დუგლას კოშტა თანახმაა, მაგრამ ახალი მასკერანო ვინღაა?
"იუვენტუსმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დუგლას კოშტასკენ. "ბებერი ქალბატონი" მიუნხენურ გიგანტს ახლა უკვე 45 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა არც ეს არის იმდენი, რამდენსაც "ბაიერნი" ითხოვს (50 მილიონი), თუმცა კი იძლევა საშუალებას, უფრო იოლად მოიძებნოს კომპრომისული გადაწყვეტილება.

ამას გარდა, გუშინ ტურინში ჩავიდა დუგლას კოშტას აგენტი, რომელიც "იუვეს" გენერალურ მენეჯერს, ბეპე მაროტას შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს და ეს მხოლოდ ხელფასის სახით, დანარჩენიც ბონუსები იქნება. თავის მხრივ კი, "შახტარის" ყოფილმა ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა "იუვენტუსში" გადასვლაზეო, წერს "გაძეტა დელო სპორტი".

ასე რომ, დარჩა ერთადერთი პრობლემა - "ბაიერნის" დაყოლიება 45 მილიონ ევროზე. თუმცა შეიძლება ეს აღარც იყოს პრობლემა...

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" დაინტერესებულია არგენტინული "ესტუდიანტესის" ნახევარმცველ სანტიაგო ასკასიბარის გადაბირებით. 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველს "ახალ მასკერანოდ" მოიხსენიებენ, რაც პოპულარულ თანამემამულესთან მისი სათამაშო სტილის მსგავსებაზე მიუთითებს.

ტურინში გამომავალი "ტუტოსპორტი" წერს იმასაც, რომ "იუვენტუსის" გარდა, ასკასიბარზე თვალი "ბოლონიასა" და "სასუოლოსაც" აქვთ დადგმული. ცნობისთვის, ეს ბიჭი არგენტინას 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და ახლახან დასრულებულ 20-წლამდელთა მუნდიალზე წარმოადგენდა.

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსმა" ის ამ ზაფხულსვე იყიდოს და ერთი წლით სერია A-ს რომელიმე კლუბში გაანათხოვროს, ერთი წლის მერე კი იტალიურ ელიტასთან უკვე კარგად მორგებული კადრი დაიბრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოდელი, რომელმაც "იუვენტუსის" ვარსკვლავი ცოლთან დაშორების შემდეგ დაამშვიდა [PHOTO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დუგლას კოშტა მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს? - ფეხბურთელის ცოლი ტიტეს ადანაშაულებს
"ფლუმინენსემ" დუგლას კოშტას კონტრაქტი გაუწყვიტა
როცა მივდივართ, ის კიდევ ვარჯიშობს - დუგლას კოშტა კრიშტიანო რონალდოთი აღფრთოვანებულია
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ფლანგიდან სწრაფი შემტევები? "მილანმა" თვალი კოშტას დაადგა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დღის ფინტი - დუგლას კოშტამ "აიაქსის" მცველი დაამცირა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები