"კარპატის" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლვოვის კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის 31 მაისამდე გააგრძელა
"კარპატის" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სანდრო გურულმა ლვოვურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის 31 მაისამდე გააგრძელა.

"არაფერია გასაკვირი - ლვოვშიც ბედნიერი ვარ და "კარპატშიც". აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, ისევე როგორც ჩემი ცოლი. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ახლა მხოლოდ თამაში მრჩება, რადგან ტრავმა, რომელიც ესპანეთში მივიღე, აქამდე მოსვენებას არ მაძლევდა. სათამაშოდ უკვე მზად კი ვარ, მაგრამ არა - 100 პროცენტით. ამიტომ პირველ ორ ოფიციალურ მატჩში მოედანზე არ გამოვსულვარ - მწვრთნელს თავად ვთხოვე, კიდევ ცოტა დრო მოეცა, რათა ჯანმრთელობა მთლიანად აღმედგინა.

ვფიქრობ "სევასტოპოლთან" მატჩისთვის უკვე ბოლომდე მზად ვიქნები და მივიღებ თუ არა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში, ამას უკვე ოლეგ კონონოვი გადაწყვეტს.

გუნდში ახლა ძალიან სერიოზული კონკურენციაა, თუმცა ის ატმოსფეროს არ აფუჭებს. სწორედ ამიტომ კონტრაქტი ისე გავაგრძელე, არც დავფიქრებულვარ. თუმცა რჩევა მამას ვკითხე, მანაც ეს გადაწყვეტილება მაშინვე მომიწონა - რა არის აქ საფიქრალი? რატომ უნდა წახვიდე სადმე იმ ადგილიდან, სადაც ბედნიერი ხარ?

ლვოვი ძალიან მომწონს, მსიამოვნებს, რომ ქუჩაში ფანები მოდიან და წარმატებას მისურვებენ - ეს შესანიშნავია!

"კარპატი" ის გუნდია, რომელიც ევროპაში თამაშობს. როდესაც ერთხელ ევროთასებზე მოხვდები, კვლავ გსურს იგივე გაიმეორო. მით უმეტეს "კარპატმა" საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება მომცა, რაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. აი, ახლა, ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის ხორვატიისა და ისრაელის წინააღმდეგ და თემურ ქეცბაიასგან გამოძახებას ველი", - განაცხადა გურულმა.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიამ სანდრო გურული ხორვატიასთან გამოძახებულ შემადგენლობაში უკვე შეიყვანა.

მომზადებულია fckarpaty.lviv.ua-ს მიხედვით

ასდფჰჯ
რა კაშია,რის კაშია ნაღდი გვარი ხინჩაგაშვილია!
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის