ქართული ლეგიონის ამბები აზერბაიჯანის, მოლოდვას, კვიპროსის, ბოსნიის, ესტონეთისა და ისრაელის ჩემპიონატებში
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ჩემპიონატი ორ ექვსეულად გაგრძელდა, პირველი ჩემპიონობისთვის იბრძვის, მეორე - ადგილის შენარჩუნებისთვის. საჩემპიონო ჯგუფში დიდ ინტერესს იწვევდა ქართველთა "ინტერისა" და "ყარაბახის" მატჩი, სადაც მხოლოდ ერთი ჩვენებურია - გიორგი ადამია.

კახა ცხადაძემ სასტარტოში გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, დავით ოდიკაძე და კახა მჟავანაძე ათამაშა, ასევე სასტარტოში იყო გიორგი ადამიაც, რომელმაც 74-ე წუთზე სტუმართა მე-2 გოლი გაიტანა - 0:2. მატჩს 1 500 მაყურებელი დაესწრო. "ინტერი" 40 ქულით მეოთხეა, ჩემპიონი უკვე 11 ქულით ჩამორჩება დაწინაურებულ "ნეფთჩის". ადამია ჩინებულ ფორმაშია, სეზონის 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მისი "ყარაბახი" კი 45 ქულით მე-3 ადგილზეა. ადამია ბომბარდირთა დავაში მეორეა და "ნეფთჩის" უზბეკ ფორვარდ ნასიმოვს 4 გოლით ჩამორჩება. "აზერიფუტბოლის" ცნობით, თამაშის შემდეგ კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ჯახანგირ გაჯიევმა 2-საათიანი თათბირი მოაწყო, რომელსაც პრეზიდენტი გეორგი ნიკოლოვი და კახა ცხადაძე ესწრებოდნენ.

მოულოდნელობა დაფიქსირდა იმავე "შაფაზე" ერთი დღის შემდეგაც - აზალ-მა "ხაზარს" 1:0 მოუგო (ამ შეხვედრას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო), მასპინძელთა 10-მა ნომერმა ნუგზარ კვირტიამ 90 წუთი ითამაშა. აზალი 39 ქულით მე-5 ადგილზეა.

ერთი ქართული გოლი ქვედა ექვსეულშიც გავიდა - "მუღანის" 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი გულორდავამ სტუმრად "სიმურგთან" 94-ე წუთზე გაიტანა, "მუღანმა" მატჩი 3:1 მოიგო. ეს კლუბი 30 ქულით მე-8 ადგილზეა. კაპიტან გოგა ბერაიას "გაბალა" მოიკ-ს ესტუმრა და 1:1 დაუზავდა, ჩვენებურმა მე-2 ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "გაბალა" 32 ქულით მე-7 ადგილზეა.

"თურანმა" "განჯა" 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა, 85-ე წუთზე შემოვიდა ოლეგ გველესიანი. "განჯაში" ზურაბ ძამსაშვილი სათადარიგო იყო. "განჯა" 24 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "თურანი" 18 ქულით - მეათეზე.

კიდევ ერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა, სადაც ქართველ ლეგიონერთა სიმრავლეა, მოლდოვაა. ამ ქვეყნის ნაციონალურ დივიზიონში 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. ტური ლიდერმა "დაჩიამ" დაიწყო, რომელმაც შინ აუტსაიდერი "სფინტულ გეორგე" გაანადგურა - 3:0. "დაჩიას"

ქართველთაგან მხოლოდ დავით გამეზარდაშვილმა ითამაშა და ისიც მე-60 წუთზე შეცვალეს. "დაჩია" 62 ქულით პირველია, მაგრამ მას კვალში "შერიფი" უდგას, რომელსაც 60 ქულა აქვს.

"შერიფმა" შინ 5:1 გაანადგურა "გაგაუზია", ერთი გოლი (პენალტით) ჩემპიონთა 39 წლის კაპიტნის, ვაჟა თარხნიშვილის ანგარიშზეა. ეს ვაჟას მეორე გოლია ამ ჩემპიონატში. შემდეგ ტურში ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩია - "შერიფი" "დაჩიას" მასპინძლობს.

"ისკრა-სტალმა", რომელიც 51 ქულით მე-4 ადგილზეა, ქვაქვაზე არ დატოვა ბენდერის "დინამოსგან" - 6:1. ამ შეხვედრაშიც გავიდა ქართული გოლი - 45-ე წუთზე 20 წლის სანდრო შუღლაძემ ანგარიში 3:0 გახადა, ის 56-ე წუთზე შეცვალეს. "ზიმბრუმ", სადაც სეზონის განახლების წინ ვასილი ღუჭაშვილი გადავიდა, 1:0 მოუგო "ტირასპოლს". 26 წლის ქართველმა ფორვარდმა მატჩის ბოლო 9 წუთი ითამაშა. გიორგი ტუხაშვილის "ნისტრუმ" ამჯერადაც სენსაცია მოახდინა და სტუმრად მესამეადგილოსან "მისლამის" მოუგო, ქართველის ანგარიშზე ამჯერად საგოლე პასია. როგორც იქნა, შედგა "ოლიმპიას" რიგებში დავით კაკულიას დებიუტი მოედანზე, "სფინტულ გეორგედან" გადასულ 20 წლის ფეხბურთელს აქამდე სამუშაო ვიზის პრობლემა ჰქონდა. კაკულია "კოსტულენისთან" 71-ე წუთზე შევიდა, ეს მატჩი 0:0 მორჩა. 51-ქულიანი "ოლიმპია" მეხუთეა.

კვიპროსის I დივიზიონის 25-ე ტურში ლევან მაღრაძის "ერმისმა" 3:1 მოუგო "ალკის". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მოიგო ლევან ქებაძის "ეთნიკოსმაც", რომელმაც სტუმრად 2:1 აჯობა "ენოსისს". ლევანმა 90 წუთი ითამაშა და ბოლოს მის დარტყმას მოჰყვა გადამწყვეტი პენალტი (მცველმა ხელით ითამაშა) მასპინძელთა კარში. "ეთნიკოსი" 33 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ერმისი" 27 ქულით მეთერთმეტეა.

ბოსნიის ჩემპიონატში სერბულ-ხორვატიული დაპირისპირება პრინციპული იყო ქართველი ლეგიონერისთვის. მოგეხსენებათ, ლევან კუტალია ადრე "სლავიაში" თამაშობდა, ახლა კი მოსტარის "ზრინსკიშია". ლევანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მას მე-9 წუთზე თავის გამოჩენის კარგი შანსი ჰქონდა, როცა 20 მეტრიდან ურტყამდა კარში. საბოლოოდ, მისი გუნდი 2:3 დამარცხდა. "ზრინსკი" 19 ქულით გასავარდნი ზონის პირასაა.

ესტონეთის მეისტრილიგა 2 ტურია, რაც დაიწყო, მაგრამ "ფლორა" ჩემპიონატის ერთადერთ ქართველ ლეგიონერ ზაქარია ბეგლარიშვილს არ ათამაშებს. ზაქარია დუბლებშია, სადაც კვირას "პიარნუსთან" გასვლით მატჩში "ფლორა II-ის" მე-3 გოლი გაიტანა (0:3).

საფრანგეთის ნასიონალლიგაში (რანგით მე-3) ამირან სანაიას "ბასტია" "კოლმარს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და მე-2 ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "ბასტია" 64 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. უნგრეთის II დივიზიონში "დიორი ეტოს" სარეზერვო გუნდმა 2:1 მოუგო "სიგეტსენტმიკლოშის". ანგარიში მე-4 წუთზე ლაშა თოთაძემ გახსნა. მის გარდა ჩვენებურთაგან თეიმურაზ შარაშენიძემ ითამაშა.

ისრაელის რანგით მე-2, ლეუმითლიგაში გიორგი გაბიდაურისა და აკაკი მიკუჩაძის "ბნეი ლოდი" შინ 0:0 დაუზავდა რიშონ ლეციონის "ჰაპოელს". ორივე ჩვენებური სასტარტოში იყო, მიკუჩაძე 50-ე წუთზე გაიყვანეს. "ბნეი ლოდი" 37 ქულით მე-8 ადგილზეა. წინა ორ სეზონში 18-18 ბურთის გამტან მიკუჩაძის ანგარიშზე ამ სეზონში მხოლოდ 3 გოლია.

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება