ზაზა ქართველ კალათბურთელებს სახელის მოპოვებაში დაეხმარება
NBA-ს ფინალურ სერიაში მედიის ყურადღების ცენტრში, სხვებთან ერთად, ფინალის მონაწილე ზაზა ფაჩულიაა მოქცეული.

ამჯერად, მისი ინტერვიუ SFGate-მა გამოაქვეყნა:

"ზაზა ფაჩულია 90-იანი წლების საქართველოში ეუფლებოდა კალათბურთს, უფანჯრო დარბაზებში, სადაც არ იყო გათბობა და მას ხშირად ხელთათმანის ჩაცმა და ქუდის დახურება უხდებოდა. იმ ადგილზე ახლა ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაა, სადაც 500 ბავშვი ეუფლება კალათბურთს, არის ოთხი დარბაზი და კარგი პირობები, პარკეტი კი თვით "ბრედლის სენტერიდანაა" წამოღებული, სადაც ფაჩულია "მილუოკიში" თამაშისას ასპარეზობდა. საფარი 267 ნაწილად დაშალეს და გემით წაიღეს საქართველოში", - წერს საიტი.

"იმედი მაქვს, რომ ბევრი ქართველი გახდება ცნობილი კალათბურთელი. მე მათ დავეხმარები, გადავიდნენ ევროპულ ჩემპიონატებში, NBA-ში. კალათბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს", - განაცხადა ფაჩულიამ.

როცა ფაჩულია 7 წლის იყო, მისმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ინფრასტრუქტურის აღდგენა დასჭირდა. მაშინ წყალი და ელექტროობა დიდ სიმდიდრედ ითვლებოდა, ამერიკული TV არხი კი - ფუფუნება. ერთხელაც, როცა ზაზა NBA-ს ფინალს უყურებდა "ჩიკაგო ბულსის" მონაწილეობით, მან გაიფიქრა: "შევძლებ მეც აქ თამაშს?" - სწორედ ასეთი ოცნება აქვს ათასობით ბავშვს საქართველოში.

"კალათბურთის აკადემიაში მოთამაშე ბავშვები ჩემი მეგობრები არიან. ისინი მართლაც ბევრს შრომობენ. ისინი ამ ფინალურ სერიას დიდხანს ელოდნენ, ამაში დარწმუნებული ვარ", - აცხადებს ზაზა.

Papai
მართლა არ მესმის არ გახარებდეს ზაზას წარმატება. გასაგებია რომ ზაზა არაა სუპერსტარი და არც სანახაობრივ კალათბურთს არ თამაობს, მაგრამ მხოლოდ მისი შრომის დამსახურებაა რომ გოლდენის სასტარტოშია. საქართველოს სახელია და ისტორიაშიც შევა რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი ყავს. ღმერთმა იცის ეგ კიდევ როდის მოხდება
lado
გოლდენ სტეიტში და მილანში რო ითამაშებ ეგ უკვე დიდი დამსახურებაა ჩემო ძმაო. ასერომ ნუდაუკარგავთ დიდ შრომას ნურც ზაზას და ნურც კახას.
ერთი წუთით
აქ ისეთ კომენტარებს წააწყდები ენა არ ამოგიბრუნდება კარგის სათქმელად. ჩვენი ერის შვილია.ჩვენ დედაენაზე გაზრდილი. თავისი შრომით და თავდადებით მიაღწია ჯერ ნბა-ს ეხლა უკვე საფინალო თამაშს. ერთი ნაბიჯი აკლია ბეჭდამდე რომლის გამოც 5 ჯერ უფრო სარფიან წინადადებაზე უარი თქვა სპორცმენობა დაამტკიცაა და ყველა ჩვენთაგანი გვასახელა. მაგრად მიკვირს თქვენი როგორ ან რითი კვებავთ ამდენ ბოღმას. ხო საზიზღრად იქცევით მე პირადად თითოეული თქვენთაგანის გამოსწორება, გამარჯვება და წარმატება გამიხარდებოდა. და ეს ვითომ ობიექტურობა და რაღაც იდეები თუ არ გასვენებთ იმდენს მაინც მიაღწიეთ რომ თქვენ აზრს ფასი და რამე ღირებულებითი მხარე გააჩნდეს.ქაღალდი მაინც ჩააგდეთ ნაგვის ურნაში
მირიანი
ყველა ბოღმიანისა და "ვაიგულშემატკივრის" საყურადღებოდ! ნუ იქნებით სტივ კერსა და გოლდენ სტეიტის მენეჯმენტზე ჭკვიანები, მათ რა არ იციან ვინ მიიყვანეს გუნდში სასტარტო ცენტრად?!

iseti gundelebi gkavs ki unda shedzlo erti egaa sheni damsaxureba da meore kaladzes ligis mogeba :D :D magram mainc gbaleshikobt
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ