20 წლის ჩვენებური, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ უქმობდა, ჩინეთის ქალაქ სანიას 25-ათასიან ტურნირში გამოჩნდა, სადაც მე-6 ნომრად განთესეს
ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 საკვალიფიკაციო წრეში დამარცხების შემდეგ არსად გამოჩენილა ჩვენი ქვეყნის მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (188), რომელიც იანვრის მერე უქმობდა. და აი, 20 წლის ჩვენებური ჩინეთის ქალაქ სანიას 25-ათასიან ტურნირში გამოჩნდა, სადაც მე-6 ნომრად განთესეს.

ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველ მატჩს ოქსანა ჩინელ ია-ინ ლუსთან (488) გამართავს, ვინც "უაილდ ქარდითაა" მიწვეული ტურნირზე. კალაშნიკოვა წყვილებშიც ითამაშებს, სადაც უკრაინელ იულია ბეიგელციმერთან (191) დუეტში მე-2 ნომრად არის განთესილი.

ჩინეთიდან საფრანგეთში გადავიდეთ, სადაც ამიენის 10-ათასიან ტურნირში სამი ჩვენებურია - მე-2 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა (279) ფრანგ ალის ტისეს (584) ეთამაშება, მე-3 ნომრად განთესილი თათია მიქაძე (285) პოლონელ პატრისია სანდუსკას (568) გამოცდის, ხოლო მე-6 ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია (415) საკვალიფიკაციო წრეში გამარჯვებულს შეხვდება, რომლის ვინაობა გუშინ გვიან გაირკვა.

ეს ტრიო და ანა ჯიქია (1155) წყვილთა თანრიგშიც გამოვლენ, ოღონდ, სუფთა ქართული დუეტი მხოლოდ მიქაძესა და შაფათავას ექნებათ (მე-3 ნომრად განთესილები), ქვაცაბაია ისევ ხორვატ აბრამოვიჩთან ერთად ითამაშებს (მე-2 ნომრად განთესილები), ჯიქია კი - რუს მარენკოსთან ერთად.

ანთალიის 10-ათასიან ტურნირში ძირითად ბადეში ერთი ქართველია - ეკა გორგოძე (552) პირველ წრეში მასპინძელ ბუსრა კაირუნს ეთამაშება. ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში პირველივე წრეში დამარცხდა ურეიტინგო თამარ ცხაკაია, რომელმაც 0:6, 0:6 დათმო ჰოლანდიელ ლოეს იანსენთან.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა