, ნამდვილად დიდი გადახრაა. პირიქით, ზაზას დიდი მადლობა გამოუცხადა თავად სტივ კერიმ, სპურსთან (სან ანტონიო) პირველი თამაშის გამო. ზაზამ ძლიერ ამოკეტა კავაი ლეონარდი, რის გამოც კავაიმ დაიწყო თამაში მოედნის განაპირა ზოლზე, რითაც ფიქრობდა რომ ზაზას გადააგდებდა მოედნის გარეთ, ან აკიდებდა მარტივად ფოლს. ის ორჯერვე წამოეგო თავის ფანდს და ადგილის სივიწროვის გამო თავად გავარდა მოედნიდან, ზაზა კი ოსტატურად დარჩა შიგნით. კავაი, ამის გამო ერთხელ ზაზას ფეხზე დაეცა, წინა თამაშებში ნატკენი ფეხით და მეორედ სკამზე მჯდომი პიროვნების ფეხზე. ამის გამო მან საერთოდ ვეღარ მოახერხა თამაშის გაგრძელება. აქამდე სპურსი თუ იგებდა ოცი ქულის განსხვავებით, რითაც საშინელ შოკში იყო გოლდენი, ამის მერე გოლდენმა ამოისუნთქა. სტეფიმ და კე-დიმ (კევინ დიურანტი), მოძებნეს საკუთარი თავები და თამაშის მიწურულისთვის (ბოლო 2 წუთი) შეხვედრა დაიყვანეს ხუთ ქულამდე სპურსის სასარგებლოდ, რაც ბოლო ორ წუთში მთლიანად ამოწურა გოლდენმა და თამაშიც მოიგო 2 ქულის განსხვავებით. აი ამისთვის მიიღო უამრავი ქება ზაზამ გოლდენში და დიდი მადლობები. სხვათა შორის ბოღმის ჟურ - ჯორნალისტები ათას საძაგლობას წერენ ლებრონზე და სხვა დიდებზე თუ ოდნავ ფეხი დაუცდათ მათ სადმე. ამით ცოცხლობენ ისინი. ასეთ სისულელებზე განა ღირს გადარევა? საერთოდ თუ ადამიანს NBA უყვარს, მაშინ ის უნდა აფასებდეს ყველა დიდ მოთამაშეს. კავაი ლეონარდი დიდი მოთამაშეა, მაგრამ ჭკუით წააგო ზაზასთან. მაგრამ არავითარი უხამსობა არ უკადრია მას ზაზას მიმართ. რას იზამ, ზაზას თავისი მასივის გამო უჭირს სისწრაფე, მაგრამ ის დიდი ტვინია. ამიტომ აფასებენ მას. ზაზას დამსახურებაა, უბურთოდ ოსტატურად თამაში, რითაც, ადრეც და ახლა კლივლენდთან თამაშის დროს, არაერთხელ გაუხსნა მან გზა სტეფს კე-დის და კლეი ტომსონს. ამის გამო გუნდში მან მიაღწია დიდ ავტორიტეტს, რაც გამოჩნდა, თანდათანობით, მის მიერ შემდეგ თამაშებში ჩაყრილი ბურთებით. სხვათა შორის მას მერე ლეონარდს აღარ უთამაშია არცერთი თამაში და გრეგ პოპოვიჩს (სპურსის მწვრთნელი) დაენგრა გეგმები, რაზედაც გადაირია და უკადრებელი იკადრა, სტივ კერის მიმართ (გოლდენის მწვრთნელი). გრეგი ძალზე დიდი სპეციალისტია, მაგრამ საზიზღარი ხასიათის მქონე. ამის გამო გოლდენი სასტიკად გამწარდა და თავზე გადაამხო მას ყველაფერი. აი ბატონო TANTO, ახლაღა გიპასუხებთ, ამის გამო თქვენივე ფორმაში: ამაზეა ნათქვამი - ქარიშხალს მოიმკიო.
კახა ქირია
ესე დაადუმე ზაზა შენი კრიტიკოსები დანარჩენ შეხვედრებშიც.სადა ხართ ხალხნო, აუუუუ.GO GO GO ზაზა!!!
tanto
მაგან ის ვერ გაიგო რომ... ზაზას პუბლიკა დაუმსახურებლად ჩაგრავს პრინციპით, "რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს".
aburjga
ლებრონი მაგარია, რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, მაგრამ რაც დაწერა tanto-მ არ არის მართალი, არ ყოფილა ეს ეპიზოდი?!
ბიბლიმაგარა
მათი სირცხვილი, ვინც გადამეტებულად ლაპარაკობს. ჯერ არავის გაუგია ლებრონის ბოღმაობა. რაც არ უნდა აგიმოთ, ის მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო მოთამაშეა. სწორედ შარშან ებოღმავებოდა სტეფანე, შემდეგ ის დაპირდა ამოგკეტავო და ამოკეტა კიდეც. სასიხარულო ის არის რომ, გოლდენმა სტივ კერის მითითები ზუსტად შეასრულა. გრინმა და ტომპსონმა ითამაშასე აკრძალულის ზღვარზე ლებრონის წინააღმდეგ და დააკარგვინეს ბურთები. საერთოდ გრინი ლებრონის მეგობერია, მაგრა ნათქვამი აქვს არაფერს დავუთმობო თამაშის დროს. რაც შეეხება ზაზას ის თავის შესაძლებლობს ზუსტად იყენებს და დდიდებულად თამაშობს უბურთოდ. სწორედ ეს შეამჩნია სტივ კერიმ და იმიტომაც წამოიყვანა და იმიტომაც არის ის დიდი მწვრთნელი. მან თქვა რომ, მომავალში ზაზასგან გამოვა NBA - ს კარგი მწვრთნელი და ესეც ძალიან დიდი რამეა. მან ისიც თქვა რომ ზაზას თამაშის დროს, ჩემი დარიგება არ ჭირდებაო. გასახარი ის არის რომ, კლივლენდეს მოუგეს და არა ლებრონის ძაგება. ეს დიდი შეცდომაა. ჯერ ნახეთ მისი ასაკი, თამაში და გუნდისთვის თავდადება. შაკ ო ნილმა თქვა ამას წინათ, რომ ლებრონი, ჯორდანის, მეჯიკის და შაკის ნაზავიაო. ესე იგი ის წარსულის ამ უდიდეს სამ კალათბურთელს ერეთად უდრის. გასახარი ის ამ ირა რომ, მის გუნდს უგებს ზაზას გუნდი, სადაც ზაზას სერიოზული წვლილი შეაქსვს მოგებაში. ისე ლებრონის გინებას იქაც არ ერიდებიან ჯორნალისტები. ისინი ჟურნალსეტები არ არიან ჯორნალისტები არიან. ხოლო ყველა უდიდესი პროფესიონალი კობი ბრაიანტიც აქებს მას. ჯერ არ გაგონილა ლებრონის ხამობა. ბრავო ზაზას გუნდას, იმედს ვისახავ, თუ ყველაფერი კარგად გჰათვალა სტივ კერიმ, სამწუხაროდ მას ამავე დროს ძალიან ტკივა ხერხემალი, გოლდენი მიიღებს ბეჭდებს, ხოლო ზაზა გაისისთვისაც იქ დარჩება. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი რეკლამაა. იქ ცნობილია რო ზაზა უფრო ტვინით თამაშობს, ვიდრე ხელებით და ფეხებით.
alexandre tantos
tanto - გეთანხმები. ეს იმიტომ გააკეთა, რომ რამოდენიმე წუთით ადრე მოძრაობაზე დაიჭირეს შენი ლებრონი და მიკარების გარეშე გაიშხლართა პარკეტზე. მაგრად მოასრიალეს. დიდი ბოღმა ვინმეა. ვისაც შეგიძლიათ უშეცდომო ინგლისურით დაწერეთ ნბა-ს საიტებზე ამის შესახებ.
tanto
საწყენი ერთია ამ თამაშის შემდეგ, მეორე მეოთხედის ბოლოს შეტევაში ლებრონი მოძრაობაში გამიზნულად ძლიერად დაეჯახა დურანტს, ხუთი მეტრაზე გაასრიალა და ჯარიმის გარდა არც არაფერი, არანაირი კრიტიკა და სამართალი. ანალოგიური ზაზას შემთხვევით რომ გამოსვლოდა ლებრონის წინაამღდეგ, ნახევარი მსოფლიო ზოგიერთი ვაი ქართველის თამადობით ნახევარი წლით აყეფდებოდა რომ, ზაზა ყველაზე ბინძური მოთამაშეა ნბა-ში.
aburjga
მე მაგარია ამბავი დამემართა, დილით 5 საათსა და 5 წუთზე ჩავრთე. სილკნეტზე. 3/4 ვუყურე არც ზაზაა, არც კევინ ი 76:76/ არც ზაზაა... მოკლედ ვაგინე მწვრთნელს, NBA-ს, გამოვრთე და წავედი დავიძინე. დილით ვხედავ თურმე გოლდენმა კლივლენდს მაგრად დაახურა და ზაზამ დაგლიჯა სწორედ 3/4-ში. თურმე შარშანდელ ფონალს ვუყურებდი...! )))))))))))))))))
კახა ქირია
ეგრე დაგედუმებინოს შენი კრიტიკოსები ზაზა შემდეგ თამაშებშიც.ტიპები იმენნა დამუნჯდნენ.GO GO GO ზაზა!!!
GEO
ზაზა 100% -ით ასრულებს იმას რასაც ავალებს მწვრთნელი. რაც შეეხება ლებრონს, ვფიქრობ დურანტი უკეთესად გამოიყურებოდა. მთავარი კი სტეფ კარი/// თუ წაუვიდა თამაში დაჯექი და ისიამოვნე
dola
მთავარია ბეჭედი ზაზას კი არა მაგაზე ათჯერ ძლიერებს სკამიდან მიუღიათ ბეჭედი ზაზას კი ლომის წილი შეაქ ჯერჯერობით ასე რომ ალბათ საუკუნის მოვლენასთან გვექნება საქმე თუ ყველაფერი კარგად იქნება და გოლდენი ასევე გააგრძელებს.
jiji
ზაზა არის ყველაზე საამაყო ქართველი არამარტო სპორცმენებში არამედ ნებისმიერ სფეროში
vaxo
ზაზას თამაში იყო კატასტროფული! კატასტროფული ჩემთვის,იმიტომ რომ არანაირი სათქმელი არ დამიტოვა.ასეთი სიზუსტე და მაქსიმალური ეფექტი მოცემულ დროში,საოცარია.
ტროლიკ
vaxo თავისი ღვარძლიანი კომენტარებით შვებულებაში გაუშვი დროებით თუ საღამოსთვის ინახავ?
ჯემალი
ვულოცავ ზაზას პირველ გამარჯვებას. მალე მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს ბეჭედი მოერგოს ჩვენ საამაყო ქართველს!
ჯემალი
ვულოცავ ზაზას პირველ გამარჯვებას. მალე მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს ბეჭედი მოერგოს ჩვენ საამაყო ქართველს!
tanto
საღოლ ზაზას,ორი სასწაული ბურთი ჩააგდო დღეს ბრმად ნასროლი, თან ცენტრებს შორის საუკეთესო იყო. დურანტმა კი ჭკუიდან გადაიყვანა ლებრონი, გიჟის თვალები ქონდა მესამე მეოთხედიდან და ფარის აღების მაგივრად, დურანტის წაქცევაზე და მის მწყობრიდან გამოყვანაზე ჩალიჩობდა აშკარად.
N
ისიც აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტი ნბა–ის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლემაც ე.წ. ფლეი–ოფი 13 მოგებით (წაუგებლად) დაიწყო!
თეიმურაზ ტეფნაძე
виасат спорт
bmb
ха ха ха tompsoni 000
kakha
მე Viasat Sport -ზე ვუყურე ყველა ფიინალის მატჩს გადასცემენ
Aburjgas
SILKNETSPORT 2ზე 5 საათზე დაიწყო
aburjga
ვინც უყურეთ იქნებ დაწეროთ სად, რომელ არხზე, როგორ უყურეთ?!
ვასო
გაიგეთ ზაზა რისთვისაა პარკეტზე საჭირო, ყველას არ ეხება
nukri
ზაზა კარგია უფრო მეტი დრო რომ მიეცათ უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა მათი ჩემპიონობა უეჭველია
gio
საღოლ ზაზა ნამდვილი მებრძოლი ხარ.
ნ
ყოჩაღ ზაზა! ძალიან მაგრად ითამაშა.მესამე მეოთხედში მისი მოედანზა ყოფნის დროს მოიპოვა გოლდენ სტეიტმა გადამწყვეტი უპირატესობა,რომლის მერეც მისი მოედანზე ყოფნა უბრალოდ საჭირო აღარ იყო.წარმატებები შემდეგ თამაშებში ზაზას და მთელ გუნდს.ღირსები ხართ და ჩემპიონობას გისურვებთ.
quTaiseli
ისე კრივი რო ყოფილიყო კალათბურთის მაგივრად უეჭველი კლივლენდი იქნებოდა უდავო ფავორიტი.ერთი სიტყვით ღირდა ამ თამაშისთვის ღამის თევა.
მინდია
ისიც აღსანიშნავია, რომ იმათმა ცენტრმა 24 წუთი იტამაშა და 0 ქულა დააგროვა.

ცოტაცა, ცოტაცა და ნბას ჩემპიონიც გვეყოლრბა
nnn
გაიხარე
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ