ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ჟან-მიშელ ოლა: "მოურინიო 0:0-ზე ითამაშებს!"
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადალახოს და მოიშოროს წყევლა სახელწოდებით "ლიონი" - სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ხალხს მადრიდული გრანდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.

თანაც, "სამეფო გუნდს" ამჯერად ხომ ჟოზე მოურინიო უდგას სათავეში და "რეალიც" გაცილებით სტაბილური გრანდია, ვიდრე ბოლო წლებში იყო. თუმცა ლიონელები ასე არ ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი "სტად ჟერლანზე" ფრედ 1:1 დამთავრდა, ფრანგებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისეთი ანგარიშის დაფიქსირების იმედი აქვთ, რომელიც "ლიონს" მეოთხედფინალში გაიყვანს.

მადრიდელ ქომაგებს დღეს ყველაზე მეტად მესუთ იოზილის იმედი აქვთ, რომელსაც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ამსგავსებენ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს. გერმანელ ნახევარმცველთან ერთად ყურადღების ცენტრშია ქარიმ ბენზემა - არა მარტო იმიტომ რომ "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელია და "სტად ჟერლანზე" ყოფილ გუნდს გოლი სწორედ მან გაუტანა, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ბოლო დროს ბენზემა ძალიან კარგ ფორმაშია. ბენზემამ ბოლოს ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მოურინიო ფრანგ თავდამსხმელს დღესაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს, ადებაიორს კი სათადარიგოთა სკამზე დატოვებს. დიდი შანსია, რომ ჟოზემ სკამზე დატოვოს კრიშტიანო რონალდოც, რომლის თამაში პირველიდან ბოლო წუთამდე, მცირე ტრავმის გამო სარისკოა.

"ლიონის" თავკაცი კლოდ პუელი კი დღეს ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვერ გამოიყენებს - მიშელ ბასტოსს ვგულისხმობთ, რომელიც დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, "ლიონს" წამყვანი თავდამსხმელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლისანდრო ლოპესი დაუბრუნდა. პუელის გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

შარშან "ლიონმა" "რეალი" მერვედფინალიდან რომ გააგდო, ფრანგული გრანდის წარმატება მეტწილად ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის დამსახურება გახლდათ, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გოლის გატანა შეძლო. ის შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა, "სტად ჟერლანზე" კი ლიონელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული. "ხალხს ჩემი გოლი დღემდე ახსოვს. ბავშვობაში "რეალის" თავგადაკლული ქომაგი ვიყავი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კი ზიდანი იყო. სწორედ ამიტომ, ის გოლი არასდროს დამავიწყდება, - თქვა გუშინ 20 წლის პინიაჩმა, რომელიც მიმდინარე სეზონში "ლიონის" ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი აღარ არის და მერე დასძინა, - ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მეოთხედფინალში გასვლის საუკეთესო შანსი გვაქვს, მაგრამ მადრიდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

"როგორც იქნა, ფორმა აღვიდგინე და ისე ავთამაშდი, როგორც მადრიდელ გულშემატკივრებს სურთ, - ეს ბენზემას სიტყვებია, - ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ უდიდესი მონდომებით ვვარჯიშობ და ჩემი მონდომების შედეგს უკვე ყველა ხედავს. სკამზე ჯდომა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ამიტომაც მოვინდომე ასე ძალიან. რაც შეეხება მატჩს: ფაქტია, რომ მეოთხედფინალს 90 წუთიღა გვაშორებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ლიონი" ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია ჩვენი დასჯა. ასე რომ, ყურადღებით ყოფნა გვმართებს."

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა კი დარწმუნებულია იმაში, რომ "რეალი" დღეს 0:0-ზე ითამაშებს: "ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ "რეალის" მწვრთნელი მოურინიოა. რაკი მადრიდელებს უგოლო ფრე აწყობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე მათ სწორედ 0:0-ზე თამაშს დაავალებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გოლის გატანას და თუ "რეალის" გაგდება მოვახერხეთ, ეს "ლიონისთვის" კიდევ ერთი უპრეცედენტო მიღწევა იქნება. შარშანდელთან შედარებით, მძიმე მდგომარეობაში ვართ, რადგან შარშან საკუთარ მოედანზე მოგებული გვქონდა, მაგრამ ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია."

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, პეპე, არბელოა - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეიერი, კრისი, ლოვრენი, კალსტრიომი - ტულალანი, გურკუფი, გონალონსი - გომისი, ლისანდრო ლოპესი, სესარ დელგადო.

არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

რეალი-ლიონი

პირველი მატჩი: 1:1.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა