მეკარემ, რომელმაც კარიერა 2010 წელს დაასრულა, ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი გააფორმა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა, რომელმაც კარიერა 2010 წელს დაასრულა, ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტს 2010/11 წლის სეზონის ბოლომდე ხელი მოაწერა.

41 წლის ლემანი, რომელიც "არსენალში" 2003-დან 2008 წლამდე თამაშობდა, ერთბაშად ორი გოლკიპერის ტრავმის გამო რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ კლუბში დაბრუნდა. "არსენალის" ოფიციალურ საიტზე ლემანთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.

"არსენალის" ძირითადმა მეკარემ ლუკაშ ფაბიანსკიმ 2011 წლის იანვარში მხრის ტრავმა მიიღო და მწყობრიდან სეზონის ბოლომდე გამოვიდა. ამის შემდეგ ძირითადის მეკარე ვოიცეხ შჩესნი გახდა, თუმცა 8 მარტს "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" თითი დაიშავა და გუნდს ვეღარ დაეხმარება.

შედეგად "არსენალის" შემადგენლობაში მხოლოდ 33 წლის ესპანელი მეკარე მანუელ ალმუნია და კლუბის იუნიორთა გუნდის გოლკიპერები დარჩნენ. "არსენალს" "ჰალ სიტიში" იჯარით გაშვებული ვიტო მანონეს დაბრუნებაც შეეძლო, მაგრამ ისიც ტრავმირებულია.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში "არსენალის" ძირითადი მეკარე ალმუნია, ლემანი კი სარეზერვო გოლკიპერი იქნება.

ლემანმა "არსენალის" შეამდგენლობაში 2004 წელს ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, 2005 წელს - ინგლისის თასი, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალურ მატჩში. გერმანელი მეკარე "შალკეში", "მილანსა" და დორტმუნდის "ბორუსიაში" გამოდიოდა, კარიერა კი "შტუტგარტში" დაასრულა. გერმანიის ნაკრებში ლემანმა 61 მატჩი ჩაატარა და ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა