გაიცანით 2018 წლის მუნდიალის მესამე მონაწილე
მასპინძელი რუსეთისა და ბრაზილიის ნაკრებების შემდეგ ირანის ნაკრები გახდა მესამე გუნდი, რომელმაც რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური დაიბევა. დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მონაწილეს.

როგორ გავიდნენ მუნდიალზე

აზიის კონფედერაციის წევრმა ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რომ მოიპოვოს, საჭიროა ერთბაშად ორი შესარჩევი ეტაპის დაძლევა. პირველი შესარჩევი ციკლი ირანისათვის ძალიან ხშირად უბრალო ფორმალობაა და მეტი არაფერი. ის მხოლოდ სტატისტიკისათვის არსებობს.

ასე იყო ამჯერადაც. ომანმა, ინდოეთმა, თურქმენეთმა და გუამმა ერთობლიობაში ირანს მხოლოდ ოთხი ქულა აართვეს. მეორე შესარჩევი ეტაპის წილისყრრაც არ ყოფილა სასტიკი ირანისათვის, რადგან ძლიერი გუნდებიდან საქმის დაჭერა მხოლოდ სამხრეთ კორეასთან მოუხდათ.

გასაკვირი არაა, ირანმა ვადაზე ადრე რომ დაიბევა სანუკვარი საგზური. საკვირველი სხვა რამეა. მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ამ ნაკრებს ერთი კინკილა გოლიც კი არ გაუშვია. 6 მატჩი, ამდენივე გამარჯვება და ბურთების სხვაობა 8:0 - ზე. კორეელებიც კი იშვიათად ახერხებდნენ ირანელთა საჯარიმოსთან მიახლოვებას.

საშინაო შეხვედრებში ირანის ნაკრები მართლაც მძლავრი მექანიზმია. გუნდი თამაშობს თეირანში, 80 - ათასიან "აზადის" სტადიონზე. ეს სტადიონი ნაკრების ყველა შეხვედრაზე ივსება. გულშემატკივრობის კულტურა ძალიან განსხვავებულია. მთელი თამაშის განმავლობაში ისმის სპარსული დუდუკების ხმა.

მწვრთნელი

გუნდის მთავარი მწვრთნელია პორტუგალიელი სპეციალისტი კარლუშ კეირუში. მისი კარიერა დღესაც დავის საგანია. ის მაგრად ჩაფლავდა მადრიდის "რეალში". სამაგიეროდ, ძალიან ნაყოფიერად იმუშავა "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე გახლდათ. ბევრი თვლის, რომ სწორედ თანამემამულე დამრიგებელმა გაუადვილა ადაპტაცია ინგლისურ კლუბში კრიშტიანო რონალდოს. თავად ვარსკვლავიც უდიდეს პატივს სცემს კეირუშს.

მართალია, ირანში მუშაობის განმავლობაში კეირუშმა ორჯერ დატოვა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი (პირველად გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მეორედ კი ფედერაციის ადგილობრივ ჩინოვნიკებთან უთანხმოების საბაბით), მაგრამ დღეს ის ისევ ირანის ნაკრების პირველკაცია.

არის აზრი იმის თაობაზე, რომ კეირუშს მხოლოდ გუნდის გაწვრთნა კი არ უნდა მიანდო, არამედ პროექტი, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში გრძელდება. კეირუშის ირანში მუშაობის პერიოდში ნაკრები იმდენად შეიცვალა, რომ მას ზედმეტსახელიც კი გამოუცვალეს. "სპარსელი ლომების" სახელით ცნობილი თიკუნი წარსულს ჩაბარდა. ახლა ირანის ნაკრებს "ირანელი ავაზები" ჰქვიათ. სხვათა შორის, ეს ცხოველი "წითელ წიგნშია" შესული.

კეირუში არა მხოლოდ ირანის ნაკრებს წვრთნის, არამედ აქტიურადაა ჩართული იქაური კლუბების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს უკვე დიდი სიახლეა. მან კიდევ უფრო გააღვივა ფეხბურთელებში ნაკრების მაისურის პატივისცემა. მაგალითად, გასულ მუნდიალზე ირანის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალული ჰქონდათ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მაისურის გაცვლა.

კეირუშს მოსწონს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მას უსიტყვოდ ემორჩილებიან. რაღაც არ მოგწონს" შეგიძლია, ნაკრებიდან წახვიდე. გამოცდილმა მეკარემ, მეჰდი რახმატიმ კეირუშის ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რაც მას ეროვნული გუნდის დატოვებად დაუჯდა.

ახლა კარს სხვა მეკარეები იცავენ. ალირეზა ჰაგიგი და ალირეზა ბირენავანდი.

შეტევაში კეირუშს ჰყავს ჰოლანდიური "ჰერენვენის" ბომბარდირი, რეზა გოჩანეჯადი და ქარიმ ანსარიფარდი, ვინც საბერძნეთის მარადმწვანე ჩემპიონმა, "ოლიმპიაკოსმა" იყიდა.

როგორ თამაშობენ

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა გადატრიალება მოახდინა ირანულ მენტალიტეტში. კეირუშის მწვრთნელად მოსვლამდე ირანელთა სამარკო ნიშანი მხოლოდ და მხოლოდ შეტევა იყო. პორტუგალიელმა კი გუნდის ტაქტიკური არსენალი უფრო გაამდიდრა და ირანის ნაკრები გარკვეულწილად, დაცვითი გუნდი გახადა.

სპარსელები ძალიან მჭიდროდ ეთამაშებიან მეტოქეს. განსაკუთრებით თავისსავე ნახევარზე. შეტევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული "როსტოვის" ფორვარდ სერდარ აზმუნზე (რომელიც ირანელი თურქმენია და ისტორიულ ქალაქ გორგანშია დაბადებული) და ბუნდესლიგაში გამობრძმედილ აშკან დეჟაგაზე, ვინც გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარა, ახლა კი ისტორიულ სამშობლოს უხდის ხარკს.

ვარსკვლავები

მთავარი ვარსკვლავი სერდარ აზმუნია. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბომბარდირმა ცოტა ხნის წინ ნაკრებში მეცხრამეტე გოლი გაიტანა. ამ გოლით მან ორი კურდღელი მოკლა. ჯერ ერთი, ჯიბეში ჩაუდო ირანს მუნდიალის საგზური და მეორე, ადგილი დაიბევა ნაკრების ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის. თანაც, სერდარი ამ დროისათვის მხოლდ 22 წლისაა.

მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს იმისათვის, რომ ალი დაეის დაეწიოს. ირანული ფეხბურთის ლეგენდამ ეროვნული გუნდის მაისურით 109 გოლი შეაგდო.

ნაკრების კიდევ ორი ლიდერი ასევე რუსული პრემიერლიგიდანაა. მოლად მოჰამადი ფლანგზე შესანიშნავად თამაშობს, ხოლო საიდ ეზათოლაჰი ართმევებზეა კარგი. გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენენ აშკან დეჟაგა და მასუდ შოჯაეი. დეჟაგა ერთადერთი ნახევრად ირანელი ფეხბურთელია ნაკრებში. თავის დროზე, როცა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა, მან იმ მოტივით იუარა ისრაელთან თამაში, რომ ნახევრად ირანელია. შოჯაეი გვახსოვს ესპანური "ოსასუნადან", ბოლო დროს კი ბერძნულ "პანიონიოსში" თამაშობდა და 4 გოლს 5 საგოლე გადაცემა მიაყოლა.

არის ასევე ალი ქარიმი, მაგრამ არა ის, რომელიც "ბაიერნში" თამაშობდა. ახალი ქარიმი ზაგრების "დინამოში" თამაშობს და ცდილობს ხორვატიის ჩემპიონატში დამკვიდრებას.

მიზნები

რუსული მუნდიალი ირანული ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მოხდა 1998 წელს. მაშინ ირანი ერთ ჯგუფში მოხვდა ამერიკასთან. ბევრი ელოდა, რომ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაზაბულობის გამო თამაში კი არა, ომი იქნებოდა. რეალურად კი მივიღეთ თითქმის სამშვიდობო აქცია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანი არასოდეს გასულა ჯგუფიდან. კეირუში და მისი რაზმი რუსეთში ნავსის გატეხვას შეეცდება. რთულადაა წარმოსადგენი, ეს რომ ასე მოხდეს, მაგრამ ერთიც ვნახოთ და, კეირუშის დაცვითმა მოდელმა იმუშავა.

იმის ზუსტად წინასწარმეტყველება კი შეიძლება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანი მძიმე და რთულად დასამარცხებელი გუნდი იქნება. დანარჩენი კი კეირუშსა და მის ბიჭებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, მოახდენენ თუ არა ისინი პატარა სასწაულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]
კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
პეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო
რონალდომ ირანელ ფანებს სთხოვა, დაძინების საშუალება მიეცათ [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ინგლისი მაგრად იწყებს - საუთგეიტის გუნდმა ირანი გაანადგურა [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]