ტიოტეს სიკვდილმა ძველი ტრაგედიები გაგვახსენა
შეიკ ტიოტეს სიკვდილმა საფეხბურთო კლუბ "ბეიჟინგ ენტერპრაიზერსის" ვარჯიშზე, მთელს მსოფლიოში შოკი გამოიწვია. ინგლისის "ნიუკასლისა" და კოტ დ'ივუარის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვერ გადაადრჩინეს. ვიხსენებთ, 30 წლის ტიოტეს კოლეგებს, რომლებიც, მოულოდნელად, მინდორზე დაიღუპნენ.

მარკ-ვივიენ ფოე

2003 წლის ივნისი

ფეხბურთელის უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ლაპარაკობდა, 2003 წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ, საფრანგეთში კონფედერაციათა თასი იმართებოდა. ნახევარფინალში კამერუნის ნაკრები კოლუმბიასთან თამაშობდა. მარკ-ვივიენ ფოემ, რომელიც აფრიკაში თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნეოდა, უპრობლემოდ ირბინა 70 წუთი, რის შემდეგაც, მოულოდნელად, მინდორზე დაეცა.

რაღაც დროის განმავლობაში ის სუნთქვას აგრძელებდა, მაგრამ მალე შეწყვიტა. ექიმებმა მისი გულის ამუშავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილი მინდორზე დაცემიდან 45 წუთში დაფიქსირდა. მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მიკლოშ ფეჰერი

2004 წლის იანვარი

ფოეს კოშმარული შემთხვევიდან ზუსტად წელიწადნახევარში, კიდევ ერთი იდენტური ეპიზოდი მოხდა. 2004 წლის 25 იანვარს, ლისაბონის "ბენფიკაში" მოთამაშე მიკლოშ ფეჰერი უგონოდ დაეცა "გიმარაეშთან" პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში.

24 წლის ფეჰერი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თავისი გუნდის რამდენიმე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, 90-ე წუთზე კი საგოლე პასი მისცა. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მან ყვითელი ბარათი მიიღო შეტევის ჩაშლისთვის, თმები გაისწორა, მსაჯს გაუღიმა და... მინდორზე დაეცა. რამდენიმე წამის შემდეგ, მასთან პარტნიორმა მიირბინა. იმ მომენტში ფეჰერი უკვე აღარ სუნთქავდა.

წვიმის გამო, სამედიცინო პერსონალს არ შეეძლო დეფიბრილატორის გამოყენება, ამიტომაც გულის რეანიმირებას არაპირდაპირი მასაჟის გზით ცდილობდა. ექიმებმა სასწაული შეძლეს, ორჯერ აამუშავეს ფეჰერის გული, მაგრამ ის მესამედაც გაჩერდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა - პირველი კლინიკური სიკვდილიდან საათნახევრის შემდეგ. როგორც შემდეგ კლინიკის მთავარმა ექიმმა თქვა, უნგრელის გადარჩენის შანსი თავიდანვე არ არსებობდა. მას გულის თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა და მისთვის გამორიცხული იყო პროფესიულ სპორტში გამოსვლა.

ანტონიო პუერტა

2007 წლის აგვისტო

შემდეგი ასეთი შემთხვევა 2007 წლის აგვისტოში მოხდა. "სევილიას" 22 წლის მცველმა ანტონიო პუერტამ ცუდად იგრძნო თავი "რეალთან" ესპანეთის თასის მატჩის 35-ე წუთზე. მან გონება დაკარგა, მაგრამ ექიმების დახმარებით შეძლო გონს მოსვლა და დამოუკიდებლად დატოვა მოედანი.

უკვე გასახდელში პუერტამ გულის მეორე შეტევა გადაიტანა, რის შემდეგაც, ის სასწრაფოდ წაიყვანეს სევილიას ერთ-ერთ საავადმყოფოში. მომდევნო დღეს, კლუბის პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო გამოვიდა განცხადებით, რომ გულის დიდი ხნით გაჩერების მიუხედავად, პუერტას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ეს ოპტიმისტური განცხადება იყო. ექიმებმა ვერ შეძლეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ამ ცხოვრებისკენ შემობრუნება. 28 აგვისტოს ის გარდაიცვალა ისე, რომ გონს მოსვლა ვერ შეძლო. ამ ტრაგედიაში ხალხმა "სევილიას" სამედიცინო შტაბი დაადანაშაულა, რადგან პუერტას ადრეც ჰქონდა ვარჯიშებზე გულის წასვლის შემთხვევები, მაგრამ ამას საჭირო ყურადღება არ მიაქციეს.

სიკვდილის ოფიციალური მიზეზია - მიოკარდის ავადმყოფობა და გულის არითმია. ორი თვის შემდეგ, ფეხბურთელის მეგობარმა მარ როლდანმა იმშობიარა - ვაჟს აიტორ ანტონიო დაარქვეს, რომელსაც სამუდამო აბონემენტი აქვს "რამონ სანჩეს პისხუანის" სტადიონზე.

ენდურანს იდაჰორი

2010 წლის მარტი

2010 მარტში, მოულოდნელად გარდაიცვალა სუდანური კლუბის "ალ-მერეიჰის" ნიგერიელი თავდამსხმელი ენდურანს იდაჰორი. სუდანის თასის მატჩში 25 წლის ფეხბურთელი ცუდად გახდა. წაიქცა, გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყვიტა. იდაჰორი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, როცა საავადმყოფოში მიჰყავდათ. სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა.

პიერმარიო მოროზინი

2012 წლის აპრილი

საშინელი შემთხვევა მოხდა 2012 წლის აპრილში. იტალიის "ლივორნოს" ფეხბურთელი პიერმარიო მოროზინი მინდორზე დაეცა "პესკარას" წინააღმდეგ სერია B-ს მატჩში. იქამდე, სანამ გონებას დაკარგავდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში სამჯერ სცადა წამოდგომა და თამაშის გაგრძელება, მაგრამ ვერ შეძლო.

სტადიონის სამედიცინო პერსონალმა სწრაფად აღმოუჩინა მოროზინის პირველი დახმარება. გულის არაპირდაპირმა მასაჟმა არ უშველა, სხვა საშუალებებიც უსარგებლო აღმოჩნდა.

სასწრაფო დახმარების მანქანა მოროზინის წაქცევის ადგილას ვერ მიდიოდა, რადგან პოლიციის მანქანას ჰქონდა გზა ჩახერგილი. სტიუარდებს შუშის ჩამტვრევა მოუწიათ, რომ ის გადაეგორებინათ. საბოლოოდ, დახმარება ხუთი წუთით შეყოვნდა.

შემდეგ, მოროზინი საავადმყოფოში წაიყვანეს. ჭორების თანახმად, გზაში მისი გონს მოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც, გული ისევ გაჩერდა. ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მოროზინი 25 წლის იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ