"შეიცვალა ის მახინჯი მენტალობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დანერგილი - წაეყვანათ საქომაგოდ ნათესავები, მეზობლები, ძმაკაცები..."
11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს მოლდოვაში "ქართული სპორტის ქომაგებმა" უგულშემატკივრეს.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

უსახსრობის გამო საქართველოს ნაკრებს უცხოეთში ქომაგი დიდი ხანია, აღარ გაჰყოლია. მოლდოვურ ვოიაჟზე ინფორმაცია თავად "ქომაგებმა" გაავრცელეს.

"ოცნებებზე წერა სასიამოვნოა, განსაკუთრებით, თუ საქმე ახდენილ ოცნებას ეხება. არ ვიცით, რა ემოციას დაუტოვებს ეს ნაწერი მკითხველს, მაგრამ ვიცით, რომ უნდა დავწეროთ, ვიღაცას უნდა გავუზიაროთ ის დადებითი მუხტი, რომელიც გვაქვს.

2017 წლის 10 ივნისს 30 ქომაგი მოლდოვაში გავემგზავრეთ, რაც ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით შევძელით და ძალიან ახლოს ვართ ოცნებასთან, რომელიც 11 ივნისს ასრულდება. ოცნებასთან, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ასე მიიწევდა. დიახ, ჩვენ წავალთ და სამშობლოს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენთ, ხმების დაწყვეტამდე ვუქომაგებთ ჩვენს ბიჭებს, გავაკვირვებთ მასპინძლებს ჩვენი მონდომებით, ავაფრიალებთ ქართულ დროშებს ყველაზე მაღლა და თუ საჭირო იქნა, წაქცეულ მოლდოველს წამოვაყენებთ, მოვიკითხავთ და საქართველოშიც დავპატიჟებთ.

ეს ქართული სპორტისათვის უპრეცედენტო ფაქტია. ცხადია, წლების განმავლობაში, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ქართველები მიემგზავრებოდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ან სპორტსმენთა ვიწრო სანათესაო წრით შემოიფარგლებოდა, ან ინდივიდუალური მგზავრობით და ემიგრანტებიც ქომაგობდნენ.

თუმცა ეს იქნება პირველი სერიოზული სანაკრებო გასვლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ალბათ, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

როგორც იქნა, შეიცვალა ის მახინჯი მენტალობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დანერგილი - წაეყვანათ საქომაგოდ ნათესავები, მეზობლები, ძმაკაცები და ა.შ. რისთვისაც ალალი და დამსახურებული მადლობა ეკუთვნის სფფ-ს და მის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ ოცნების ასრულების ინიციატორი თავად იყო.

ამჯერად საქართველოს ნაკრებს ნამდვილი ქომაგები დაუჭერენ მხარს, ვინც ბოლო ათწლეულია მუდამ გვერდში უდგანან შინაურ კედლებში", - ვკითხულობთ "ქართული სპორტის ქომაგების" გვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaigulSematkivari
ეგ ფული ფეხბურთზე დახარჯეთ

ვინც დაიღAლა ნუღA უყურებს. და აღარც იწუწუნწბს.
irakli Apkhaidze
ძალიან მაგარი აქცია იყო დაიმედია ეს ერთჯერადი არ იქნება! ამას შეუქცევადი ხასიათიმ უნდა მიეცეს! თუ სფფ გასვლითი თამაშების გამგზავრების ორგანიზებას მოახდენს ეს იქნება ერთი დიდი პლუსი და მონაპოვარი ამ ხელმძღვანელობის! შესაძლებელია მემორანდუმის გაფორმებაც რომელიმე წამყვან ტურ-ოპერატორთან ვინც შეღავატიან ფასებში სტადიონზე დასწრების გარდა 1-2 დრიან ექსკურსიასაც დაგეგმავს. მოკლედ ვარიანტებს რა გამოლევს. ხო და აბა ტქვენ იცით. ისე პირველი გასვლას არც თუ ისე წარუმატებელი იყო, მე ჩვენების დაქაჩული 2 ბურტიანი ფორა ჯერ არ მახსოვს
dagruzuli
თამაშებს თქვენ ვერ იგებთ და ქომაგები რაში გჩირდებათ? დავიღალეე უკვე ძალიან ამ უმსგავსობით და ამდენი იმედგაცრუებით
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
"ქართული სპორტის ქომაგების" პერფორმანსი საქართველო-მოლდოვის მატჩზე [PHOTO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"ქართული სპორტის ქომაგები": მოლდოველებმა, ჩვენზე მეტად თქვენ გეკუთვნოდათ მოგებაო...
"ეპიდვითარება დასტაბილურდა, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი" - "ქართული სპორტის ქომაგები"
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება