დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. სერია, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება, გაარკვევს, თუ ვინ გახდება საქართველოს 2016/17 წწ. ჩემპიონი და საპრიზო ადგილების მფლობელი.

სათამაშო დღე III ადგილისათვის მატჩით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს მფკ "თბილისი" და მფკ "აგორა" დაუპირისპირდებიან. თუკი ეს უკანასკნელი ფუტსალის ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, "დედაქალაქელები" მოქმედი ბრინჯაოსპრიზიორის რანგში ხვდებიან ამ დაპირისპირებას. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაკმაყოფილებლად განვლა, ეს განსაკუთრებით "აგორაზე" შეიძლება ითქვას, რომელმაც დებიუტის მიუხედავად, მესამე ადგილზე შეძლო სეზონის დასრულება და ½-ფინალურ სერიაში ერთ-ერთ ფავორიტს, "სტუ-თელასს" საკმაო ბრძოლაც გაუმართა (0:2, 1:4), თუმცა ფინალში გასასვლელად კლასი და გამოცდილება არ ეყო.

რაც შეეხება "თბილისს", მათ საკმაოდ არადამაჯერებლად განვლეს სეზონი და მხოლოდ დასკვნით ეტაპზე შეძლეს თამაშის გაუმჯობესება და საბოლოოდ ბოლო ტურში გაინაღდეს კიდეც პლეი-ოფის საგზური. 1/2-ფინალში "დედაქალაქელები", ფაქტობრივად, უშანსოდ იყვნენ უპირობო ფავორიტის - მფკ "ტატიშვილის" წინააღმდეგ (1:4, 3:7) და ახლა უკვე III ადგილის და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად მოუწევთ ბრძოლა. ეს გუნდები ამ სეზონში ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუკი პირველ წრეში "აგორამ" მეტოქე უშანსოდ, 8:1 დაამარცხა, მეორე წრეში შეხვედრა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ფრედ, 3:3 დასრულდა. დღევანდელი დაპირისპირება 17:00 სთ-ზე დაიწყება.

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . III ადგილი

17:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016/17 წწ. სეზონის საქართველოს საუკეთესო ფუტსალის კლუბის ტიტულისთვის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, მფკ "სტუ-თელასი" და ლიგის დებიუტანტი, თუმცა ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი, მფკ "ტატიშვილი" იბრძოლებენ.

გუნდებმა რეგულარული სეზონი დამაჯერებლად განვლეს. 18 თამაში, 17 მოგება და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრე - ასე შთამბეჭდავად გამოიყურება "მედიკოსების" მონაგარი. რაც შეეხება "ენერგეტიკოსებს", ისინი ორჯერ დამარცხდნენ და ორჯერ დაასრულეს შეხვედრა ფრედ. აქედან თითო წაგება-ფრე სწორედ დღევანდელი მეტოქის წინააღმდეგ, ერთხელ მოულოდნელად გაიყვეს ქულები "აგორასთან", ხოლო სეზონის მიწურულს სენსაციური მარცხი იწვნიეს ბათუმში, ბსუ-ს წინააღმდეგ.

მიუხედავად ყველაფრისა, სეზონის განმავლობაში არავის შეპარვია ეჭვი მათი ფავორიტის სტატუსში. თავიანთი კლასი და გამოცდილება მათ კიდევ ერთხელ უკვე 1/2-ფინალებში დაამტკიცეს. პირველი ფინალური დაპირისპირება დღეს, 19:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. ფინალი

19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი

შეგახსენებთ, რომ III ადგილისათვის დაპირისპირება და ფინალიც ორ მოგებამდე გაგრძელდება. განმეორებითი შეხვედრები 9 ივნისს გაიმართება. მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა, ტრადიციულად, ვებგვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: ოთხეული გაირკვა, 26 მაისს პლეი-ოფი იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]