საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების წევრები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების წევრები ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან და იქაურ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ.

ეკატერინე გორგოძე მარსელის (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ წრეში თავისუფალი იყო. მომდევნო ორ შეხვედრაში მასპინძლებს - მაუდ ვიგისა (6:4, 6:0) და მარი ტემინის (4:6, 6:4, 6:2) აჯობა, რითაც ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. სტარტზე იგი მე-5 ნომრად განთესილ დალილა იაკუპოვიჩთან (სლოვენია) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში გორგოძე ალონა ფომინასთანაა (უკრაინა) შეამხანაგებული. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ წრეში მიხაელა ჰონკოვა (სლოვაკეთი) და შერაზად რეი (საფრანგეთი) დაამარცხა - 6:3, 7:5, მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ ნათელა ძალამიძესა და ვერონიკა კუდერმეტოვას (ორივე-რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა "ველური ბარათით" მიწვეული ალექსანდრა დულგარუ (რუმინეთი) და ანჰელინა კალინინა (უკრაინა) ჩამოიშორეს გზიდან - 7:6, 6:1.

უზბეკურ ნამანგანში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდის ძალებს მარიამ ბოლქვაძე. ერთეულთა თანრიგში მან პირველი ბარიერი გადალახა: რუსი ალიონა ტარასოვა დაჯაბნა - 6:2, 6:1. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე იქნება მასპინძელი ნიგინა აბდურაიმოვა, რომელსაც განთესვით მესამე ნომერი აქვს. ამ უკანასკნელმა გუშინ ანასტასია გასანოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:3, 6:2. ქართველ ჩოგბურთელს რევანშის შანსი ეძლევა, რადგან წყვილებში ქსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ნიგინა აბდურაიმოვასა და ქსენია ლიკინასთან (რუსეთი) დამარცხდა - 4:6, 2:6.

ბრეშას (იტალია) 60.000-იან ტურნირში დღეს ჩაებმება სოფიო შაფათავა - იგი კატალინა პელას (არგენტინა) ეთამაშება. წარმატების შემთხვევაში მონტსერატ გონსალესსა (პარაგვაი) და მარტინა ტრევისანს (იტალია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ, წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 228 (244). სოფიო შაფათავა (236), 360 (358). ეკატერინე გორგოძე (114), 518 (509). მარიამ ბოლქვაძე (57), 690 (682). სოფიო ქვაცაბაია (30), 878 (868). ოქსანა კალაშნიკოვა (14).

წყვილები. 67 (65). ოქსანა კალაშნიკოვა (1200), 213 (210). სოფიო შაფათავა (302), 239 (233). ეკატერინე გორგოძე (255), 482 (481). სოფიო ქვაცაბაია (91), 582 (578). მარიამ ბოლქვაძე (65), 722 (728). თათია მიქაძე (37), 1287 (1274). ლანა კენჭიაშვილი (3), ანა შანიძე (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს