რუსმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ვერ ითამაშებს "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირზე - უიმბლდონზე. როგორც მარიამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომელიც მან მაისში, რომის ტურნირის დროს მიიღო. მაშინ, ამ დაზიანების გამო, შარაპოვამ ვერ დაასრულა შეხვედრა ხორვატ მირიანა ლუჩიჩთან.

"დამატებითი გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბარძაყის კუნთის დაზიანება არ მომცემს საშუალებას - მონაწილეობა მივიღო ბალახის ტურნირებში და ვითამაშო უიმბლდონზე. გავაგრძელებ აღდგენას და ჩემი მომდევნო ტურნირი იქნება სტენფორდი", - დაწერა შარაპოვამ.

უიმბლდონის ტურნირი 3 ივლისს დაიწყება.

სხვათა შორის, გუშინ ასევე გაირკვა, რომ შარაპოვა ამერიკის ღია პირველობამდე ვერ მოასწრებს ქულების იმ რაოდენობის დაგროვებას, რომელიც ძირითად ბადეში გამოსვლის საშუალებას მისცემს. ასე რომ, რუსი ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდს უნდა დაელოდოს, ან კვალიფიკაცია გაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა