ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

"11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.

ფეხბურთელთა ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე მომეწვია. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ჯერ ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე.

მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არც ისე ცნობილ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ვმართავთ. ეს გუნდი გუშინ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა და ვფიქრობ, ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ჩვენთვის კარგი მეტოქეა.

ამ გუნდს რეიტინგის გაუმჯობესებისთვის არ ვეთამაშებით. თანაც, ქულები მაინც არ დაგვემატება, რომც მოვიგოთ. ფედერაციამ შემომთავაზა ეს ვარიანტი და დავთანხმდი. უცხოეთში გამგზავრებას და ზედმეტი ფულის ხარჯვას სჯობს, თბილისში ვითამაშოთ. ოფიციალური მატჩის წინ ეს კარგი ვარჯიში იქნება.

გიორგი მერებაშვილს ადრე აქვს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის აქ პირველადაა. მას ვაკვირდებოდი, პოლონეთში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ახლა ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება. გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებელია, წინა ხაზში კი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა. უბრალოდ, უიღბლობა ყველა მატჩში თან გვდევდა. თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენი თამაში მაღალი დონის იყო და რომ არა უიღბლობა...

გუნდი ყოველდღე იზრდება და ასე იქნება მოლდოვასთან მატჩის მერეც!

უჩა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემადგენლობას ჯაბა ჯიღაური დავამატე. ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა ვაისმა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ავთო ებრალიძეზეც ჰკითხეს, თუ აკვირდება და აპირებს მომავალში ნაკრებში მის გამოძახებას.

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოვიძახებ. ამ ეტაპზე ვიძახებ მხოლოდ იმას, ვისაც ვენდობი და კიდევ, 2-3 ფეხბურთელს ჩემპიონატიდან. იცით, რომ მომწონს აკაკი გოგია, მაგრამ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ისიც იცით, რომ გიორგი ჯიქიას ხილვა მსურდა აქ, მაგრამ მან რუსეთის ნაკრები არჩია... რას ვიზამთ", - განაცხადა ვაისმა.

• Tb

ისწავლეთ მოთმენა. ერთი აგურით სახლი არ შენდება. აცადეტ ამ კაცს. ხვალ მსოფლიო ჩემპიონობა გინდათ.ეეეჰ

• martla vai shen

მართლა ვაი შენ. მართლა რა გეშველებათ ამ ნაცებს. რა არის ნორმალური ხელფასი?100 ათასი? უთხრეს 40-ს მოგცემთო და თუ მესამეზე გახვალ დანარჩენს პრემის მიიღებო. და ამაზე ატეხა ამბავი. ესტონეთთან 3:0 -ს ცხონებული ბებიაჩემიც წააგებდა, ამაში 100 ათასი რა ამბავია.

• vaso

რა შუაშია ბიძია ნაცი. ნაცებისიც ქოცებისიც და ვინც მოვა აწი იმისიწ. ეს ფედერაცია გასარეკი როა სახლში ვერ ხვდებით. დაჭერას რო თავი დავანებოთ. შენსას კიდია და ვაისს მითუმეტეს

• ვაიმეე ვაიმეე !!!

ეს რა ბნელი ტიპია ქვევით ნაცების კომენტარებსო .... ბიჭო რა დაგაბრმავათ მართლა ეს ქართული ოცნების მხარდამჭერები? მართლა ვერ ხვდებით რომ ცხადაძე ბევრად კარგი მწვრთნელი იყო? ნუ 1 მინუსი ის ჰქონდა რომ თავის შვილს იძახებდა ნაკრებში , მეტი მინუსი არ გქონია და ძალიან კარგ და სწორ გზაზე იდგა ეგ კაცი და ხელფასიც ჩვეულებრივი ჰქონდა ....

ერთი კაცის დაწერილს გავს ეს კომენტარები, უფრო ნაცების ხელწერას, ქეცბაია 150000$-ს იღებდა თვეში ცხადაძეს 70000$ ვერ ეყო და ვაისს იმაზე აკრიტიკებთ ეროვნუ ჩემპიოანატს არ ესწრებაო ისინი ხომ არ აცდენდნენ თამაშებს, როგორც ჩანს ვიღაც ვიღაცეებს ფული შემოაკლდა, ვაისს თავი დაანებეთ ნაკრები მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც აუცილებლად იქნება თავის დროზე

• zoro

მაგარი კლანი გაკეტდა კობის საზმო ამატ სუ კიდიატ რა კაცი გააგდეს ცხადაზე

• smouk

გასაშვებია ეს კაცი,ვეთანხმები დავით67 შეუძლია ინტერნეტიდან აკეთოს დირექტივები,ცხადაძე იდეალური ვარიანტი იყო,რამაც პოლიტიკამ შეიწირა კობიაშვილის დამსახურებაა!!!

• კ ო მ ბ ლ ე

ვლადიმერ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ რომ,..ვითომ თქვენ არ იცოდეთ რაა! მე რას მალაპარაკებთ? ხვალ *მამენტ ნიჩიაც* შედეგია ძმაო.

• Z.LO

ვუის გავეყარეთ და ვაის(ს) შევეყარეთ!

• პაატა

ფეხბურთის განვითარებაზე 265 მილიონი უნდა დაიხარჯოს ქვეყნის ბიუჯეტიდანო...ისეთი ბოლი დააყენა ტიპმა (არც გვარი ვიცი და არც მაონტერესებს) თვითონ ჩაიკარგა. ქართულ ფეხბურთს ვერაფერი წარმატება მოუტანეს ლეგენდარულებს რომ ეძახიან იმ ფეხბურთელებმა და ეხლა ერთ კოდლად შეკრულებმა ბიუჯეტიდან მოტრხეთ მაყუთები. მართლა ნამუსიანი ხალხის დეფიციტია საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკაში და ფებურთში

• დავით 67

ცნობილი ფრაზაა.ბევრი ტრამვირებული ფეხბურთელები გვყავს! თავს იზღვევს ამით,იცის წინასწარ რომ არაფერი სამი ქულის ამღები არაა.მოლოდოვასაც ჰყავს ტრამვირებულები. არც გაცკანი ეყოლება,ვინც გოლი გასთხარა თბილისში. რაში აძლევენ მართლა ამ კაცს ხელფასს ვერ ვხდები მარტო ოფიციალურ თამაშებზე ჩამოდის კაცი. სულ ნუ ჩამოხვალ სკაიპით ეკონტაქტე ფეხბურთელებს თამაშის ღაწყებისას და მერე შესვენებაზე,რატომ ხარჯავ ბილეთის ფულს?

• vaso

ნახეთ ზუროსმა რა ხალხი გამოიძახა?ყველგან ნახა ეძება შეკრიბა, მუშაობს კაცი, კოჭლობიტ ჩამოვიდა, აი ნახეთ თუ არ დადებს შედეგს. წარმატებები

• kai bichi

ise kobiashvilma aria daria kvelaferi zxadaze rom gaushves, pasuxismgebloba marto weiss ki ara kobiashvilsaz unda moekitxos!!

• goga

რომელი სამი ქულის ამღები ხარ, თბილისში ვერ მოუგე მოლდავას, იქ მოუგებ?! ან ამ მკვდრებით აპირებ მოგებას?! წინასწარ ვიცი რაც იქნება, და როგორც ყოველთვის ეხლაც იტყვიან:კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ!!!! ერთი ვერ გაითავისა ამ ხალხმა რომ ვინც კარგად თამაშობს, ის არ აგებს თამაშს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით!!! რისი მომგებები ხართ! ამ ხალხს მაინც ნუღარ ატყუებთ?!

• pop

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი გადასულია ცნობილი საკლუბო გუნდების გულშემატკივრობაზე და ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია ქართულ ფეხბურთში არსებული სავალალო მდგომარეობა, ამასთან გაოცებას იწვევს ფეხბურთის ფედერაციის თვითკმაყოფილება და გაყუჩება...ამასთან სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ წინათ, ეხლა გტრუნულები არიან, რას მივაწეროთ ეს ყოველივე? ხალხი მილიონებს იხდის და შედეგი ნული, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი...

• mmm

ციტატა: "საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა"... რომ დაწეროთ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - რა მოხდება? ყველამ ხომ არ იცის რომ ვაისი ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელია? არადა ეროვნული ნაკრები სხვა სპორტის სახეობებშიც გვყავს. ანუ მთავარი ნუ გავიწყდებათ.

• pele

ვაისი- ნარმანია

• mamu

როგორ გაიყვანა ამან გუნდი ევროპაზე, თუ მსოფლიოზე არ მახსოვ. მაგას დაეკარგა მეხსიერება. ერთხელ მძ-----რიც აყვავდებაო

• uuuuuu

ეს კაცი ტუტუცია და უვიცი

• vaso

ეს კაცი მასხრად გვიგდებს. სომხებმა 5 ით 0 მოუგო და ჩვენტვის კაიაო. კი აბა რა, ეროვნულიდან, აზერიდან პრიბალტიკიდან, უთამაშებლები, კაზახეთიდან გამოიძახე ფეხბურთელები და უკრაინიდან პოტუგალიიდან, შეყრილაძე იტალიიდან სანახავი, ბერიძე სლოვაკეთიდან, კიდევ თამაშობენ ბიჭები ევროპაში, ესენი არა, ხოდა კაია კანეჩნა. ფედერაციიდან რო გამოსაყრელია ყველა კი ვიცი მე. შე დალოცვილო თუ არ გამოიძახე და ათამაშე, ნდობას როგორ დაიმსახურებს. ან ვინც გყავს გამოძახებული , ნდიბა რიტ დაიმსახურეს. ვაი ჩვენს პატრონს

• აზრთა ჭიდილის ნუ გეშინიათ, თორემ დარჩებით ჯიბის ჟურნალისტებად!

ვაისის ხელში ვერცერთი ოფიციალური თამაში ვერ მოვიგეთ! ამ ყველაფრის შემდეგ ფედერაცია იძახის პროგრესიაო და ვაისიც გვაიმედებს ფედერაციაში მოვწონვარო - ვისთან შედარებით არის პროგრესი და რასთან?! ჩვენ ვართ ბოთე გულშემატკივრები - თავზე რომ არ დავახურეთ ფედერაციას ყველაფერი, მოლდოვეთის შემდეგ!

• გივი

იუო პერიოდი СССP ნაკრების ძირითადი ბირთვი იყო დაკომლეკტრბული კიევის დინამოს ფეხბურთელებიდან, და გუნდი თამაშობდა

• gela

გვარებიტ ნუ იძახებ ბიჭებს, ვინ ახლა ძლიერა და კარგ ფორმაშია ის გამოიძახე და ატამაშე ტორემ მოგიწევს შენ ..........

• euhhh

samwuxarod rogori gulshematkivrebic vart,mwvrtnelic iseti gvyavs.makarizeze sanamasjer arutxres,mgoni arcicoda viniyo da ase uamravze.unda miaba kobiashvilic da gaagdo orive daje saqartvelodan....

• nodi

levani zesta-ს. აჯობებს ისე დაწერო, რომ ადამიანმა შინაარსი გამოიტანოს. მეგობარო, გულს რატომ იტკიებ ამათ გამო. სტენდი სასწრაფოდ. კომენტარის "სიმძაფრიდან" გამომდინარე ჩანბს, რომ არ ყნდა იყო ქორფა.... მოუფეთხილდი თავს....

• კახა ქირია

ისე ამ კაცს აწყობილი აქვს ცხლვრება(უფრო სწორად ააწყობინეს)ჩამოდის ერთი კვირით ადრე,ხანდახან როცა უნდა. დაახვედრებენ სიას. დადის სადაც უნდა(მოსკოვში იყო საბას და ჯანოს ვაკვირდებოდიო,ეგენი რომ ასნავნოის ხალხია რათ უნდა მაგათ დაკვირ ება,ზამთარში არაფრის მომცემი სბორი ემირატებში,რამდენი კაცი თამაშობს მაგ ზბორებიდან ეხლა გუნდში?კაის ჭამს, კაის სვამს.როცა ჩემპიონატი მიდის აქ უნდა იყოს,როგორი ჩემპიონატიც არ უნდა გვქონდეს.ბიჭები უფრო მოინდომებენ როცა ეცოდინებათ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გვიყურებსო და საერთოდ იმ ქვეყანაში უნდა იყო სადაც მუშაობ და ხელფასს გიხდიან.ნუ აგდებინებდ ყველას თავს,ქვეყნის იმიჯს გაუფრთხილდით.

• 777

ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი ქვეყნები, მითუმეტეს ნაკრებები არ გამიგია; საქვემოქმედო აქციას ვატარებთ?

• zviadi

ისე ვარჯიშზე წაგებაც მოსულა

• levani zesta

მეიყვანეთ ბიჯო ვინცხა წესიერი მწვრთნელი მეიყვანეთ თქვენი..!!!"იღბლიანი"მეიყვანეთ ოღონდ მეიყვანეთ!!!ვისია ეს სტადიონები ვისი?!გული მტკივა უკვე გული!!

• walt

moldovas saxlshi, rom ver mouges imis mere rogor acherebt am ...?

• ggg

ვერაფერსაც ვერ ვიზამთ. მე პირადად გაზრდას ვერ დავარქმევ მოლდოვასთან სახლში ფრეს და არც იმის ილუზია მაქვს, რომ გასვლაზე მოვიგებთ. დღევანდელი ნაკრების ფიზიკური მომზადება ძალიან შორსაა სხვა გუნდებისაგან - როცა გუნდის წამყვანი მოთამაშეები სულ ტრამვირებულები არიან, სხვას ვერაფერს დავაბრალებთ

• walt

am .. moaxeviet akedan!

ნუ შეჭამეთ ეს კაცი თქვენი მოსაწონი ტრენერი ხო ვერ მოვიდა.. ჯიგარი ხარ ვაის ესპანეთისთვისაც მადლობა

• zura

ნუ .... შენ რა ჩამოდი და იცხოვრე აქ როგორც მილტონაა და მიხედე ნაკრებს! გასინჯე ებრალიძეც და და ყველა ვინც გასასინჯია! ერთხელ მაინც დაკვირვებიხარ ებრალიძეს? გამოჩვნება ხოლმე სავსე მთვარესავით და გვაიმედებს! ამ უნიათოებს საერთოდ მწვრთნელიც არ ჭირდებათ დინამოს მწვრთნელს მიამაგრეთ ნაკრები და ეგაა რა

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ