"გოლდენ სტეიტმა" ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.

იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით

იხილეთ ფოტოგალერეა

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!

Zorgo
რაის ვერის ბაღი სპორტის სასახლე აღარ აქვს კალათბურთს :))))ხან ევროვიზიაა და ხან სტუდია თელა მეჯლისობს. ვერის ბაღის დარბაზი ხომ საერთოდ წლებია აღარ არის საკალათბურთო. გარემონტდა საოლიმპიადოთ და ისიც უგათბობო. ხთფუ
vaxoia
არ შეგიძლიათ ერთი დღე მაინც მოგვაშოროთ ეს მარაზმატიკი აქედან და არ გვიშალოთ ნერვები???
vaxo
ნიკო-ჯან აბა გადახედე სხვა გუნდებს და თუ ნახავ სასტარტოს მოთამაშეს,რომელსაც 15 წუთი ეძლევა სათამაშო დრო. ეს ფაჩულიას ბრალი არ არის.ის ნაყოფიერია ამ დროის მანძილზეც,ოღონდ თავისი დონის ფარგლებში.თქვენ კი მისი შესაძლებლობების გაათმაგებას ცდილობთ. ბუზს სპილოდ ნუ აქცევთ მეთქი ამას გავყვირივარ აქ თვეებია,თორემ ზაზა მშვენიერი სპორტსმენი და პროფესიონალია.ეს კომენტარები რომ წაიკითხოს დარწმუნებული ვარ დამეთანხმება ყველაფერში.
ნოდი
vaxo - "ვულოცავ ფაჩულიას ნანატრ ბეჭედს.ყოველთვის ვწერდი რომ ეს გარდაუვალი იყო,ასეთი გუნდით ათუაშვილიც გახდებოდა ჩემპიონი". ასეთი "გულწრფელი" მოლოცვა, ძალზე იშვიათია მოყვასის მხრიდან (მოყვასია კი!!). ათუაშვილის საწინაამღდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს vaxo რომ იშვიათი ეგზემპლიარია, ფაქტია. მე მგონი გვეკაიფება და ამით ხარობს. შეეშვით რა!!!!
ნიკო
vaxo-"ჯან". კალათბურთელი, რომელიც სასტარტო ხუტეულშია და რომელსაც საშუალოდ 14-18 წუთი ეძლევა სათამაშოდ, სტატისტის როლს როგორ არგებ ტო!!! იძახი კალათბურთის ზნატაკი და ვერის ბაღის ბინადარი ვარო, მაშინ ამიხსენი, სტატისტი რას ნიშნავს? ყველა კარი ან დიურანტი ხომ არ იქნება!!! ეს ვინაა ტო!!! ინფაქტი დამმართა უკვე!!!
vaxo
მე გავასწორე ფაჩულია მიწასთან?ზედმეტი არაფერი მითქვამს მასზე,მხოლოდ მის უაზრო ფანებს ვსაყვედურობდი არაადექვატურობისთვის. ჯერ იყო და საოლსტარე ვაკხანალია გამართეს,რაც სასაცილოდ არ ეყოთ ლიგაში და წესებიც სამართლიანად შეცვალეს. მერე ლიგის საუკეთესო ცენტრებს ადარებდნენ.მე მეკამათებოდნენ გობერს ჯობიაო.გობერი კი სეზონის მეორე ხუთეულში დაასახელეს ბოლოს. ბოლოს საერთოდ აბსურდი დაახეთქეს.ფაჩულია ფინალში იტყვის თავის სიტყვასო.არადა კაცს ფინალში კი არა,მთელი სეზონი ჩვეულებრივი სტატისტი იყო.უბრალოდ მორჩილად ელოდა თავის ბეჭედს და კარი-დიურანტ-გრინ-ტომპსონმა მოაგვარეს ეგ საკითხი. აი გეკითხებით:იყო თუ არა ასე? და ამის მეტი მითქვამს რამე აქ თუ არა?
tornado
ყველაზე დიდი და ღირსეული ქართველი. იმრავლოს შენმა ჯიშმა და მოდგმამ.გაიხარე.
კუკიის სასაფლაოს პრეზიდენტი!
vaxo სადა ხარ ტოო?!დილიდან გელოდებით ყვავილებითა და ვენოკებით!ამოდი დროზე
quTaiseli
კალათბურთის მცოდნე რო ხარ მერე მიტო გაარტყი ასიანში და ეხლა მილოცვა მემგონი უადგილოც არის კაცი მიწასთან გაასწორე რასაც ქვია დაეხლა ულოცავ შე დალოცვილო.დანარჩენებს ეყო მემგონი ჭკუა და სულარ შემოდიან ისე შეგინდოს უფალმა ქართველები ვართ რაცარუნდა იყოს.
vaxo-ს
პუტინის ზედმეტსახელა სეხნიავ, მაინც გაეპარათ შენი კომენტი?
vaxo
ვულოცავ ფაჩულიას ნანატრ ბეჭედს.ყოველთვის ვწერდი რომ ეს გარდაუვალი იყო,ასეთი გუნდით ათუაშვილიც გახდებოდა ჩემპიონი. ზაზას წინასასეზონო გათვლები უნაკლო აღმოჩნდა და ის ნბას ჩემპიონია. თუმცა აქაურ "თამადა" ფანებთან მაქვს შეკითხვა:იმედია ადევნეთ თვალი ფინალურ მატჩებს და მაინტერესებს,რა ლოგიკით ამბობდით,ფაჩულია ამ ფინალში გადამწყვეტ სიტყვას იტყვისო. იქნებ შედარებით კომპეტენტურმა მიპასუხოთ.აი ისეთმა,კალათბურთი თუ არა, ვერის ბაღი რომ მაინც იცის სად არის :-)
bbbb
......-ს შენ გენაცვალე

დაახრჩო ბოღმამ როგორც ჩანს ქვეწარმავლები, რაღაც არ გამოუყვიათ თავები და არ დასისინებენ. პელე სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ყველასთვის ცნობილია და აქედან ერთ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ტრავმა მიიღო, ბრაზილია კი ჩემპიონი გახდა. 70 წელში პელეს გარეშეც ბრაზილიის შემჩერებელი გუნდი არ არსებობდა და მაინც მოიგებდნენ მსოფლიოს. ზაზა კი ამ "გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი იყო და ეს რასაც ნიშნავს კალათბურთში ოდნავ გარკვეული ყველა ადამიანი მიხვდება. "გოლდენ სტეიტს" უჭირდა ცენტრში და სჭირდებოდა ისეთი მოთამაშე რომელსაც ვერ დაჩაგრავდნენ ნბა-ის დიდი კაცები და ასეთი არის ზაზა რომელიც შეიძლება არ თამაშობს ისეთ ლამაზ კალათბურთს როგორც დანარჩენი ოთხეული, მაგრამ ზაზა იყო კედელი რომელსაც ვერ გადიოდა ვერც ერთი დიდი ან ძალიან უჭირდა ამის გაკეთება და ამდენად ზაზას წილი ამ გამარჯვებაში არცთუ ცოტაა როგორც ზოგიერთ ვაი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გონია. მე მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ის ბოღმა ადამიანები ქართველები არიან. ამიტომაც ვულოცავ ზაზას, მართლაც დიდ კაცს, დიდ ქართველს, როგორც ტანით ასევე გულითაც და პატრიოტობითაც თავისი ქვეყნის მიმართ. არამარტო სპორტში, ცხოვრებაშიც ასეთივე წარმატებული ყოფილიყოს, რადგანაც სპორტი მაინც ასაკში შეზღუდულია და ცხოვრება კი გრძელდება.
golden state champion!!!!!!!!!
ზაზა გელოდებით თასით,ბეჭდით და ..... ერთი-ორ თანაგუნდელსაც თუ გამოიყოლებ საერთოდ დაგლიჯავ!
sabonis
უჰ რა ვინერვიულე, გაიხარეთ გილოცავთ ზაზას და გოლდენის ფანეფს.
vato
ვუერთდები მილოცვებს, ზაზა სამაგალითო ადამიანი და სპორცმენი ხარ დიდი მადლობა რომ შენს ხალხს უძვნი ამ გამარჯვებას. ყველას მაგრად უყვარხარ. NBAს თასი და ბეჭედი საქართველოში ჩამოდის!
tanto
Big Zაზამ ძალიან გაგვახარა ამ დილით, ყველას გილოცავთ!

ხურციძესაც მიხედეთ რაააააა, გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ!!!!!!!!!!!!!! ხომ გჯერათ რომ იმათ ჩემპიონს დაამარცხებდა???? ვფიქრობ სპეციალურად მოიშორეს, გული მიკვდება, რაღაცა გააკეთეთ...
ქრისტინე
ეს ერთი და სხვა მრავალი ❤გილოცავ..წარმატებები ❤
ირაკლი
დამიწერეთ რა წინა კომენტარიიიიი
ზვიადი
ვამაყობთ შენით ზაზა! გილოცავ!
J A G A
მე თვით JAGA _ ს (არ მახასიათებს ცხოვრებაში ცრემლები) ამ სიხარულით ცრემლებს ვერ ვიკავებ როცა საქრთველოს დროშას ვხედავ )))))))) ეს მარტო ზაზას სიხარული არ არის! ეს ჩვენი ქრთველების სიხარულია რომელიც ყველაზე ღირებულია ამ წამს ჩვენს ქვეყანაში . . .
J A G A
მათ გარდა ყველას გილოცავთ პირველ ქართველ ნბა-ს ჩემპიონს, რომელმაც სიამაყით ააფრიალა ამერიკაში ამ დილით ქართული დროშა
quTaiseli
კუნთას მეხოტბეები ეხლა მაინც მოისვენებენ შენი ლაძღვაგინებით ზაზა რაუნდა თქვას კაცმა შენზე იმის გარდა რო მაგარი ქართველი ხარ.გაგიმარჯოს შენი ოჯახით იხარე და იდღეგრძელე.
ირაკლი
რა თქმა უნდა 4-1 აბა რააა,ზაზა მგელი ხარ.ვიასატის კომენტატორებო გამოიღეეეთ
ზსს
ვამაყობთ შენით ზაზა, გაგახაროს ღმერთმა!!!
tuko
ვულოცავ ზაზას ამ თავდადებულ ქართველს და საქართველოს ამ დიდ წარმატებას!!!
ნანა
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას,ბრავო!
ყველა შურიანს და არაპატრიოტს რიგითი ქართველისგან
მახსოვს ვიღაცები კლივლენდის ჩემპიონობას პროგნოზირებდნენ და ალბათ გულშემატკივრობდით !!! ყოველი გოლდენ სტეიტის თამაშზე ზაზას საგულშემატკივროდ დილის 5 ზე ვდგებოდი... ხოდა ესეც ასე, სიხარულისგან ცრემლი მომდიოდა დღეს !!! მიდი ზაზულიკ ეგრე უნდა ესეც ისტორია !!!
ოთო
ღირსეული ქართველის ღირსეული წარმატება.
ზაზას, მილოცვა და მადლობა!
წარმატებები! გაიხარე!
nikola
ვულოცავ ზაზას ამ უდიდეს ტიტულს და წარნმატებას და ვუსურვებდი სექტემბერში კიდევ ერთი ტიტული მიემატებინოს!!!!
xyz
გაუხსენით ქართველებს ყველა ქვეყნის საზღვარი და ყველგან იფრიალებს საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა! ყოჩაღ ზაზა, მიყვარხარ და მეამაყები, შენ მართლაც დიდი ქართველი ხარ! სიხარულით მეთირება, როდესაც ვხედავ, როგორ აფრიალებ ქრთულ დროშას. დაე იმრავლოს საქართველოს ყველა ოჯახში შენნაირმა გოგო-ბიჭებმა! იარონ, იარონ, იარონ! ამინ!
ნინო
გილოცავ ზაზა! გილოცავ საქართველო!
Android
უძლიერესი სიახლე! საღოლ ზაზა!
დავითპაპა
გილოცავ ზაზა ! და ვულოცავ ყველა ქართველს ! ზაზა, ჩვენი კეთილი, დიდი დათვია.
kaxa
გილოცავთ ზაზას და გოლდენის ყველა გულშემატკივარს. მაგარიაა...
Paata
გულით ვულოცავ, დაიმსახურა
გენო
რა კლივლენდი? რის კლივკენდი? გუნდი დაფრინავდა ზაზას კი ვულოცავ!!!!
gogig
ვულოცავ ზაზას და საქართველოს. პირველი ქართველი, რომელიც ენ-ბი-ეის ჩემპიონი გახდა. ზაზა უორიორზში ერთადერთი არაამერიკელია. უკვე ჩემპიონის რანგში ის ქართული დროშით მოგვევლინა - ამაღელვებელი იყო.
zviadi
ვულოცავ ზაზას
გიო
გილოცავ კაპიტანო ამ უდიდეს წარმატებას.შენი წვლილი საკმოდ დიდია გუნდის გაჩემპიონებაში.გისურვებ რომ მომავალ სეზონშიც გვენახოს საჩემპიონო ბეჭედი შენ თითზე და ეს იქნება უდიდესი წარმატება ქართული სპორტისთვის. ევროპის ჩემპიონატზეც გადაედება მთელ გუნდს ეგ მუხტი და ვფიქრობ წარმატებაც არ დააყოვნებს.მთავარია ყველანი ჯანმრთელად გვყავდეთ
აი ასე
ზაზათი იხარე ერო, მოკვდით და ბოღმით დაიღრჩვეთ ზაზას და ქვეყნის მტრებო! აქაური ვაი ქართველების და პროვოკატორი არაქართველების ორაზროვანი, სამაზროვანი და შეფარული კომენტარები, რომლის გაკეთებასაც აუცილებლად შეეცდებიან ცოტა ხანში, დღეს მაინც დაბლოკეთ.
კობა
ზაზა მგელი ხარ!!!!!!!!
მამუკა
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს, მთელი სეზონი ვგულშემატკივრობდით. ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია საქართველოში. ვუსურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და ყოველივე კარგს. ზაზას გაუ-მარ-ჯოს!!!!!!!!!!
Zorgo
კაპიტანო გილოცავ. მაგარო ქართველო სულ გამარჯვებული იყავი. ნაკრებს გადმოსხმოდეს და თაობებს შენი წარმატება. ახლა ევროპა მოგვაგევინე
daviti devidze
გილოცავთ, ძალიან მაგარი ხარ. წარმატებები მომავალშიც.
სოსო
არის,აღსრულდა ოცნება,არის აღსრულდა მიზანი.ზაზა ჩემპიონია!!!ვაშა გოლდენ სტეიტ.ონლაინ ტვზე გაჭედილი იყო მთელი თამაში,ბოლოს ვიკს ტვ ზე გადავედი და იქ მშვენიერი მიღება დამხვდა,ეგაა, მხოლოდ მესამე პერიოდის ბოლო ოთხი წუთი და მეოთხე პერიოდი ვნახე,სადაც ზაზას არუთამაშია.
ალექს
ამას ვინ წარმოიდგენდა..ამაზე ოცნებასაც კი ვინ გაბედავდა საერთოდ..ზაზამ ეს მართლაც სიზმარი აქცია სინამდვილედ..ბრავო მას..სულ რომ 1 წუთი ეთამაშა მთელი სეზონი ამას არავინ არ გაიხსენებს მომავალში,არამედ იმას რომ ნბა-ს ჩემპიონი გვყავს,მითუმეტეს ის ძირითადი ცენტრი იყო გოლდენის და თავისი მცირეოდენი წვლილიც შეიტანა გოლდენის ჩემპიონობაში.გილოცავთ ყველას,გილოცააააავთ!!!! ზაზა გენაცვალე,წინ ევროპის ჩემპიონატია!
zaza
პროფესიონალია, სწორი არჩევანი გააკეთა, ძალიან ღირსეული იყო ვარსკვლავურ გუნდში, მადლობა ზაზას,მთელი სეზონი ვგულშემატკივრობდი. წინ ნაკრების თამაშებია და წარმატებები, კაპიტანო
aleko
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს!!!
ვასილ
გილოცავ ზაზა, ლომი ხარ!
Zazzaa
Zazaaaa
ნიკა
ვულოცავ ზაზას ჩემპიონობას, მუდამ გამარჯვებული გვენახოს. წარმატებები გოლიათო!!
ზურა
იმედია, დაწვრილებით მიმოხილვასაც დროულად დადებთ.
ზურა
ყოჩაღ! აი ახლა კი ნამდვილად სწრაფად დადეთ სტატია.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]