ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ორი ქართული მაკეკოში ნაგოიაში

ორი ქართული მაკეკოში ნაგოიაში

ნაგოიაში კიდევ ერთი ქართული მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი) დაფიქსირდა

ნაგოიაში კიდევ ერთი ქართული მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი) დაფიქსირდა - ელიტის დებიუტანტმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ორთაბრძოლა წააგო და უარყოფით ბალანსს დარჩენილ ორ დღეში ვეღარ გამოასწორებს. 202-კილოგრამიანი გაგამარუ იოშიკაძემ ცაციათი შესრულებული სუკუინაგეთი დააგდო. არადა, სწორედ მარცხენა ხელზე გაიკეთა ოპერაცია ტურნირის წინ იაპონელმა. ასე რომ, გაგამარუს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. კიდევ კარგი, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა და გავარდნა არ ემუქრება. დღეს ქართველი "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარის (8-5) შეერკინება. იაპონელთა უსაყვარლეს რიკიშის გაგამარუ კარიერაში პირველად შეხვდება.

ელიტაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც მონღოლი ტოკიტენკუ უვატენაგეს ილეთით დააგდო. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ელიტის ყველაზე ახალგაზრდა რიკიშია, მან ძალიან მალე მიაღწია 100-მოგებიან ნიშნულს. ზოგადად, ლევანის იაპონური კარიერა რომ წარმატებულია, ცხადია, თუმცა ამ ბაშოზე ჩვენებურმა მიზანს ვერ მიაღწია - კომუსუბის ტიტული ვერ შეინარჩუნა. ტოკიტენკუს დამარცხებით ლევანმა კარიერის ანტირეკორდის (3 მოგება ბაშოზე, 2008 წლის კიუშუს ბაშო) გამეორება აირიდა. დღეს ტოჩინოშინი შეეცდება, იოშიკაძეზე გაგამარუს ჯავრი იყაროს. აქამდე ლევანი, როგორც წესი, იოლად უგებდა იოშიკაძეს - 4:1.

კოკაი (ლევან ცაგურია) კარგად ასპარეზობს, გუშინ მან მონღოლ ტოკუსეგავას გვერდში ზუსტი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ თავი ვეღარ შეიმაგრა — 7-6 და "შავ ზღვას" მორიგი გამარჯვება კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) დაუბევებს. ქართული სუმოს პიონერს კაჩიკოშის მიღწევა დღესვე შეუძლია, თუკი "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს (6-7) დაამარცხებს. ისე, ტაკეკაძე მისთვის მეტად უხერხული მეტოქეა - 4:9 ურთიერთშეხვედრებში.

გუშინ იოკოძუნა ჰაკუჰომ ზედიზედ 45-ე გამარჯვება იზეიმა, თუმცა ტურნირის მოგება ორი დღით ადრე მაინც ვერ დაიბევა. თავისი ბრძოლა მოიგო მე-13 მაეგაშირა ჰომაშომ (11-2) და ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. დიდი მონღოლის მეტოქე პირველი ევროპელი ოძეკი კოტოოშუ იყო, ბულგარელმა გოლიათმა სამჯერ სცადა შიტატეს ილეთის განხორციელება, მაგრამ დიდმა ჩემპიონმა სამჯერვე დაიცვა თავი. როცა ბალკანელს ძალა გამოელია, ჰაკუჰომ უვატენაგე განახორციელა. ჰაკუჰომ ლეგენდარული იოკოძუნას, კაიჰოს შედეგი გაიმეორა (ზედიზედ 45 გამარჯვება). ახლა ულანბატორელ მიონხბატ დავააჯარგალს ჩიონოფუჯის რეკორდი აქვს დასამხობი (53 გამარჯვება), თუმცა არც ეს არის რეკორდი სუმოში - იოკოძუნა ფუტაბაიამამ 1936-1939 წლებში ზედიზედ 69 ორთაბრძოლა მოიგო. ძურიოს დივიზიონის გამარჯვებული უკვე ცნობილია - მე-3 ნომერმა მასაცუკასამ 12-1 ბალანსი დააგროვა და კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა, თან ელიტის საგზურიც მოიპოვა.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (ოკურიდაში), ჰომაშო-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰაკუბა (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ (უვატენაგე), არანი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ასასეკირიუ-კაკიძოე (კოტენაგე), კიტატაიკი-ამინიშიკი (უბრძოლველად), კაკურიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ვაკანოსატო-მოკონამი (იორიკირი), კოკაი-ტოკუსეგავა (ცუკიოტოში), იოშიკაძე-გაგამარუ (სუკუინაგე), ჰოკუტორიკი-შიმოტორი (ჰატაკიკომი), ტოსაიუტაკა-შოტენრო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტამაასუკა (სუსოჰარაი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), მასაცუკასა-ტამავაში (იორიკირი), ბუშუიამა-კოტოკასუგა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

13-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

11-2: ჰომაშო (მაეგაშირა 13).

10-3: კაკურიუ (მ 6).

9-4: კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), არანი (მ 2)... 7-6: კოკაი (მ 12)... 5-8: გაგამარუ (მ 12)... 4-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XIV დღე: ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-ტაკამისაკარი, კოკაი-ტაკეკაძე.

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის