ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როლან გაროსი შეიცვლება

როლან გაროსი შეიცვლება

ორგანიზატორებმა სასამართლო მოიგეს და ნანატრი რეკონსტრუქციისთვის ემზადებიან
2015 წელს, კეი ნიშიკორსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის მეოთხედფინალის დროს, ფილიპ შატრიეს სახელობის არენაზე ტაბლოს ნაწილი ჩამოვარდა. ამ მომენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ "როლან გაროსზე" აუცილებელია გარდაქმნები - კომპლექსი მოძველდა ტექნიკურადაც და მორალურადაც. პარიზური "მეიჯორი" შესამჩნევად ჩამორჩება კონკურენტებს არა მხოლოდ საპრიზო ფონდით, არამედ დაკავებული ტერიტორიითაც.

იმ დროს, როცა უიმბლდონისა და ავსტრალიის ღიას კორტები თითქმის 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ფრანგები 8.5 ჰექტარზე ეტევიან და ფულს კარგავენ.

კომპლექსის მოდერნიზაციის და ტერიტორიის გაფართოების პროექტი ჯერ კიდევ 2009 წელს მოამზადეს. აუცილებელი პირობა იყო მოძრავი სახურავის მქონე არენის აშენება.

"როლან გაროსი" "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირია, რომელიც მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ფრანგებმა დაგეგმეს 15 ათასის ტევადობის ცენტრალური კორტის მშენებლობა, რასაც დაემატებოდა 10 ათასი ტევადობის ორი არენა. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ რეკონსტრუქციისთვის 370 მილიონი ევრო გამოყო.

"როლან გაროსის" ფართობის კილომეტრნახევრით გაზრდას შეეწინააღმდეგნენ საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ორგანიზაციები - კომპლექსი ებჯინება ბულონის ტყეს, სადაც ოტეის ბაღის ორანჟერეა არის განთავსებული.

"მწვანეებმა" 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და სასამართლოს მიმართეს. ტურნირის ხელმძღვანელობა ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ორანჟერეა ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს და შესაძლებელია მისი აღება, მაგრამ საქმე წააგო და ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრი დაიწყო. განიხილებოდა ტურნირის ვერსალში ან პარიზის რომელიმე გარეუბანში გადატანა - მერიამ გამოყო შარლ დე გოლის აეროპორტის რაიონში მიწა 48 კორტის ასაშენებლად.

ლაპარაკზე შორს საქმე არ წასულა: მსგავსი გეგმების რეალიზაციისთვის დიდძალი თანხა იყო საჭირო - 1.1 მილიარდი ევრო. ამიტომაც, ორგანიზატორებმა ისევ "მწვანეებთან" სასამართლოებში დავა ამჯობინეს. "ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი ტერიტორია, როგორც აშშ-ს ან ავსტრალიას, ამიტომაც, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი იდენტურობა - ამაშია განვითარების პერსპექტივა. არსებობს ამოცანა - გადავაქციოთ ტურნირი არც ისე დიდ, მაგრამ ყველაზე მდიდრულ "ბუტიკად". ეს არის ჩვენი საუკუნის პროექტი", - ამბობს საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ჯუდიჩელი.

2015 წელს, ფრანგებმა ტერიტორიის გაფართოება ჩაიფიქრეს იქვე გამავალი ტრასის ხარჯზე, მაგრამ ასეთი ვარიანტი არავის მოეწონებოდა პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო დიდი დროის გამო - პარიზი იბრძვის 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის და ვადებში შეზღუდულია.

ნანატრი გამარჯვება საფრანგეთის ღიას ორგანიზატორებმა მხოლოდ 2016 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს. ადმინისტრაციულ საქმეებში საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ - სახელმწიფო საბჭომ შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება და "დიდი სლემის" ტურნირის ორგანიზატორებს კომპლექსის მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარების ნება დართო.

არქიტექტორებმა დახვეწეს განვითარების გეგმა, რომელმაც დააკმაყოფილა ეკოლოგები: დემონტაჟს ექვემდებარება ორანჟერეის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი, რომელიც "ნომერ პირველ" კორტთან არის ახლოს. ამ მოედნის სახელწოდებაა - "ხარების რინგი". მას ასე სტადიონის მრგვალი ფორმისა და განსაკუთრებული ატმოსფეროს გამო შეარქვეს - ტევადობა პატარაა და მაყურებელი ძალიან ახლოს არის მოქმედებასთან. ყველაზე ცნობილი მატჩი აქ 1993 წელს გაიმართა, როცა გაბრიელა საბატინი 6:1, 5:1-ს უგებდა მერი-ჯო ფერნანდესს, მაგრამ დამარცხდა.

2017 წლის ივლისში "ნომერ პირველ" კორტს დაანგრევენ და ორანჟერეის გვერდით ააშენებენ 5 ათასი ტევადობის ახალ არენას. მას სიმბოლური სახელწოდება ექნება - "მწვანე სახლი", ხოლო "ხარების რინგის" ადგილზე გაჩნდება მინდორი გულშემატკივრებისთვის - უიმბლდონის "ჰენმან ჰილის" ანალოგი. უდიდესი ეკრანის გარდა, აქ მოაწყობენ წვიმისგან დამცავს, რადგან ტურნირს აღარ დაუძახონ ისე, როგორც შარშან - "ოპენის თავსხმა". სტადიონს 2019 წელს გახსნიან, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ფილიპ შატრიეს სახელობის მთავარ არენაზე ნანატრი სახურავი გაჩნდება.

2021 წელს, ფრანგები დაანგრევენ და თავიდან ააშენებენ "მეორე" და "მეთოთხმეტე" კორტებს, ტურნირზე ააშენებენ ახალ მედია-ცენტრს. პრაქტიკულად დასრულებულია "ჟან ბუანის" სამწვრთნელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც მოთამაშეები ივარჯიშებენ და დაისვენებენ. მაგრამ, არის მინუსებიც. რამდენიმე წლის წინ, გულშემატკივარი კორტზე შეიჭრა და ფედერერთან სელფი გადაიღო, რის შემდეგაც, როჯერმა მკაცრად გააკრიტიკა როლან გაროსის უსაფრთხოების სისტემა.

ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მაგრამ წლევანდელი ტურნირი ამაში არ გვარწმუნებს: მცველების ადგილას დაიქირავეს ქუჩიდან აყვანილი ხალხი, ხოლო მაყურებელთა შეშვების ადგილებზე ტურნიკეტები მხოლოდ ყველაზე ტევად არენებზეა დამონტაჟებული. ეს ძალიან არასოლიდურია, რადგან საფრანგეთის ღია პირველობას აქვს ყველაზე მდიდარი "მეიჯორის" სტატუსი - ამ სეზონში ბილეთებისა და ატრიბუტიკის ფასმა 20-30 პროცენტით მოიმატა.

ორი წლის შემდეგ, კომპლექსიდან, რომელიც დაჩქარებული წესით ააშენეს 1928 წელს დევისის თასისთვის, თითქმის აღარაფერი დარჩება, მაგრამ ყველა ცვლილება - უკეთესობისკენაა. წლევანდელი ტურნირის მესამე წრეში დავიდ გოფენმა ფეხი წამოკრა "ნომერ პირველი" კორტის კიდეზე დაკეცილ დიდ ნაჭერს, რომლითაც კორტს ფარავენ წვიმის დროს, კოჭი დაიწიანა და ტურნირი მიატოვა.

"როლან გაროსის" დირექტორმა გი ფორჟემ განაცხადა, რომ ბელგიელი თავად არის დამნაშავე: მოთამაშეები ინფორმირებულნი არიან იმაზე, რომ მოედანი პატარაა, ეს უნდა ახსოვდეთ და ყურადღებით იყვნენ. ძალიან უცნაური მიდგომაა უმაღლესი დონის ტურნირისთვის, მაგრამ ფრანგები მუშაობენ შეცდომებზე და იმედი აქვთ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, იამაყებენ და თავის გამართლება არ მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!