"უდინეზეს" 55 წლის მთავარი მწვრთნელი ტურინული კლუბის ვარიანტმა დიდად არ აღაფრთოვანა
ლუიჯი დელ ნერის რომ მაქსიმუმ სეზონის ბოლომდე უწერია "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა, ამას წყალი არ გაუვა. ამიტომ, აქედანვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უთავკაცოს "ვეკია სენიორას".

უკვე არაერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა დაწყებული მარჩელო ლიპიდან, დამთავრებული პაველ ნედვედით. სულ ბოლოს კი ფრანჩესკო გვიდოლინის ვარიანტმაც გამოჩნდა და დღეს სწორედ ამის შესახებ უნდა გავამხვილოთ ყურადღება.

მიმდინარე სეზონში, გვიდოლინი "უდინეზეს" უდგას სათავეში და თუ როგორ ასპარეზობენ ფრიულელები, ყველამ კარგად ვიცით. გუნდი მეოთხე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ცალკე სალაპარაკო თემაა ის ხმაურიანი გამარჯვებები, რომლებზეც იტალიაში კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი "იუვენტუსის" მესვეურებმა სწორედ გვიდოლინს დაადგეს თვალი და უახლოეს მომავალში, მასთან მოლაპარაკებების წამოწყებას შეეცდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 55 წლის სპეციალისტს შემდეგი მოსაზრება აქვს:

"უდინეში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და, სიმართლე გითხრათ, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ტურინიდან ჯერ არავის დაურეკავს, თუმცა რომც შემეხმიანონ, მეეჭვება რომ ამ საქმისგან რამე გამოვიდეს. მსურს, რომ "უდინეზეში" კიდევ დიდ ხანს ვიმუშავო და კლუბის ისტორიაში კვალი დავტოვო. თანაც, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ გრანდის წინადადებამ ენთუზიაზმით ამავსოს და ახალი ცხოვრების მოლოდინში სხვაგან გავეშურო. 40 წლის რომ ვიყო, ალბათ ასეც მოვიქცეოდი და უდიდეს მიზნებსაც დავისახავდი. დღეს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რა რანგის გუნდს ვწვრთნი, მთავარია რომ კომფორტულად ვგრძნობდე თავს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა