ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ედინ ჯეკო: რომს ვერაფერზე გავცვლი

ედინ ჯეკო: რომს ვერაფერზე გავცვლი

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი "რომას" ბოლომდე უერთგულებს
ედინ ჯეკოს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა - 31 წლის ფორვარდმა სერია A-ში 29 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. ჯეკოს გადაბირება ევროპულ გრანდებს და აზიურ გუნდებს სურთ, თუმცა თავად ფეხბურთელი რომში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს. ჯეკომ განვლილი სეზონი შეაფასა და მომავალზეც ისაუბრა...

ბომბარდირი

კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა, რაზეც გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. სერია A-ში 29 გოლის შეგდება, ადვილი ნამდვილად არ არის და ამიტომ მაქვს საფუძველი, კმაყოფილი ვიყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომლებიც შესანიშნავი პასებით მამარაგებდნენ. იტალიაში ბრწყინვალე ფორვარდები ასპარეზობენ და იყო პირველი მათ შორის, შესანიშნავი შეგრძნებაა.

რომი

რომი ბრწყინვალე ქალაქია და ძალიან განსხვავდება მანჩესტერისგან. აქ ხალხი უფრო ტემპერამენტიანია და ცხოვრება დუღს. მანჩესტერში დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი, რომში კი ხშირად ვსეირნობ ქუჩებში. რომში ისეთი აურაა, რომ სახლში ვერ გაჩერდები - როდესაც ვარჯიშიდან სახლში ვბრუნდები, ცოტას ვისვენებ და შემდეგ, ოჯახთან ერთად ქალაქში გავდივარ.

არ დავმალავ, რომ რომში ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. ხშირად მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა სხვა გუნდში გადასვლას? - ამ ქალაქს ვერ შეველევი - იტალიის დედაქალაქში ყველაფერი მომწონს და მსურს, კარიერა "რომაში" გავაგრძელო.

გულშემატკივრები

"რომას" თითოეული გამარჯვება გულშემატკივრებს ეძღვნებათ, რადგან მათ გარეშე ჩვენ არაფერი ვართ. ჩემი და ქომაგების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. როდესაც ქალაქში ვსეირნობ, ხშირად მიწევს გულშემატკივრებთან ურთიერთობა და მათგან მხოლოდ კარგი მესმის: მოდიან, მეხუტებიან, ფოტოებს იღებენ და მადლობას მიხდიან - შეუძლებელია, რომ ეს არ დააფასო. საოცარია ის ატმოსფერო, რაც რომაული დერბის დღეს ქალაქში და სტადიონზე სუფევს - მთელი ქალაქი იცვლება და ჩვენც, ფეხბურთელები დიდი ენერგიით ვიმუხტებით.

სკუდეტო

ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სკუდეტომდე ბევრი დაგვაკლდა. მართალია, "იუვეს" სულ 4 ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ ტურინელებს მთელი სეზონი დიდი ფორა ჰქონდათ. "იუვე" უძლიერესი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და თუ ტურინელების გადასწრება გვსურს, მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. ერთი თვეც რომ ჩაგივარდეს, ჩათვალე, საჩემპიონო რბოლას ჩამოშორებული ხარ.

ესაა რეალობა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ. კარგი იქნება თუ ზაფხულში გავძლიერდებით, რადგან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც გვიწევს ასპარეზობა. ორ ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას დიდი რესურსი და ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა ყველა ფეხბურთელის საოცნებო ტურნირია. საბედნიეროდ, სერია A მეორე ადგილზე დავასრულეთ და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პლეი ოფის გარეშე მოვხვდით.

მას შემდეგ, რაც სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოვშორდით, სწორედ ეს იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი. ჩემპიონთა ლიგას მთელი საფეხბურთო მსოფლიო ადევნებს თვალს და იქ წარმატების მიღწევა განსაკუთრებულად ფასობს. ამასთან, ლიგაში ასპარეზობა კლუბისთვის დიდ შემოსავალს ნიშნავს, ეს კი სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რისი მიღწევა შეუძლია "რომას" ჩემპიონთა ლიგაში? - თითოეულ შეხვედრაში მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ფრანჩესკო ტოტი

ფრანჩესკო ტოტი საოცარი ფეხბურთელი და ბრწყინვალე ადამიანია. სიმართლე გითხრათ, "რომა" მის გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. "ჯენოასთან" მატჩის წინ, ფრანჩესკომ ბოლო ვარჯიში გამართა და ბოლომდე დაიხარჯა - თავი არ დაუზოგავს. სწორედ ესაა პროფესიონალიზმი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ვამაყობ, რომ ფრანჩესკო ტოტის მხარდამხარ არაერთი მატჩი ჩავატარე.

სპალეტი და ახალი მწვრთნელი

ლუჩანო სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია და ჩემი აზრით, მან ნაყოფიერად იმუშავა. ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, თუმცა მათ შორის სპალეტი ტაქტიკურად ყველაზე უკეთ განსწავლულია. ვიცი, რომ კლუბის მესვეურებმა მაქსიმუმი გააკეთეს მის შესანარჩუნებლად, მაგრამ გზები მაინც გაიყო. რაც შეეხება ახალ მწვრთელს, კონკრეტული არაფერი ვიცი, ჭორებს კი არ მინდა ავყვე.

დარწმუნებული ვარ, კლუბის მესვეურები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მოიწვევენ მწვრთნელს, რომელიც გააძლიერებს გუნდს. რაც შეეხება ტრანსფერებს - ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება, თუმცა გაძლიერება არც ერთ გუნდს არ აწყენს; თუ სკუდეტოსთვის გვინდა ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლა, უნდა გავძლიერდეთ.

სამომავლო გეგმები

რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? - იქამდე დიდი დროა და სიმართლე გითხრათ, ამაზე არც კი მიფიქრია. რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, როგორც აღვნიშნე, ჩემი გეგმები მხოლოდ "რომას" უკავშირდება. იმედია, იტალიის დედაქალაქში კიდევ დიდ ხანს დავრჩები და წარმატებებს მივაღწევ. დროა, ჩვენი ერთგული გულშემატკივრები დიდი გამარჯვებით გავახაროთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს

ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა