გერმანული გრანდი "აიაქსის" ყოფილ თავკაცს ჩააბარეს
გერმანულმა "დორტმუნდმა" პეტერ ბოშთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 53 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ბორუსიელთა რიგებში თომას ტუხელს ჩაანაცვლებს.

53 წლის სპეციალისტმა 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ბოში აქამდე არნემის "ვიტესში", თელ-ავივის "მაკაბიში" და კიდევ რამდენიმე გუნდში მუშაობდა, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, ბოშის ბოლო პერიოდი უნდა გამოვარჩიოთ.

არნემის "ვიტესში" პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

მართალია, გასულ სეზონში მან ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიონში ვერ გააჩემპიონა, მაგრამ კლუბი მის ხელში ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა და ევროპალიგის ფინალშიც გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა (0:2). ბოშს ახალგაზრდებთან მუშაობა კარგად ეხერხება, ყოველ შემთხვევაში, რეპუტაცია და იმიჯი ასეთი აქვს და ბორუსიელებმაც, სავარაუდოდ, პირველ რიგში ამ ნიშნითა და შემტევი ფეხბურთის სიყვარულით შეარჩიეს.

"გული მწყდება, რადგან როდესაც ჩვენ პეტერი მოვიყვანეთ, არავის გვეგონა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადში დამთავრდებოდა. მშვენიერი სეზონი გვქონდა, განსაკუთრებით, ევროპალიგაზე. ჩვენი ფეხბურთელების დარად, მწვრთნელები იქცევენ წამყვანი ჩემპიონატების კლუბების ინტერესს" - განაცხადა "აიაქსის" დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა. "აიაქსი" ხელცარიელი არ რჩება - კლუბი გერმანელებისგან 3 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

batumi
ობიამენგს ყიდის არ მჭირდებაო და ვაკო მომიყვანეთ ყაზაიშვილიოოო
azri
აუუ ისე წერთ ვითომ წაიყვანს ვაკოს ან გურამას რაჩემ ფეხებად უნდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პეტერ ბოსი: პირველმა გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ბორუსია" მზადაა პეტერ შტეგერს კონტრაქტი გაუგრძელოს
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
პეტერ ბოსი აღარ იქნება დორტმუნდის "ბორუსიას" ბოსი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
პეტერ ბოსი: დანებებას არ ვაპირებ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ბორუსია" პრობლემებს ბოსთან ერთად დასძლევს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
პეტერ ბოსი "ლიონის" მწვრთნელად დანიშნეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები