"სასუოლო" კომპენსაციაზე ჯერ ვერ დაუთანხმებიათ
ეუსებიო დი ფრანჩესკო ოფიციალურად გახდა "რომას" მწვრთნელი. 48 წლის სპეციალისტმა "ჯალოროსისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კუდი მაინც დარჩა - "რომა" და "სასუოლო", ჯერჯერობით, ვერ რიგდებიან კომპენსაციაზე, რომელიც "ნეროვერდისა" (მწვანე და შავი ხომ "სასუოლოს" ფერებია) და მწვრთნელს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით... 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ზოგიერთი ვერსიით, შესაძლოა, ამ პრობლემამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს "რომასა" და მის ყოფილ ნახევარმცველს შორის მიღწეული შეთანხმება, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტს" ამის არ სჯერა.

პოპულარული გამოცემის მტკიცებით, გარიგების ჩაშლა წარმოუდგენელია, რადგან დი ფრანჩესკო და "ჯალოროსის" ახალი სპორტული დირექტორი მონჩი (იგივე რამონ როდრიგეს ვერდეხო, რომელმაც "სევილიაში" ნაყოფიერი მუშაობით გაითქვა სახელი) უკვე ხაზავენ ახალი სეზონის კონტურებს, განიხილავენ შესაძლო ტრანსფერებს და ასე შემდეგ...

ესეც არ იყოს, სინიორ ეუსებიოს უკვე შეგულებული ჰყავს ის ხალხი, ვინც მის შტაბში იმუშავებს - ასისტენტი ფრანჩესკო ტომეი, ტექნიკური მწვრთნელი დანილო პიერინი და ფიზმომზადების სპეციალისტი ნიკანდრო ვიცოკო.

შეგახსენებთ, რომ დი ფრანჩესკო "რომაში" 1997-2001 წლებში თამაშობდა (168, 14 გოლი) და ფაბიო კაპელოს თავკაცობით სკუდეტოც მოიგო 2000/01 წლების სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ფროზინონეს" მწვრთნელი: კვერნაძეს შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს - უნდა დავეხმაროთ
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?
"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს
კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომა" დი ფრანჩესკოს გაშვებას და კონტეს მოყვანას აპირებს
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
საზონოვი პირველად იყო განაცხადში - "ტორინომ" "სასუოლოს" მოუგო
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა