კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: მწვრთნელთა შეფასებები
6-წლიანი პაუზის შემდეგ გივი კარტოზიას მემორიალი და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ისევ დაგვიბრუნდა. დაგვიბრუნდა გაზრდილი სტატუსით - "დიდი პრიზი" ეწოდება, თუმცა მთავარი მისი გაცოცხლებაა. ეს ტურნირი ჩვენი გუნდებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში.

- კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე

რა მოეწონათ და რითი დარჩნენ უკმაყოფილონი, ვის გამოარჩევდნენ შეგირდებიდან და რა გრაფიკით მოემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბექა როყვას.

- შეჯიბრება ნამდვილად კარგი გამოვიდა, რადგან ძლიერი შემადგენლობა იყო ჩამოსული - ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ - 5 ჩემპიონი გვყავს, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

ეს შეჯიბრებაც ამ მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო და სპორტსმენებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები, ძირითადად, კარგად შეასრულეს. ამავდროულად, ეს იყო ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ზოგიერთ წონაში გამოვლინდნენ ლიდერები, თუმცა მათ მომავალშიც შევხედავთ და დავაკვირდებით მომდევნო შეკრებებსა თუ ტურნირებზე. თან სამწვრთნელო შტაბთან გავივლით კონსულტაციებს და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით გუნდის შემადგენლობაზე.

საბედნიეროდ, ამ ტურნირზე ახალი კადრებიც გამოჩნდნენ, ბევრმა იჭიდავა კარგად, თუმცა ამჯერად კონკრეტულად არ დავასახელებ არავის, არ გამოვყოფ რომელიმეს. მთლიანობაში, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და ჭიდაობის ხარისხი კარგი იყო - მთავარიც ესაა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებლად თვის ბოლოს ბაკურიანში გავემგზავრებით, მერე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი და ბაქოს "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრებაა, ოღონდ იქ გასაგზავნ შემადგენლობებს ბაკურიანის შეკრების მერე გამოვაცხადებთ - მანამ შევხედავთ, დავაკვირდებით ბიჭებს, ვინ როგორ ფორმაში იქნება და ვის დასჭირდება საშეჯიბრო პრაქტიკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fsiuuu
რა არის მთელი სტატია უნდა წამეკითხა რომ გამეგო სპორტის რა სახეობაზე მიდიოდა საუბარი?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა