ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. "ჩელსი" "კოპენჰაგენს" უკვე გადაახტა - ეს მატჩი ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალობაა

ამ მატჩზე კი ბევრი არაფერია სალაპარაკო და ეჭვი გვაქვს, გასაანალიზებელი არც თამაშის მერე გვექნება ბევრი რამ. "ჩელსიმ" პირველი მატჩი იმდენად დამაჯერებლად მოიგო (2:0 კოპენჰაგენში, ნიკოლა ანელკას დუბლით), ლონდონელები მეოთხედფინალში რომ ვერ გავიდნენ, ყველა დროის უდიდეს სენსაციასთან გვექნება საქმე.

კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა, ძირითადში აღარ გაამწესოს ფერნანდო ტორესი, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" იმედები ჯერ ვერ გაამართლა. თუ ანჩელოტი ესპანელ გოლეადორს სკამზე დატოვებს, მაშინ სასტარტოში დიდიე დროგბას ვიხილავთ და ანელკას წინა ხაზზე სწორედ კოტ დ"ივუარელი შეუწყვილდება.

მატჩისწინა კომენტარებში საინტერესო ფაქტობრივად არაფერი თქმულა - "ჩელსის" ფეხბურთელები ზრდილობის გამო ფრთხილობენ. მაგალითად, სალომონ კალუმ განაცხადა, რაკი "კოპენჰაგენი" მერვედფინალშია, ე.ი. ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა, თანაც სტუმრად 2:0 მოვიგეთ, მაინც სიფრთხილე გვმართებსო.

არადამ რა უნდა მოხდეს, რომ "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" 0:3 წააგოს, ან თუნდაც 0:2, რომელიც მატჩს დამატებით დროში გადაიყვანდა?

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა - ტორესი (ან დროგბა), ანელკა.

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - კვისტი, იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი - ბოლანოსი, კლაუდემირი, კრისტენსენი, ვინგაარდი - სანტინი, ნ"დოიე.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ჩელსი-კოპენჰაგენი

პირველი მატჩი: 2:0

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა