თათია მიქაძე 2007 წლის შემოდგომის შემდეგ თითქმის ორი წელიწადი აღარ მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში

თათია მიქაძე 2007 წლის შემოდგომის შემდეგ თითქმის ორი წელიწადი აღარ მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. არადა, მაშინ იმ ასაკისა იყო (19-21 წლის), როცა ჩოგბურთელის პროფესიული კარიერა იწყება. მიქაძე იძულებით შესვენებამდე გამოირჩა ნიჭით - 2004 წელს (16 წლისამ) დიდებში პირველი ტურნირი მოიგო, მან და ნანა უროტაძემ წყვილთა ბადეში გაიმარჯვეს სტამბოლში (10 ათასი დოლარი). 2007 წელს მიქაძემ პირველი ტიტული მოიპოვა ერთეულებში, 19 წლისამ თბილისის ტურნირის (10 ათასი დოლარი) ფინალში თინათინ ყავლაშვილი დაამარცხა. შემდეგ კი ნიჭიერი ჩოგბურთელი დაიკარგა. საბედნიეროდ, მან კორტებზე დაბრუნება შეძლო და თან წარმატებითაც (ზოგიერთი თანამემამულისგან განსხვავებით). წლეულს, ივნისში თათიამ სოფიო შაფათავასთან დუეტში ბუხარის (უზბეკეთი, 25 ათასი დოლარი) ტურნირი მოიგო. დღეს კი ახლოსაა კარიერის მე-4 ტიტულთან - მიქაძე ხარკოვის 25-ათასიანი ტურნირის ფინალშია გასული.

უკრაინაში მიქაძე, რომელიც მსოფლიოს 343-ე ჩოგანია, მე-8 ნომრად განთესეს. მან ზედიზედ სამი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მე-4 ნომრად განთესილ რუს იულია კალაბინას (296) შეხვდა. 20 წლის კალაბინა შემორჩენილთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგისა იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მიქაძემ მას ორ სეტში მოუმთავრა საქმე - 6:3, 6:4. ფინალში მას კიდევ ერთი რუსი ელის, მე-6 ნომრად განთესილი 19 წლის ნატალია რიჟონკოვა (304). ჩვენებურმა უკვე გაინაღდა 34 სარეიტინგო ქულა და თუკი ფინალსაც მოიგებს, "ყულაბას" 50 ქულით დაამძიმებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი დაახლოებით 280-ე ჩოგანი გახდება, რაც უკვე სერიოზული შედეგია.

ფრანგულ ლე კონტამინ-მონტოიეში (25 ათასი დოლარი) მერვედფინალში მასპინძელ ოდრი ბერგოსთან (330) დამარცხდა სოფიო ქვაცაბაია (400) - 3:6, 5:7. ქვაცაბაია ფრანგული ალპებიდან ესპანეთის ზღვისპირა ქალაქ ვიგოში გაემგზავრება, სადაც 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა