"პინგვინებმა" გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს
"ნეშვილი" აგრძელებს მიმდინარე პლეი ოფში საკუთარ მოედანზე მეტოქეების რბევას - "პრედატორზმა" შინ მეათე შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ წააგო. "პიტსბურგთან" სუპერფინალის სერიის მესამე და მეოთხე მატჩებში "ნეშვილმა" უშანსოდ დატოვა "პინგვინები - 5:1 და 4:1.

გუშინ გამართულ მეოთხე მატჩში საუკეთესო იყო მასპინძელთა მეკარე პეკა რინე - "ნეშვილის" სამწვრთნელო შტაბმაც აღიარა ეს.

პირველ პერიოდში გუნდებმა შაიბები გაცვალეს, ხოლო მთავარი მოვლენები მეორე პერიოდში განვითარდა. ფედერიკ გოდრომ, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობს პლეი ოფს, ფინალურ სერიაში მესამე გოლი გაიტანა და მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. 24 წლის გოდროს NHL-ში დებიუტი 2016 წლის 22 ოქტომბერს ჰქონდა და სულ ცხრა მატჩში ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ფინალურ სერიაში ის ტრავმირებულ რაიან ჯოჰანსენს ცვლის.

ამ გოლის შემდეგ, "პიტსბურგს" შეეძლო თამაშში დაბრუნება, თანაც ორჯერ, მაგრამ რინემ უვნებელყო სიდნი კროსბისა და კრის კუნიტცის ერთი ერთზე გასვლები. "პინგვინებმა" საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, რასაც ძალიან მალე მოჰყვა ვიქტორ არვიდსონის გოლი და სხვაობა ორ შაიბამდე გაიზარდა. მესამე პერიოდში ერთადერთი შაიბა მაშინ გავიდა, როცა "პიტსბურგმა" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და ცარიელ კარში მიიღო გოლი.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო მომენტი აღსანიშნავი. ჯერერთი, უნდა გამოვყოთ "ნეშვილის" ბრწყინვალე მოქმედება რიცხობრივი უმცირესობისას - სერიაში "პიტსბურგს" 16-ჯერ ჰქონდა ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშების საშუალება და მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა.

საინტერესო მომენტი უკავშირდება სიდნი კროსბის გოლს - "პიტსბურგის" კაპიტანმა 2009 წლის 4 ივნისის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი სტენლის თასის ფინალურ სერიაში. ამის შემდეგ, სიდს 12 მატჩია აღარ გაუტანია. შარშან, "სან ხოსესთან" სერიაში კროსბი ოთხი შედეგიანი პასით შემოიფარგლა.

სერიაში ანგარიშია - 2:2 და ახლა, წინ გველოდება უმნიშვნელოვანესი მეხუთე მატჩი, რომელმაც ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს.

ნეშვილი-პიტსბურგი 4:1

1:1, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 იარნკროკი-2 (კ. სმიტი-2, ო. უოტსონი-5), 1:1 კროსბი-8 (დუმოლენი-4), 2:1 ფ. გოდრო-3 (ელისი-8, ზოლნიერჩიკი-2), 3:1 არვიდსონი-3 (ფიშერი-4, ჯ. ნილი-3), 4:1 ფორსბერგი-9 (ეკჰოლმი-10, საბენი-10).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parfiumer
იყო ბოლო თამაში, მაინც მოიგო პიტსბურგმა და ეგრეც უნდა ყოფილიყო, ერთი ისაა რომ თქვენი სტატიები ჰოკეიზე ცოტა არ იყოს აგვიანებენ ხოლმე ... :)
კახა ქირია
ძაან მაგრა ითამაშა "ნეშვილის"ფინელმა მეკარემ.საერთოდ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ მასპინძლები.დაძაბული ფინალია ძალიან.მე-5თამაშს ვინც მოიგებს,მე მგონი თასსაც ის აიღებს.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა