9 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება
9 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. სეზონის გადამწყვეტმა დაპირისპირებებმა, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, სტარტი 6 ივნისს აიღო.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17 - საუკეთესო გოლები

III ადგილისათვის მატჩში ერთმანეთის პირისპირ რეგულარულ სეზონში მესამე ადგილზე გასული მფკ "აგორა" და მეოთხეადგილოსანი, მოქმედი ბრინჯაოსპრიზიორი, მფკ "თბილისი" წარდგნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და მიუხედავად "ფინანსისტთა" უპირატესობისა, "დედაქალაქელების" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, რითიც მათ სერიაში დაწინაურება მოახერხეს და შარშანდელი შედეგის გამეორებამდე ერთი მოგება აშორებთ.

თუკი "აგორა" შეძლებს განმეორებით შეხვედრაში რევანშის აღებას, ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მედლების ბედი მესამე, გადამწყვეტ რაუნდში გაირკვევა. პარასკევს მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება.

09.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. III ადგილი (II)

17:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა(4:3)

ამაღლებული განწყობით და სერიაში უპირატესობით ხვდება განმეორებით დაპირისპირებას მფკ "ტატიშვილი", რომლის მეტოქეც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მოქმედი ვიცე-ჩემპიონი "სტუ-თელასია". პირველი შეხვედრა "მედიკოსების" უპირატესობის ფონზე წარიმართა, რასაც "ენერგეტიკოსების" მხრიდან უამრავ უხეში შეცდომა მოჰყვა და საბოლოო ანგარიშიც არასაფინალო გამოდგა - 9:4 "ტატიშვილის" სასარგებლოდ.

განმეორებით დუელში რევანშის ასაღებად ავთანდილ ასათიანის შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაცია და თავდადება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფკ "ტატიშვილი" სადებიუტო სეზონს ჩემპიონობით ხვალვე აღნიშნავს. განმეორებითი ფინალი სტარტს 19:00 სთ-ზე აიღებს.

09.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. ფინალი (II)

19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი (9:4)

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლინდა, მესამე გადამწყვეტი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.

მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა, ტრადიციულად, ვებგვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. III ადგილი (I)

მფკ თბილისი - მფკ აგორა 4:3 (2:0)

გოლები: 08:50’ ღუდუშაური (1:0), 20:00’ ღუდუშაური (2:0), 22:21’ ალავიძე (2:1), 28:55’ მხითარიანი (3:1), 30:41’ რეხვიაშვილი (4:1), 38:04’ ალავიძე (4:2), 38:58’ ნიკვაშვილი (4:3)

გაფრთხილება: 29:37’ ალავიძე (აგო)

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე .ფინალი (I)

მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 9:4 (4:0)

გოლები: 08:05’ მურცხვალაძე (1:0), 14:43’ ჭანუყვაძე (2:0), 17:59’ სიგუნავა (3:0), 18:25’ კეკელია (4:0), 22:12’ მაისაია (4:1), 27:19’ ბობოხიძე (5:1), 29:30’ სოზაშვილი (5:2), 31:13’ ბობოხიძე (6:2), 31:25’ ლუკავა (6:3 ს.კ.), 34:58’ კეკელია (7:3), 35:50’ ბოკერია (7:4), 37:03’ ლუკავა (8:4), 39:16’ მურცხვალაძე (9:4)

გაფრთხილება: 31:47’ გაბუჩია (თელ)

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
ფუტსალის ლიგა 2016/17: ოთხეული გაირკვა, 26 მაისს პლეი-ოფი იწყება!