აპირებს თუ არა საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგამდე მოთამაშეების დამატებას
სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზა გუნდებმა მოსამზადებლად გამოიყენეს. ბევრმა მათგანმა საკონტროლო მატჩები ჩაატარა. ერთ-ერთი საჩხერის "ჩიხურაც" იყო, რომელიც ივანწმინდაში ამხანაგურად დაუპირისპირდა ტყიბულის "მეშახტეს" და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზაზა ჭელიძის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გუნდის საევროპო მზადებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე გველაპარაკა.

"ვარჯიშს ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებდით, მაგრამ ბევრი ტრავმირებული გვყავდა - გაბედავა, მუმლაძე, ჩიკვაიძე, განუგრავა, გელაშვილი... დინო ჰამზიჩი დაოჯახდა, ბოსნიაში იმყოფებოდა და მხოლოდ 10 ივნისს შემოგვიერთდა...

ტრავმა ტატანაშვილსაც აწუხებდა, მაგრამ ახლა შედარებით უკეთ არის. ამის გამო გარკვეულ დღეებში 13 ფეხბურთელით ვვარჯიშობდით. ამ პერიოდში, ივანწმინდაში ამხანაგურად ვეთამაშეთ ტყიბულის "მეშახტეს" და 1:0 დავამარცხეთ", - გვიყვება სოსო ფრუიძე.

როგორც ცნობილია, "ჩიხურა" "ივანწმინდა არენაზე" დაბრუნდა, სადაც მოედნის საფარი მოაწესრიგეს:

"მოედნის მოსაწესრიგებლად დიდი მუშაობა ჩატარდა და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. საქართველოში საუკეთესო საფარი "დინამო არენაზე", "მიხეილ მესხსა" და ქუთაისის სტადიონებზეა. ჩვენი მოედანი მათ ვერ სჯობს, მაგრამ დანარჩენ სტადიონებზე უკეთესი მოედნები ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, ნატურალური მოედანია და ბევრად უფრო სასიამოვნოა თამაში, ვიდრე ხელოვნურზე".

საჩხერელთა დამრიგებლის თქმით, ევროთასებისთვის მზადებას მალე შეუდგებიან:

"მეორე წრის დასრულებამდე 2 თამაში დაგვრჩა. გვინდა, წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი. მერე ევროპის ლიგაზე ჩვენი მეტოქე გაირკვევა და მასთან მატჩებისთვის მოვემზადებით.

უცხოურ შეკრებას არ ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ არც მეტოქის ვინაობა ვიცით, არც ის, პირველ შეხვედრას შინ ჩავატარებთ თუ გასვლაზე... თან ფინანსურადაც ისეთი დალხენილები არ ვართ, შეკრებაზე უპრობლემოდ რომ წავიდეთ... ამიტომ საჩხერეში დავრჩებით და აქ ვივარჯიშებთ. საამისოდ, 10 დღე გვექნება და ვეცდებით, ევროპულ მატჩებს სასურველი კონდიციებით შევხვდეთ".

ცხადია, დავინტერესდით, აპირებს თუ არა "ჩიხურა" ევროპალიგამდე მოთამაშეების დამატებას:

"ლეგიონერების ჩამოყვანა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საჭირო დონის მოთამაშე რომ დავიმატოთ, ამაში სოლიდურ თანხებს მოითხოვენ, რისი საშუალებაც კლუბს არ გააჩნია. მათზე ფიქრს გვირჩევნია, ქართველები დავიმატოთ, რომელთაც ვიცნობთ და ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებულები ვართ.

იმას არ უარვყოფ, რომ წლეულს რამდენიმე კარგი ლეგიონერი ჩამოიყვანეს საქართველოში, მაგრამ მათ ჩვენ არავინ გვათხოვებს. ძიებისა და ექსპერიმენტების დრო კი ახლა არ გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ დღეს ლამის ყველა სასურველი მოთამაშე დაბინავებულია და გაძლიერება პრობლემური იქნება. თუმცა, ამას აუცილებლად შევეცდებით".

საგაზაფხულო ეტაპზე იყო რამდენიმე ტური, როცა გუნდი მეტისმეტად აირია და ერთმანეთის მიყოლებით წააგო თამაშები. საჩხერელთა დამრიგებელი ამაზეც გველაპარაკა:

"ჩავარდნა ნამდვილად გვქონდა, მაგრამ სიტუაციის დროული გაანალიზება შევძელით. ყველაფერს ვერ ვიტყვი, რადგან, გარკვეულწილად, ეს მოვლენები გუნდის შიდა სამზარეულოს ეხება, მასზე საჯაროდ ლაპარაკი კი არ მიყვარს...

ჩავარდნის მეორე მიზეზი მშობლიური რაიონიდან და სტადიონიდან მოწყვეტა იყო. ივანწმინდაში თამაშის უფლება არ გვქონდა, ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან გადატვირთული კალენდარი გვქონდა. ტრავმების გამო კი მთელი სათამაშო ტვირთი მოთამაშეთა მცირე ჯგუფს დააწვა და ეს შედეგებზეც აისახა".

ახალი ჩემპიონატის მოდელის პლუსად იმას მიიჩნევდნენ, რომ გუნდები ევროთასებს ტონუსში შეხვდებოდნენ. გამართლდა თუ არა ეს იმედი და არის თუ არა გუნდი კონდიციებში? ფრუიძეს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"ვართ თუ არა კონდიციებში, ამას დრო გვიჩვენებს. ამას გარდა, წლევანდელმა სეზონმა ადრინდელისგან განსხვავებული მიდგომები მოითხოვა. ახალ მოდელს შეგუება და გადაწყობა სჭირდება. ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ბევრი დაგვიშავდა და პრობლემა ამანაც შექმნა. ჩვენ გამონაკლისები ხომ არ ვართ?!

აიღეთ თბილისის "ლოკომოტივი" - გუნდმა სეზონი ერთი ამოსუნთქვით დაიწყო, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა. მე ამას კალენდარს კი არ ვაბრალებ, უბრალოდ, ფეხბურთელები ასეთ დატვირთვებზე თამაშს შეგუებულები არ იყვნენ. მაგრამ ესეც არ არის პრობლემა, ნელ-ნელა შეეჩვევიან.

აშკარაა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატს დიდი სათადარიგოთა სკამი სჭირდება, მოთამაშეთა დროული როტაცია რომ შევძლოთ, ნაწილს კი ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. დამღლელ სეზონში ეს აუცილებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sioni
არაფერი უცხოური შეკრება არაა საჭირო საჩხერის ჰაერზე ვაჯიშს რა ჯობია ინფრასტრუქტურა არაა თორემ უცხოური კლუბები აქეთ უნდა მოდიოდნენ.
gizog
მართალია ეს კაცი, სწორად მსჯელობს 10 გუნდიანი ჩემპიონატი არ იძლევა საშუალებას ძირითადად მხართეძოზე წამოწოლილმა ითამაშო, გაიზარდა დატვირთვები მაღალი კონკურენციის ხარჯზე, ''არა უშავს დღეს წავაგებ და ხვალ იმ უმოტივაციო გუნდს ვესესხები, თუ გადავუხდი და მოვიგებო'' ვეღარ მოდის. ყველას თავის თავი გასჭირვებია, ამით გაიზრდება მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციები რაც დაინტერესებულ მწვრთნელებს საშუალებას მისცემს იმუშაონ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. წინ მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
შუქურა-დინამო (თბ) 0:1 - "დინამო" პლეი ოფს მიუახლოვდა [VIDEO]
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ზაზა ჭელიძე: ძნელია ხანმოკლე სეზონში ამდენი გადაწყობა-გადმოწყობა...
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს