იტალიის "ოლ სტარში" ვიქტორ სანიკიძემ ანტონუტის ეფექტურად დაუფარა, მოედანზე დაშვებისას კი დაეცა და კოჭი იტკინა
კვირას, ვიქტორ სანიკიძემ იტალიაში გამართულ "ოლ სტარში" ითამაშა... პირველი წინადადება წესით, ძახილის ნიშნით უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ ვინც მატჩი პირდაპირ ეთერში იხილა, ჩემსავით გაწბილებული დარჩებოდა: მეორე პერიოდის დასაწყისში სანიკიძემ ანტონუტის ეფექტურად დაუფარა, მოედანზე დაშვებისას "დაზარალებულს" ზემოდან დაეცა და კოჭი იტკინა.

ვიქტორი დაახლოებით ორი წუთი პირითი ხაზის მიღმა იჯდა და ექიმები ტრავმის სიმძიმეს ამოწმებდნენ. შემდეგ იგი წამოდგა და კოჭლობით გასახდელში შევიდა. საიდანაც მალევე გამოვიდა და ყინულდადებული ფეხით "მსოფლიო" ნაკრებს შეუერთდა. ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო და სანიკიძე ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ ამ შეჯიბრების დროს მოედანზე მის ნაცვლად იბრაჰიმ ჯაბერი გამოვიდა. ჩატენვების კონკურსი, როგორც მოსალოდნელი იყო, "სისარის" ამერიკელმა ლიდერმა ჯეიმს უაითმა მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ოლ სტარი" იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 90:88.

ვიდრე ტრავმაზე ლაპარაკს განვაგრძობდეთ, ვარსკვლავთა მატჩში ვიქტორის მონაგარს გაგაცნობთ: 6 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი... მიუხედავად იმისა, რომ სულ 6 წუთი ითამაშა, სანიკიძემ "ოლ სტარში" თავისი სიტყვა მაინც თქვა - მისი ჩატენვა პირველი ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მომენტი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ვიქტორი ბოლონიაში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდება და ტრავმის ხარისხიც დადგინდება. ბოლონიელებსაც და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და სანიკიძე 20 მარტს "ვარეზესთან" იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ითამაშებს. ბოლონიელებისთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა