ვერონი იძულებული გახდა, მწვრთნელს დამშვიდობებოდა
"ესტუდიანტესის" მოთამაშე პრეზიდენტმა, 42 წლის ხუან სებასტიან ვერონმა გულშემატკივრების წნეხის გამო გუნდის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ლუკას ნარდი ტრადიციული არგენტინული კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ.

ვერონის გადაწყვეტილება მოჰყვა ნარდის მიერ სამი წლის წინათ, "ტვიტერში" დაწერილ სიტყვებს. მაშინ მან ნეგატიურად მოიხსენია არგენტინის ნაკრებისა და "ესტუდიანტესის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლოს ბილარდო. არადა, ნარდი დღემდე ამტკიცებს, რომ ის სიტყვები მას არ დაუწერია.

"გადავწყვიტე, მას შემდეგ, რაც ამხელა აჟიოტაჟი ვიხილე, კლუბის პრეზიდენტთან შეთანხმებით, დავტოვო მთავარი მწვრთნელის პოსტი. ჩემს გადაწყვეტილებას ერთადერთი ახსნა აქვს - მინდა, კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბილარდოს თაობაზე ეს სიტყვები მე არასოდეს დამიწერია. რას ვიზამთ, თუ ხალხს არ სჯერა ამის, მაშინ მრჩება ერთადერთი გამოსავალი - დაკავებული თანამდებობიდან წავიდე.

მინდა, წარმატება ვუსურვო მთელ "ესტუდიანტესს" და პირადად ვერონს, რომელიც ბოლომდე მენდო. ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში დარჩება", - თქვა ნარდიმ.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ვერონმა ცრემლები ვერ შეიკავა. მან თქვა, რომ ნარდი არის შესანიშნავი მწვრთნელი და ის ყოველივე საუკეთესოს ღირსია. გარდა ამისა, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ ისიც თქვა, რომ ყველაფერი "ესტუდიანტესის" მტრების მოწყობილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ვერონმა ოჯახი მეორედ შექმნა და ცოლად მასზე 19 წლით უმცროსი გოგონა შეირთო
ვერონი: მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არაა, გუნდი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
47 წლის ასაკში ვერონს მასზე 19 წლით უმცროსი მეგობარი გოგონა ჰყავს - გაიცანით ვალენტინა და ნახეთ, რა ემოციური სიტყვები მიუძღვნა მან ყოფილ ფეხბურთელს [PHOTOS]
ვერონი: მესი ძალიან მორიდებული ბიჭია, ინტროვერტია
ხუან სებასტიან ვერონი - ასე ბრუნდებიან ლეგენდები...
Lads, it’s Tottenham! - ალექს ფერგიუსონის ცნობილი ფრაზის ისტორია [VIDEO]