დაკავებულ ქართველ სპორტსმენებზე კომენტარი ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა იოსებ კობერიძემ გააკეთა
რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს და ყველაფერი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა იოსებ კობერიძემ განუცხადა.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ხურციძეს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის იყოს, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს.

"ინფორმაცია მოგვაწოდეს, გავაანალიზეთ და განვიხილეთ, რის შემდეგაც არის ასეთი ვერსიები, რომ შესაძლოა, უბრალოდ, სახელი და გვარი ემთხვეოდეს ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა.

რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი. ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა, ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, რომლის შესახებაც ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის სავარაუდოდ ისიცაა, კობერიძე მის შემთხვევაშიც დარწმუნებულია, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

"მაყაშვილიც კარგი მებძოლი, წარმატებული ბიჭია. მაგაზეც ეჭვი მეპარება. უზრუნველყოფილი იყო. არ უჭირდა. ჩემი აზრია, რომ ნამდვილად მასაში მოყვნენ", - აღნიშნა კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა.

- "დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"

- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...

ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაუპირისპირდეს.

Zaza
წარმატებული ბიჭია და მეგობრობს ყველა ავთოსთან მათ შორის ქურდებიც,კაცს ვარჯიშის მეტი არაფერი უკეთებია მის ცხოვრებაში და რა კრიმინალზეა საუბარი,მიტო ხო არ უნდა დაიჭირონ რომ მეგობრები ავტორიტეტები ყავს,მაშინ ქუთაისიდანაც უნდა გადასახლდეს მაგი სადაც ცხოვრობს 80 პროცენტი კრიმინალია ან ქურდი,(უბანი გორა)ესეიგი კაცს გამარჯობა არ უნდა უთხრა ასე გამოდის.ავთო მაგრად დადექი გენაცვალე ყველაფერი კარგად იქნება,იმრავლოს შენისთანა ქართველებმა საქართველოში,შენ არც უფულობას და არც ფულს გადაურევიხარ და წარმატებების მიუხედავად თავი გვერდზე არ გაგიწევია და არ დაგივიწყებია ახლობლები,ალბათ მიტო დაგემართა დზმა კაცურად რომ ცხოვრობ და ზოგზოგიერთი არაკაცივით რომ არ ცხოვრობ.
ნოდი
მასაში მოყვნენო, გვამცნობს ბატონი. საინტერესოა, ამ "მასაში" ქართველების გარდა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მოყვნენ? თუ ასეა, მაშინ...ლოგიკური კითხვაა ხომ!!
გოგა
იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი.... ოოოოოოოოო!!! კომენტარის გარეშე დავტოვებდი, მაგრამ ძალიან მიამიტური, უფრო სწორად ბავშვური აზროვნებაა. მაგ ლოგიკით ყველა ქურდი (განსაკუთრებით კანონიერი), სპეტაკად უნდა ცხოვრობდეს, მათ ხომ დიდი ფული აქვთ უკვე ნაშოვნი. კარგით რა ისებ!!! აქ მთავარი ისაა, რომ მართლაც გაუგებრობა იყოს და გამოუშვან ეს სპორცმენები.
გიორგი
ეჰ სოსო შენც კარგად იცი რომ ფულის ქონა არგუმენტი არ არის როცა საქმე ორგანიზებულ დანაშაულს ეხება
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
ლევან მაყაშვილი - პირველი ქართველი მებრძოლი UFC-ში, გასაოცარი სტატისტიკით [GIF]
ავთანდილ ხურციძის დედა: ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს
რაზე საუბრობდნენ ლევან მაყაშვილი და მისი მოწინააღმდეგე ბრძოლის დროს
პიტბულივით შეუპოვარი - ტრაგიკულად დაღუპული გურამ გუგენიშვილის გახსენება
8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ ყველა შევჭამო - მაყაშვილი რუს თემიროვს შეხვდება [PHOTO]
ლევან მაყაშვილმა მოწინააღმდეგე "ნაგლი" საქციელისთვის დასაჯა და სასტიკად დაანოკაუტა! [VIDEO]
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს