ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლიოვი ბრაზილიამდე!

ლიოვი ბრაზილიამდე!

გერმანიის ნაკრები
იოგი, ბირჰოფი, ფლიკი და კიოპკე ბუნდესგუნდის სათავეში 2014 წლამდე იქნებიან

ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი გერმანია გერმანია ელოდა იმ დღეს, როცა იოახიმ ლიოვი გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა და თუ გახსოვთ, მაშინ იოგისა და პრეზიდენტ თეო ცვანციგერის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც ლიოვთან და მის შტაბთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ბრწყინვალე ფეხბურთმა და კარგმა შედეგმა ყველა კითხვას გასცა პასუხი - გერმანიის საფეხბურთო კავშირი ლიოვის ყველა პირობას დათანხმდა და მას კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.

თითქოს საჩქარო არაფერი იყო და არც არავინ ელოდა იმას, რომ ლიოვს ახლავე ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, მაგრამ ასე მოხდა: გუშინ ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ ლიოვმა, მისმა ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა, მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ და ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს თავიანთი ბედი 2014 წლამდე დაუკავშირეს. მათთან ერთად, ახალი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა, 60 წლის ვოლფგანგ ნირსბახმაც.

"ლიოვთან მოლაპარაკებები იმდენად ჰარმონიულად წარიმართა, რომ კიდევ ერთხელ ასი პროცენტით დავრწმუნდი, რამდენად დიდია ნდობა ჩვენს შორის და თანამშრომლობის სურვილი. ყველას გვინდა, რომ ლიოვმა გერმანიის ნაკრები არა მარტო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის, არამედ 2014 წლის მუნდიალისთვისაც მოამზადოს და მიხარია, რომ ასეც იქნება," - აცხადებს ცვანციგერი.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან მუშაობს. 2006 წლამდე ის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლინსმანის ასისტენტი გახლდათ, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. მის ხელში ბუნდესნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ძალიან გადახალისდა. 2008 წელს ლიოვის გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2010 წლის მუნდიალზე კი მესამე ადგილი დაიკავა. შესაძლოა, ლიოვთან ახალი კონტრაქტის დადების საფუძველი ის გახდა, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, ლიოვით მიუნხენის "ბაიერნის" შეფები იყვნენ დაინტერესებული. რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესს და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს იმედი ჰქონდათ, რომ 2012 წლის ზაფხულში იოგის "ბაიერნის" თავკაცად დანიშნავდნენ. როგორც ხედავთ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2014 წლის მუნდიალის ჩათვლით იმუშავებს.

გოტფრიდ ლენცი

ოლსენი ჰამბურგში?

როგორც იცით, გათავისუფლებული არმინ ფეეს ნაცვლად, "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დროებით, სეზონის ბოლომდე ფეეს ასისტენტი მიხაელ იონინგი დანიშნეს. გუშინ იონინგმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ამ პოსტზე უფრო დიდხანს დამტოვონ, ეს ჩემი შანსია, რომლის გამოყენება ძალიან მინდაო.

იონინგს ნამდვილად არ მოეწონებოდა გუშინ დანიურ და გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოგერმანული კლუბის მომავალი სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი, რომელიც საქმეს ივნისიდან შეუდგება, მთავარ მწვრთნელად თანამემამულე მორტენ ოლსენის დანიშვნას აპირებს. არადა, ოლსენი დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და დანიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. ოლსენმა არაერთხელ თქვა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება საკლუბო დონეზე უნდა.

ია კონანმა ვარჯიში დაიწყო

"ჰანოვერის" თავდამსხმელმა დიდიე ია კოკანმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, გუშინ გუნდს შეუერთდა და ვარჯიშს შეუდგა. მართალია, კოტ დ"ივუარელი ფორვარდი სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა იმედოვნებს, რომ შაბათამდე სრულ მზადყოფნაში იქნება. შაბათს "ჰანოვერი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის წინა ტურში სლომკას გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, კიოლნში 0:4 განადგურდა.

მაინცმა ბაიერნის ტალანტი იყიდა

"მაინცის" ხელმძღვანელები უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობენ და საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს: კარნავალელებმა "ბაიერნის" მეორე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, თურქ-გერმანელი თავდამსხმელი დენიზ ილმაზი გადაიბირეს. "მაინცმა" 23 წლის ილმაზი აბსოლუტურად უფასოდ დაიბევა.

დენიზ ილმაზი, რომელიც თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანია, მაინცში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. თურქული წარმოშობის ულმში დაბადებული ფეხბურთელი მიუნხენში 2005 წლიდან თამაშობს. მას მერე "ბაიერნის" მეორე გუნდში (მესამე ბუნდესლიგა და რეგიონალლიგა) 105 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.

კანმა ბაიერნის ბოსები გააკრიტიკა

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა, ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. ოლის აზრით, "ბაიერნის" შეფებს მიხაელ რენზინგის შემთხვევაში მეტი მოთმინება უნდა გამოეჩინათ. როგორც იცით, ბავარიელებმა ერთ დროს კანის შემცვლელად შერაცხულ კიპერს ზაფხულში ახალი კონტრაქტი არ გაუფორმეს და მიხაელი იანვრამდე უკლუბოდ იყო, იანვარში კი "კიოლნმა" აიყვანა, სადაც ძალიან კარგად გამოიყურება.

"ოტმარ ჰიტცფელდი ყოველთვის ამბობდა, კანი რენზინგმა უნდა შეცვალოსო და მეც დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩემს მერე მიხაელი "ბაიერნის" პირველი ნომერი გახდებოდა. ვფიქრობ, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს ცოტა რომ მოეთმინათ, მიხაელი აუცილებლად მოახერხებდა თავისი ადგილის დამკვიდრებას. ორი-სამი შეცდომის გამო არ უნდა ჩამოეწერათ, - აღნიშნა ოლიმ და იქვე დასძინა, - ჩემი აზრით, "ბაიერნში" იურგენ კლინსმანის დანიშვნაც უდიდესი შეცდომა იყო, რაშიც ჰიონესი და რუმენიგეც დარწმუნდნენ, ოღონდ მაშინ, როცა უკვე გვიანი იყო."

შუსტერი ბეშიქთაშიდან წავიდა

გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერნდ შუსტერი "ბეშიქთაშის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი თანამდებობიდან გადადგა და "ბეშიქთაშს" სეზონის ბოლომდე მისი ასისტენტი, თაიფურ ჰავათჩუ მიხედავს. შუსტერის წასვლის მიზეზი ის არის, რომ "ბეშიქთაში" მეშვიდე ადგილზეა და ამ სეზონში ცხრა თამაში აქვს წაგებული, რაც ამ კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია. ამ უქმეებზე "ბეშიქთაშმა" "მანიშასპორთან" 0:0 ითამაშა, რაც შუსტერის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ჰუმელსიც 2014 წლამდე!

ნური შაჰინის, კევინ გროსკროიტცის, მარსელ შმელცერის, მარიო გიოტცეს, ნევენ სუბოტიჩის, რომან ვაიდენფელერისა და სვენ ბენდერის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიამ" კიდევ ერთ ლიდერს გაუფორმა ახალი კონტრაქტი. BVB-ს ხელმძღვანელებმა გუშინ დაადასტურეს, რომ ახალგაზრდა მცველი მატს ჰუმელსი "ბორუსიაში" 2014 წლამდე დარჩება. ეს უკანასკნელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რის გამოც მისი გადაბირება მიუნხენის "ბაიერნის" ბოსებმა მოისურვეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსი "დორტმუნდში" 2008 წელს სწორედ "ბაიერნიდან" გადაბარგდა.

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მთავრობა 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!